კატეგორიები

საფრანგეთში სითბური ტალღის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში სითბური ტალღის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ევროპის უმეტეს ნაწილში რეკორდული სიცხეა. 24 ივნისიდან საფრანგეთში სითბური ტალღისა და მაღალ ტემპეტრატურასთან დაკავშირებული გართულებების გამო ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსახლეობა ყველაზე მეტად იმ ადგილებში დაზარალადა, სადაც განაგშის წითელი დონე მოქმედებს. გარდაცვლილთა 85 პროცენტი 65 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები არიან.

ბოლო პერიოდში საფრანგეთის ნაწილებში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარაბა რამაც, თავის მხრივ, გაზარდა ზეწოლა სამედიცინო სექტორსა და პირველადი დახმარების სამსახურებზე. 

გასულ კვირას ტემპერატურამ ევროპაში რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა და ძლიერი სიცხე იყო გერმანიაში, ჩეხეთში, უნგრეთსა და პოლონეთში. ხოლო ნიდერლანდებში, ბელგიასა და საფრანგეთში ტემპერატურამ ნელ-ნელა კლება დაიწყო.

 27 ივნისს შუადღისას გერმანიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა - 41.5 გრადუსი იყო. დანიის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში ტემპერატურამ 37 გრადუსს მიაღწია, რაც 1874 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მეცნიერები აცხადებენ, რომ განმეორებითი სითბური ტალღები  გლობალური დათბობის ნიშანია, რომელიც გამოწვეულია ადამიანის მიერ წიაღისეული საწვავის გამოყენებით. მათ თქმით, ასეთი კლიმატური მოვლენები უფრო ხშირი, ხანგრძლივი და ინტენსიური გახდება.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთში სითბური ტალღის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატს შთამბეჭდავი მოგებით იწყებს