კატეგორიები

ეკო-მშენებლობა: სათბური აირების შემცირების ძალისხმევა

ეკო-მშენებლობა: სათბური აირების შემცირების ძალისხმევა
Copyright Euronews

ევროპულ ქალაქებში ტემპერატურის მატებასთან გასამკლავებლად პარიზში მწვანე  მშენებლობა და რემონტი განიხილება.

ივნისში ევროპაში უჩვეულოდ ძლიერი სიცხე იყო,  ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამასთან, საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, მხოლოდ საფრანგეთში გარდაცვალების 2000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს (EEA) ცნობით, შენობების მშენებლობა და მათში ცხოვრება ევროკავშირში სათბურის აირების გამოყოფის დაახლოებით 35%-ს შეადგენს.

ამ ფონზე, პარიზში მოღვაწე არქიტექტორი ადრიენ პულენი განმარტავს, თუ რატომ გამოყოფს ე.წ. მწვანე  მშენებლობა სათბურის აირებს გაცილებით ნელი ტემპით.

„მწვანე მშენებლობას აქვს დაბალი ნახშირბადის შემცველობის უპირატესობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოითხოვს გაცილებით ნაკლებ ენერგიას წარმოების პროცესში, ასევე გამოყენებულ მასალებში, რომლებიც ნაკლებ ტრანსპორტირებასა და ნაკლებ დამუშავებას მოითხოვს. ამიტომ ეს ხელს უწყობს პარიზის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას“. -ამბობს ეკოკონსტრუქტორი და არქიტექტორი, ადრიენ პულენი.

ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს (EEA) თქმით, შენობები ევროკავშირში ენერგიის მოხმარების 42%-ს შეადგენს, რომლის დიდი ნაწილი გათბობა-გაგრილებას ხმარდება, რაც შენობების დიზაინს ენერგიის დაზოგვის საკვანძო ფაქტორად აქცევს.

ერთი მაგალითია პარიზის გარეუბანში, ლე-შენე-როკენკურში, 2025 წელს აშენებული ბიბლიოთეკა, რომელიც კონდინციორების გარეშეც ივნისის სიცხის დროსაც კი მუშაობდა.

სიმონა-ვეილის ბიბლიოთეკის დირექტორი გაელ ლედორე-მონტიე გვესაუბრება, რა პირობებია შენობაში სიცხის დროს .

„როდესაც გარეთ 35/36 გრადუსამდე იყო ტემპერატურა, ჩვენ მოვახერხეთ შენობაში 23.5, 22.5 გრადუსის შენარჩუნება. თუმცა, კვირის განმავლობაში უპრეცედენტო სითბური ტალღის დროს, როდესაც ტემპერატურამ  41/42 გრადუსს მიაღწია, განსაკუთრებით შაბათ საღამოს, ჩვენთან 32 გრადუსი იყო. ეს ბევრია, მაგრამ მაინც დაახლოებით 10 გრადუსით დაბალი ტემპერატურა გვაქვს, ვიდრე გარეთ“. - აცხადებს ბიბლიოტეკის დირექტორი, გაელ ლედორე-მონტიე.

პულენის თქმით, მწვანე მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბარიერი ღირებულებაა, პროექტები ხშირად 15-20%-ით უფრო ძვირია, ვიდრე ტრადიციული მშენებლობა და ასევე ინდუსტრიის შესახებ ცოდნის ნაკლებობა.

„ეს ასევე ცოდნის ნაკლებობას უკავშირდება, რადგან ის მოითხოვს ყველა პროცესის ადაპტაციას კომპანიებისთვის. აქ არ არის ცემენტი, რომელიც ძალიან, ძალიან სწრაფად შრება, არც ჭანჭიკები, რომლებიც ხრახნით იჭირება, რაც ისედაც მაღალინდუსტრიულია და ა.შ. ეს ყველაფერი სწავლის პროცესია; ეს ნამდვილი გამოცდილებაა“. - აცხადებს ადრიენ პულენი.

პარიზის მერის მოადგილე საბინაო საკითხებში  აცხადებს, რომ 2020 წლიდან ქალაქი საზოგადოებრივი შენობების რემონტის დროს მხოლოდ ბიომასალის იზოლაციას იყენებს. თუმცა  დასძენს, რომ სახლის მესაკუთრეები კერძო რემონტის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენენ.

„რადგან კერძო საცხოვრებლების თითქმის 30% ცარიელი  ან მეორეული საცხოვრებლებისგან შედგება. ამიტომ ასეთი სახლების მფლობელები ერთგვარ სითბოს ხაფანგში არიან, ძირითადად პარიზის ცენტრის ძველ უბნებში, სადაც ბევრია ასეთი წერტილი. რადგან ისინი იქ არ ცხოვრობენ, ისინი არ უჭერენ მხარს მიმდინარე სამუშაოებს”. - განაცხადა პარიზის მერის მოადგილემ საბინაო და ეკოტრანზიციის საკითხებში, ჟაკ ბოდრიემ.

ბოდრიე ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებზე - ხეზე, ჩალაზე ან მიწისგან დამზადებულ პროდუქტებზე, გადასახადების დაახლოებით 5-5.5%-მდე შემცირებას გვთავაზობს, რათა ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო ხარჯები შემცირდეს.

ამასობაში, ევროკავშირი 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიების მქონე შენობების მშენებლობას ისახავს მიზნად.

თუმცა, ევროკავშირის მონაცემებით, ევროპის შენობების 75% ენერგოეფექტურია.

დაკავშირებული ამბები
ეკო-მშენებლობა: სათბური აირების შემცირების ძალისხმევა შვეიცარიის მყინვარები საგანგაშოდ სწრაფად დნება