კატეგორიები

F ჯგუფიდან პლეი ოფში ნიდერლანდების, იაპონიისა და შვედეთის ნაკრებები გავიდნენ

F ჯგუფიდან პლეი ოფში ნიდერლანდების, იაპონიისა და შვედეთის ნაკრებები გავიდნენ
სიურპრიზების გარეშე ჩაიარა F ჯგუფის დასკვნითმა შეხვედრებმა. ჯგუფის ლიდერმა და მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა ნიდერლანდების ნაკრებმა ტუნისი დამაჯერებლად 3-1 დაამარცხა. კანზასში კოკისპირული წვიმის მიუხედავად „ეროუჰედის” სტადიონზე 70 000-მდე გულშემატკივარი შეიკრიბა.

„ადრე „ეროუჰედის” სტადიონზე „კანზას სიტი ჩიფსის” თამაშზე ვიყავი. აქ ამერიკული ფეხბურთის მატჩი მინაცავს, მაგრამ იმავე სტადიონზე ჩემი ქვეყნის ნაკრების ხილვა, თან იმ სპორტში, რომელსაც ბავშვობიდან ვუყურებდი, საოცარი გამოცდილებაა. ეს მართლაც შესანიშნავი იყო. საუცარი გულშემატკივრები იყვნენ, როგორც ჰოლანდიელი, ამერიკელი ისე ტუნისელი ქომაგები. აქ ყოფნა ნამდვილი საჩუქარი იყო. ეს ძალიან განსაკუთრებული მომენტია, ძალიან ვისიამოვნე. მიხარია, რომ ჩემს ამერიკელ მეუღლეს გავაცანი ეს ჩვენი კულტურა, ნიდერლანდელი გულშემატკივრები, „ნარინჯისფერი მარში“. ყველაფერი შესანიშნავი იყო. როგორც ჩანს, მაროკოს შევხვდებით. ძალიან კარგი მატჩი იქნება. ძლიერი გუნდია. მაინტერესებს მათ წინააღმდეგ როგორ ვითამაშებთ“, - ამბობს ნიდერლანდების გულშემატკივარი იორან ტეიემა.

შეხვედრაში ნიდერლანები საწისი წუთებიდანვე დომინირებდა. რონალდ კუმანის გუნდმა სწრაფი გოლი მე-3 წუთზე გაიტანა, როდესაც ტუნისის ფეხბურთელმა ელიეს სხირიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ეს მიმდინარე მუნდიალზე მე-12 ავტოგოლია, რაც მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგია. 12 ავტოგოლი გავიდა 2018 წლის მუნდიალზეც. ნიდერლანდებმა მეორე გოლი მალევე გაიტანა, კერძოდ თავური დარტყმით უპირატესობა ორამდე ბრაიან ბრობიმ გაზარდა. მეორე ტაიმში ერთი გოლის გატანა ტუნისის შემადგენლობაში მასტურიმ შეძლო. საბოლოო ანგარიში კი იან პაულ ვან ჰეკემ დააფიქსირა.

1/16 ფინალდში ნიდერლანდების ნაკრები მაროკოს დაუპირისპირდება ნიდერლანდების გუნდის კაპიტანი ვირჯილ ვან დეიკი მაროკოსთან რთულ შეხვედრას ელის.

„მათ პრობლემები შეუქმნეს ყველა გუნდს, ვისაც ბოლო წლებში შეხვდნენ. ჩემი აზრით, შესანიშნავი გუნდია. ეს რთული მატჩი იქნება. პირველ რიგში, თამაშების მოგების მთავარი საფუძველი  გოლის არ გაშვებაა. ჩვენ კი აქამდე ყველა მატჩში გავუშვით გოლი და ეს უნდა გამოვასწოროთ. ჩემთვის მთავარი სწორედ ესაა, რადგა გოლების გატანა რა თქმა უნდა გვეხმარება“, - ამბობს ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელი, ვირჯილ ვან დეიკი.

„ვფიქრობ, რომ კარგი თამაში იქნება. მაროკოს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ჩვენც არანაკლები გუნდი ვართ, ასე რომ, საინტერესო მატჩი გამოვა. არ ვიცი მეოთხედფინალში რა იქნება. ჩვენ ბრაზილიასთან არ ვთამაშობთ, ასე რომ ახლა ამაზე ფიქრი დიდად არ მაწუხებს“, - ამბობს ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელი, ფრენკი დე იონგი.

F ჯგუფის მეორე შეხვედრაში იაპონიის ნაკრები შვედეთს დაუპირსიპირდა. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა და შესაბამისად პლეი ოფის საგზური ორივე გუნდმა მოიპოვა. იაპონიის ნაკრები 5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და 1/16 ფინალში ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს ბრაზილიას დაუპირისპირდება. შვედეთის ნაკრები კი 4 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და 8 საუკეთესო მესამეადგილოსანს შორისაა.

დაკავშირებული ამბები
F ჯგუფიდან პლეი ოფში ნიდერლანდების, იაპონიისა და შვედეთის ნაკრებები გავიდნენ ეკვადორმა გერმანიას თამაში შემოუტრიალა და „პლეი ოფში“ გავიდა