კატეგორიები

აშშ და ირანი თავდასხმების დროებით შეჩერებაზე შეთანხმდნენ, მხარეები კატარში სამშაბათს შეხვდებიან

აშშ და ირანი თავდასხმების დროებით შეჩერებაზე შეთანხმდნენ, მხარეები კატარში სამშაბათს შეხვდებიან
აშშ-ი და ირანი  იერიშების დროებით შეჩერებასა და კატარში შეხვედრაზე შეთანხმდნენ- ჰორმუზის სრუტის ფუნქციონირების ირგვლივ არსებული დავის გადასაწყვეტად.


შექმნილი ესკალაციის განსამუხტად დელეგაციები დოჰაში სამშაბათს შეხვდებიან და ასე შეეცდებიან ჯერ ისევ სუსტი პირველადი შეთანხმების დაცვას, რომელიც 17 ივნისს გაფორმდა და 60 დღის განმავლობაში სამხედრო დაპირისპირების სრულად დასრულებას ითვალისწინებდა. მასშივე განისაზღვრა, რომ თეირანს ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემებისთვის მიმოსვლის საშუალება უნდა მიეცა, ვიდრე ვაშინგტონი მას საზღვაო ბლოკადას შეუჩერებდა პორტებში.

კატარში დაქტმულ შეხვედრას რამდენიმედღიანი სამხედრო ესკალაცია უძღოდა წინ, რომელმაც მხარეების მიერ ხელმოწერილ მემორანდუმს ჩრდილი მიაყენა, კერძოდ უქმეებზე აშშ-მა ირანის სამიზნეებზე იერიშები ისევ განახორციელა, როგორც მოგვიანებით იტქვა „კომეპრციულ გემებზე ნაგრძობადი აგრესიის პასუხად“,  ირანმა ამ დარტყმებს აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიშებით უპოასუხა ქუვეითსა და ბაჰრეინზე,რასაც ნგრევა მოჰყვა.

„როგორც თავიდანვე ვამბობდით, მოწინააღმდეგის ნდობა არ შეიძლება, ის  შეთანხმებებს არ იცავს და მოლაპარაკებების ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია პროვოკაციულ ქმედებებს მიმართოს. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ მტრის ნებისმიერ ქმედებას პასუხი გავეცით და კვლავაც გავცემთ. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ თუ მოწინააღმდეგე კიდევ ერთხელ დაარღვევს საკუთარ ვალდებულებებს ან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ჩვენი პასუხი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, ჩვენი პასუხი უფრო ძლიერი იქნება“ - აღნიშნა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრესსპიკერმა, ჰოსეინ მოჰებიმ.

შაბათს დონალდ ტრამპმა გაიმეორა მუქარა ტოტალური სამხედრო მოქმედებების შესახებ ირანში, თუ დათქმულ დროში ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა სრულფასოვნად არ აღდგებოდა, თან დააზუსტა, რომ ირანი აღარ იარსებებდა თუ აშშ-ს იშულებულს გახდიდა   ომი გაეგრძელებინა. საგულისხმოა, რომ გასულ კვირას შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებებისას დელეგაციები ცხელი ხაზის ამოქმედების შესახებ შეთანხმდნენ, რომელსაც ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის უზრუნველყოფა დაევალებოდა.კომუნიკაცია და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და აშშ-სს მხარეს შორის უნდა მომხდარიყო, თუმცა მედია წერს, რომ კვირას ეე ხაზი ჯერ ისევ უმოქმედო იყო.

_**„პრეზიდენტის მოთმინება სამუდამოდ არ გასტანს. მოლაპარაკებები გრძელდება, მათ შორის ტექნიკურ დონეზე  განიხილება იმის უზრუნველყოფა, რომ ირანმა არასოდეს შექმნას ბირთვული იარაღი. თუმცა ირანმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი გავლენის ბერკეტები დღითი დღე სუსტდება. სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები აქტიურად ქმნიან ჰორმუზის სრუტის ალტერნატიულ მარშრუტებს. არაბთა გაერთიანებული საამიროები ნავთობის ტრანსპორტირებას გაფართოებული მილსადენით ახორციელებენ, ხოლო საუდის არაბეთიც აფართოებს საკუთარ ნავთობსადენს. ჩვენც შევცვლით რეგიონში ჩვენი სამხედრო ბაზირების სტრატეგიას , ზოგი ობიექტი დამატებით იქნება გამაგრებული, ნაწილი მიწისქვეშ განთავსდება, ზოგი კი სხვა ადგილას გადაინაცვლებს. შესაბამისად, ბერკეტები, რომლებიც ირანს დღეს ჰგონია, რომ აქვს, სულ უფრო სწრაფად კარგავს ძალას. ირანს არჩევანის გაკეთება მოუწევს. მას შეუძლია პასუხისმგებლიანი სახელმწიფო გახდეს, ან გააგრძელოს ეს გზა, რომელიც სრულ განადგურებამდე მიიყვანს. და არავის ეგონოს, რომ პრეზიდენტი ტრამპი მიზნის მისაღწევად რომელიმე ვარიანტს გამორიცხავს. ეს მხოლოდ ჩვენი მიზანი არ არის, ეს მთელი მსოფლიოს მიზანია: რომ ირანს არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღი“-**აღნიშნა_აშშ-ის ელჩმა გაეროში, მაიკ უოლცმა.

დიპლომატიური წყაროების თანახმად თავდაპირველად მხარეებს შორის სამშაბათს დათქმული ახალი შეხვედრის ჩატარება შვეიცარიაში იგეგმებოდა და ადგილზე ბირთვული საკითხიც უნდა განხილულიყო, თუმცა საშიში სამხედრო კონფორნტაციის შემდეგ ცვლილებები შევიდა როგორც შეხვედრის ადგილში, ისე დღის წესრიგშიც. დოჰაში შეხვედრა ამჯამად ორივე მხარეს დადასტურებული აქვს.

დაკავშირებული ამბები
მიწისძვრებისას მზარდი მსხვერპლის ფონზე, ვენესუელა 68 000-ზე მეტი დაკარგულის შესახებ იუწყება აშშ და ირანი თავდასხმების დროებით შეჩერებაზე შეთანხმდნენ, მხარეები კატარში სამშაბათს შეხვდებიან