ევროპაში მძვინვარე სითბური ტალღის ფონზე შვეიცარიის მყინვარებზე თოვლი და ყინული საგანგაშოდ სწრაფად დნება.
შვეიცარიაში მყინვარების მონიტორინგის ხელმძღვანელის თქმით, გასულ ზამთარში დაგროვილი თოვლი და ყინული, სავარაუდოდ, 29 ივნისისთვის მთლიანად გადნება.
მყინვარის ზომა ამ პროცესის დაწყებიდან ყოველდღიურად მცირდება.
მსგავსი გარდამტეხი მომენტი, 2022 წლის 26 ივნისს იყო.
როგორც წესი, ეს მოვლენა აგვისტოს შუა რიცხვებში იწყება.
დნობის პროცესის უფრო ადრე დაწყება შემაშფოთებელია, ექსპერტების თქმით, ვითარება საგანგაშოა, რადგან ქვეყნის მყინვარების ზომა უჩვეულოდ სწრაფად მცირდება.
მყინვარების უკან დახევა ევროპაში ტემპერატურის მატებისა და ზამთარში ნაკლები თოვლის შედეგია.
შვეიცარიის ალპებში მყინვარების უკან დახევის პროცესი 170 წლის წინ დაიწყო, თუმცა ბოლო ათწლეულებამდე შედარებით ნელი ტემპით მცირდებოდა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ მყინვარების საფარი ასეთი სისწრაფით გლობალური დათბობის გამო დნება.
