კატეგორიები

ირან-ერაყის ურთიერთობები და ალი ხამენეის დაკრძალვა

ირან-ერაყის ურთიერთობები და ალი ხამენეის დაკრძალვა
ირანისა და ერაყის საგარეო საქმეთა მინსიტრებმა კვირას ბაღდადში შეხვედრა გამართეს და ორ ისლამურ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობასა და ირანის ომზე ისაუბრეს.

ამავდროულად, მათ აშშ-სა და ისრაელის იერიშების დაწებისთანავე მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიის საორგანზაციო საკითხები განხილეს.

ერაყის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ინიციატივაზე, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისთვის რეგიონის რვა სახელმწიფოს - სპარსეთის ყურის ქვეყნებს, ირანსა და ერაყს შორის დიალოგს ითვალიწინებს. ბაღდადი მზადაა ამას თავად უმასპინძლოს.

ირანისა და ერაყის საგარეო საქმეთა მინსიტრებმა კვირას ბაღდადში შეხვედრა გამართეს და ორ ისლამურ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობასა და ირანის ომზე ისაუბრეს. ამავდროულად მათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის იერიშების დაწებისთანავე მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიის საორგანზაციო საკითხები განხილეს.

აბას არაღჩიმ ფუად ჰუსეინთან ერთად გამართულ პრეზსკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანი ერაყის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის მზადაა როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ისე კულტურული და სხვა მიმართულებებით. მანვე განაცხადა, ვაშნგტონისა და თელ-ავივიც მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა რეგიონის ყველა ქვეყანას ასწავლა მნიშვნელოვანი გაკვეთილები და თქვა, რომ ახლა რეგიონული უსაფრთხოების გადაფასების დროა.

„მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, როგორც წინა მთავრობებთან, ერაყის ახალ მთავრობასთანაც გავაფართოოთ თანამშრომლობა - ყველა მიმართულებით: პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების, კულტურულ და სხვა სფეროებში. დღეს შეხვედრაზე ამას ერაყის პატივცემულ პრემიერ-მინისტრს პირადად განვუცხადებ და მას პრეზიდენტისა და, რა თქმა უნდა, უზენაესი ლიდერის მილოცვებსაც გადავცემ.

ჩემი ვიზიტის მესამე მიზანი ბაღდადში, კადიმიაში, ქარბალასა და ნაჯაფში ირანის წამებული ლიდერის წმინდა სხეულის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიასთან დაკავშირებული საჭირო კოორდინაციის უზრუნველყოფაა. ამ სამგლოვიარო მსვლელობაში მონაწილეობისთვის მილიონობით ერაყელმა გამოთქვა მზადყოფნა. მათ ეს მოითხოვეს. და საბოლოოდ, ერაყის მთავრობის გონივრული გადაწყვეტილებისა და სანაქებო კოორდინაციის შედეგად გადაწყდა, რომ წმინდა ცხედრის სამგლოვიარო პროცესია ერაყის ქალაქებში, წმინდა სალოცავებთან გაიმართება.

ასევე, განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოება  და უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურა. ბოლო ომმა რეგიონის ყველა ქვეყანას ასწავლა მნიშვნელოვანი გაკვეთილები. მჯერა, რომ ახლადჩამოყალიბებული მიდგომის პირობებში სპარსეთის ყურის მნიშვნელოვანი რეგიონის უსაფრთხოება რეგიონის ყველა ქვეყანამ უნდა გადააფასოს. საჭიროა შევიმუშაოთ ახალი ჩარჩო, რომელიც რეგიონის ყველა სახელმწიფოს მოიცავს და ნებისმიერი სხვა ქვეყნის ჩარევისგან თავისუფალი იქნება“, - თქვა აბას არაღჩიმ.

თავის მხრივ ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის გაფორმებული შეთანხმების სისრულეში მოყვანის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მანვე ისაუბრა ინიციატივაზე, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისთვის რეგიონის რვა სახელმწიფოს - სპარსეთის ყურის ქვეყნებს, ირანსა და ერაყს შორის დიალოგს ითვალიწინებს. ბაღდადი მზადაა ამას თავად უმასპინძლოს.

„ვრცლად განვიხილეთ ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე მოვლენები. ხაზი გავუსვით ამერიკულ და ირანულ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობას, რათა ჰორმუზის სრუტე გაიხსნას და ირანის წინააღმდეგ დაწესებული საზღვაო ბლოკადა შეჩერდეს.

ერაყიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, განსაკუთრებით ნავთობის ექსპორტის თვალსაზრისით. სამხედრო ოპერაციებმა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ სხვა მიზეზებთან ერთად ერაყული ნავთობის ექსპორტს შეუშალა ხელი, რამაც ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე სერიოზული გავლენა იქონია.

რეგიონმა თავად უნდა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და ამისთვის სხვადასხვა ფორმატის შექმნა შესაძლებელია. ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც განვიხილეთ, რვა ქვეყნის შეხვედრის განახლებაა: სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, ირანის ისლამური რესპუბლიკა და ერაყის რესპუბლიკა. ერაყი მზად არის ამ ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლოს, რათა მათ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივად იმსჯელონ“, - თქვა ფუად ჰუსეინმა.

ინიციატივა მოიწონა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მან განაცხადა, ირანი ამ საკითხზე ერაყის მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზადაა და რეგიონის ქვეყნებთან დიალოგს მიესალმება.

დაკავშირებული ამბები
მიწისძვრებისას მზარდი მსხვერპლის ფონზე, ვენესუელა 68 000-ზე მეტი დაკარგულის შესახებ იუწყება აშშ და ირანი თავდასხმების დროებით შეჩერებაზე შეთანხმდნენ, მხარეები კატარში სამშაბათს შეხვდებიან