ნატოს ლიდერების სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე გენერალური მდივანი,მარკ რუტე ვაშინგტონს ეწვია. აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას მას კიდევ ერთხელ მოუხდა დონალდ ტრამპის პრეტენზიების მოსმენა იმის თაობაზე, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მას იმედები გაუცრუა.
თეთრ სახლში დღემდე თვლიან, რომ ირანში მიმდინარე სამხედრო კამპანიის დროს ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა მას ზურგი აქციეს. ეს იმიტომ, რომ ალიანსის წევრების ნაწილი ახლო აღმოსავლეთში მორიგი კონფლიქტის წამოწყების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი და თანამონაწილეობაზეც უარი თქვეს, იმ ფონზე, როდესაც ბევრი იმის თაობაზე გაფრთხილებულიც კი არ ყოფილა, რომ ვაშინგტონი ირანთან ომს აპირებდა.
„მე მხოლოდ მათი ლოიალობა მსურს, ჩვენ არ გვსურს მათი ფული ან რამე სხვა. მსოფლიოში უძლიერესი სამხედრო ძალა ვართ, თუმცა მე მინდა დავინახო მათგან ერთგულება. თავად ჩვენ ერთგული ვართ, ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით მათთვის, ათასობით სამხედრო გვყავს წარმოდგენილი მთელს ევრობაში, მხოლოდ გერმანიაში 50 000 მათგანი. ამის ფონზე გვჭირდება საპასუხო ნაბიჯების დანახვაც, ბევრს არ ვითხოვთ“- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
ნატოს გენერალური მდივანი შეეცადა მისთვის ნაცნობი გაცხადებების პასუხად ატლანტის ოკეანის მეორე მხარის პოზიცია წარმოადგინა და დონალდ ტრამპს ევროპელების ხედვა გააცნო. ასე შეეხო საჰაერო ბაზების საკითხს, რაც გახდა კიდეც სალაპარაკო თემა,მას შემდეგ რაც ჯერ დიდმა ბრიტანეთმა, მოგვიანებით კი ესპანეთმა და იტალიამ აშშ-ს უარი უთხრეს სამხედრო მიზნებისთვის მათ გამოყენებაზე. სამხედრო ოპერაციაში ჩართვაზე უარი თქვა საფრანგეთმაც. ირანში ომში აშშ-ს სტრატეგიას აკრიტიკებდა ბერლინიც. ამას მოჰყვა დონალდ ტრამპის თავდასხმები ამ ქვეყნების ლიდერებზე.
**„ვიცი, რომ არსებობს დავა იმასთან დაკავშირებით, საკმარისად დაგიდგნენ თუ არა გვერდში ევროპელები ირანთან ომის დროს. ვიცი ასე ფიქრობთ და ამით გაღიზიანებულიც ხართ, მაგრამ მე მხოლოდ ერთი რამის თქმა მსურს, როდესაც შეხედავთ ციფრებს, ნახავთ, რომ ამ ომის მიმდინარეობის მთელი 6 კვირის განმავლობაში ოთხიდან ხუთი ათასამდე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი სწორედ ევროპული საჰაერო ბაზებიდან აფრინდა. მაგალითად რუმინეთში, ბუქარესტის აეროპორტს კომერციული ფრენების მიღებასა და მომსახურებაზე დროებით უარის თქმა სწორედ იმიტომ მოუხდა, რომ თქვენი საჰაერო ტანკერის აფრენა უზრნველეყო. ვიცი, რომ იყო ცალკეული შემთხვევებიც, რომლებმაც ნამდვილად გაგიცრუათ იმედი, მაგრამ, ზოგადი სურათი ასეთაი, რომ თქვენი ევროპელი მოკავშირეები თქვენს გვერდით იდგნენ“-**უპასუხა დონალდ ტრამპს მარკ რუტემ.
მარკ რუტეს ამ განცხადებისგან დისტანცირება მალევე მოახდინა რომმა, სადაც თქვეს, რომ ამგვარი ნათქვამი არასწორ აღქმას აჩენს. იტალიის თავდაცვის უწყებაში დააზუსტეს, რომ იტალიამ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებს მხოლოდ ტექნიკური და ლოგისტიკური დახმარება გაუწია,რაც არსებული შეთანხმებით იყო გათალისწინეული. სამხედრო დახმარებაზე უარი კი დონალდ ტრამპს ჩანს არ დაუვიწყებია და რამდენიმე კვირის თავზე იტალიის პრემიერს-ჯორჯა მელონის სიტყვიერად დაესხა თავს. მიიღო პასუხიც.
თავად მარკ რუტესა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრაზე, მხარეებმა ერთმანეთი მეგობრებად მოიხსენიეს, შეაფასეს ირანის ომის შედეგები ტრანსატლანტიკური უსაფრტხოებისთის, უკრაინის წინსვლა ფრონტის ხაზზე და ანკარაში დაგეგმილი ლიდერების სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები.ეს ყველაფერი კი თეთრ სახლში მარკ რუტეს პრეზენტაციის თანხლებბით, სადაც მან დონალდ ტრამპის მიღწევებზე ისაუბრა.
