კატეგორიები

იაპონია ვიეტნამს სტიქიური კატაკლიზმების მართვაში ეხმარება

იაპონია ვიეტნამს სტიქიური კატაკლიზმების მართვაში ეხმარება
იაპონია ვიეტნამს სტიქიური უბედურების მართვის საკუთარ გამოცდილებას უზიარებს, რომელიც მოიცავს სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნას, განათლებასა და ადრეული განგაშის სისტემების დანერგვას იმ პროექტების ფარგლებში, რომლებსაც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო და იუნესკო უჭერენ მხარს.

ვიეტნამის ლანგშონის პროვინციაში გასულ წელს პირველი ე.წ. საბო (Sabo) კაშხალი გაუშვეს ექსპლუატაციაში. საბო კაშხალი, რომელიც იაპონლების შექმნილია, ძლიერი წვიმის დროს წყალს გადინების საშუალებას აძლევს, მაგრამ ლოდებსა და ნაშალს აკავებს. მდინარე ნამ-პამის მთელ აუზში 12 საბო კაშხლის ჩადგმა იგეგმება.

იაპონიის სტიქიური უბედურების პრევენციის სტრატეგია სამ მთავარ ფაქტორს ეყრდნობა, როგორებიცაა: დამცავი ნაგებობები, მიწათსარაგებლობის დაგეგემარება, ასევე ადრეული გაფრთხილებისა და ევაკუაციის სისტემები.

წყალდიდობების სიხშირით ცნობილ ნგეანის პროვინციაში, იაპონიასა და UNESCO-ს შორის შეთანხმების ფარგლებში, იაპონია ვიეტნამს ტექნიკურ მხარადჭერას სთავაზობს, რათა ქვეყანამ უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით გააუმჯობესოს საშიში ადგილების რუკაზე დატანა და ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვა. შეთანხმება ყურადღებას ამახვილებს განათლებაზეც, რათა მუდმივად უხსნიდნენ ხალხს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სტიქიის დროს. ამ პროექტიდან პირდაპირ სარგებელს დაახლოებით 15 ათასი ადამიანი მიიღებს, მათ შორის მოწაფეები და პედაგოგებიც.

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში ნარჩენი წყლის გადასამუშავებელი ახალი ქარხანა, რომელიც იაპონლების ტექნიკური და ფინანსური დახმარებით აშენდა, მილიონი ადამიანი დააკავშირა ნარჩენი წყლის გადამამუშავებელ ქსელთან.

ავტორი: სირილ ფურნერისი

დაკავშირებული ამბები
იაპონია ვიეტნამს სტიქიური კატაკლიზმების მართვაში ეხმარება პატარა მაიმუნი პანჩის დიდი ისტორია