რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა. დრონებისა ბალისტიკური რაკეტების თავდასხმების შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ზაპორიჟიასა და სუმის ოლქებში.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი. ადგილზე მაშველები დაზიანებული შენობებს წმენდენ და მოსახლეობის დახმარებას უწევენ.
სუმის ოლქში დრონი ავტოსადგომს დაეცა. ხანძარი გაუჩნდა ერთ მსუბუქ ავტომობილს, დაზიანდა დაახლოებით ათი მანქანა. უკრაინელი სამართალდამცველების ცნობით, გასული დღის განმავლობაში რეგიონზე მიტანილი იერიშების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.
პოლიციის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სუმის ოლქი მართვადი საავიაციო ბომბებით, დრონებით, არტილერიითა და ნაღმმტყორცნებით დაბომბეს.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, პარასკევს ღამით რუსეთმა ქვეყნის მიმართულებით 189 დრონი და შვიდი „ისკანდერ-ემის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 174 დრონი გაანეიტრალეს და ოთხი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, 11 დამრტყმელმა დრონმა და სამმა ბალისტიკურმა რაკეტამ 12 სხვადასხვა სამიზნემდე მიაღწია. თავდასხმების შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები. ადგილზე გრძელდება სამაშველო და აღდგენითი სამუშაოები.
