კატეგორიები

საბერძნეთი მომდევნო ორი წლის განმავლობაში კოსმოსში ადამიანის გაგზავნას აპირებს

საბერძნეთი მომდევნო ორი წლის განმავლობაში კოსმოსში ადამიანის გაგზავნას აპირებს
რამდენიმე წლის წინ, როდესაც ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ეპიცენტრში და „გრექსიტის“ პირას იყო, ცოტას თუ სჯეროდა, რომ საბერძნეთი ერთ დღეს კოსმოსში ადამიანს გაგზავნიდა. თუმცა ახლა ეს რეალობად იქცევა.

ადრიანოს გოლემისის გაშვება მომდევნო ორი წლის განმავლობაშია მოსალოდნელი. მისია სამ კვირამდე გაგრძელდება. ეს საბერძნეთის ახალი ეროვნული კოსმოსური სტრატეგიის ნაწილია, რომელიც 2035 წლამდე განვითარებას ისახავს მიზნად.

„რაც შეეხება ამ მისიის სიმბოლურ მნიშვნელობას, მეტის თქმა არ მსურს. თუმცა, გულწრფელად მინდა, რომ ადრიანოსმა, რომელიც ამ დიდ პასუხისმგებლობას აიღებს, უპირველეს ყოვლისა, სკოლებში ახალგაზრდებს აუხსნას, თუ რატომ არის კოსმოსი მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, რომ ის შთაგონების წყარო იქნება იმ თაობისთვის, რომელიც იმედს ეძებს გარემოში, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ძალიან პირქუშად გამოიყურებოდეს. ვფიქრობ, ყველამ ვნახეთ, თუ რა ინტერესით ადევნებდა თვალყურს მსოფლიო საზოგადოება „არტემისის“ მისიას. მე მჯერა, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის შესანიშნავი მომენტი და ჩვენი ერისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ვადებში საბერძნეთს ეყოლება თავისი პირველი ასტრონავტი“. - ამბობს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი.

„მე ახლა უდიდეს სიხარულს, პატივსა და პასუხისმგებლობას ვგრძნობ. პასუხისმგებლობა გამომდინარეობს იქიდან, რაც თქვენ თქვით. როცა მისია გაქვს, ის ქვეყნის სასიკეთოდ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ მომავალი თაობისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. რა არის ჩვენი მიზანი? უნდა მოვძებნოთ გამოსავალი, თუ რა მუშაობს უკეთ მომავალი თაობისთვის. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი მიზნების მისაღწევად გვჭირდება გეგმა. მიზანი საკმარისი არ არის, ჩვენ გვჭირდება გეგმა და შეუპოვრობა.  გვჭირდება ნდობა ჩვენი შესაძლებლობების მიმართ და, რაც მთავარია, გუნდური მუშაობა“. - განაცხადა ბერძენმა ექიმი და მომავალმა ასტრონავტმა, ადრიანოს გოლემისმა.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა იოზეფ აშბახერმა საბერძნეთს ევროპული კოსმოსური პროგრამის წარმატება მიულოცა და გამოაცხადა საბერძნეთის მთავრობის განზრახვა, რომელიც კომერციულ კოსმოსურ ფრენებს ითვალისწინებს.

„საბერძნეთის მოთხოვნით, ევროპის კოსმოსური სააგენტო მხარს დაუჭერს საბერძნეთის მოქალაქეებისთვის სამომავლო მოკლევადიანი კომერციული კოსმოსური ფრენების შესაძლებლობების შესწავლას ევროპის ასტრონავტების პოლიტიკისა და ESA-ს დახმარებით“. - ამბობს ევროპის კოსმოსრი სააგენტოს გენერალური დირექტორი, იოზეფ აშბახერი.

დაკავშირებული ამბები
საბერძნეთი მომდევნო ორი წლის განმავლობაში კოსმოსში ადამიანის გაგზავნას აპირებს ესპანეთში შექმნეს ძრავა, რომელიც მთლიანად სუფთა წყალბადზე მუშაობს