კატეგორიები

ეკვადორმა გერმანიას თამაში შემოუტრიალა და „პლეი ოფში“ გავიდა

ეკვადორმა გერმანიას თამაში შემოუტრიალა და „პლეი ოფში“ გავიდა
ეკვადორის ნაკრებმა გერმანიას თამაში შემოუტრიალა და გამარჯვებით ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდა. გადამწყვეტ მესამე ტურამდე E ჯგუფში უკვე პირველი ადგილი გერმანიის ნაკრებს განაღდებული ჰქონდა, თუმცა მეორე და მესამე ადგილზებისთვის ეკვადორის, კოტ-დ'ივუარისა და კურასაოს ნაკრებები იბრძოდნენ.

1/16 ფინალში გასასვლელად ეკვადორის ნაკრებს გერმანიის დამარცხება სჭირდებოდათ. „ლა ტრიმ“ ეს სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

ეკვადორის დედაქალაქ კიოტოში ათასობით ეკვადორელი გულშემატკივარი თამაშ ქალაქში სპეციალურად დამონტაჟებულ ეკზრანზე ადევნებდა თვალს. გულშემატკივრების თქმით ისინი ფეხბურთელებით და ამ ისტორიული გამარჯვებით ამაჯობენ.

„ჩვენ, ეკვადორელებს, არასდროს დაგვიკარგავს რწმენა. სებასტიან ბეკასესემ მიერ გაკეთებული ცვლილებები საუკეთესო გზა გამოდგა, რომ ეკვადორს იმისთვის მიეღწია, სადაც ახლა ვართ, შემდეგ ეტაპზე“, - ამბობს ეკვადორელი გულშემატკივარი, მარჯორი რიოსი.

„ყველაფრის მიუხედავად და ყველას მოლოდინების საპირისპიროდ, ეკვადორმა გაიმარჯვა. სიმამაცის წყალობით, ჩვენ 32-გუნდიან პლეი-ოფში ვართ. დღეს ისტორიული დღეა, ისტორიული. დღეს ჩვენ მოვიგეთ, დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ“, - ამბობს ეკვადორელი გულშემატკივარი, ომარ გერერო.

წაგების მიუხედავად გერმანიის ნაკრებმა ჯგუფში 6 ქულით პირველა ადგილი მაინც დაიკავა. შესაბამისად, მატჩის შემდგომ გემანელი გულშემატკივრები მარცხით დიდად გულდაწყვეტილები არ იყვნენ და ეკვადორსა და მის გულშემატკივრებს ისტორიული გამარჯვება მიულოცეს.

„შესანიშნავი ატმოსფერი იყო. შესანიშნავი იყვნენ გერმანელი გულშემატკივრები, მაგრამ ევკადორელი ქომაგები... ისინი გაცილებით მეტნი იყვნენ, შესაბამისად უფრო ხმაურიანებიც. მათ შესანიშნავი სლოგანი ჰქონდათ „დიახ, ეს შეგვიძლია“. დღევანდელ შეხვედრაშიც სწორედ ეს იგრძნობოდა“, - ამბობს გერმანიის გულშემატკივარი, კრისტიან შინდლერი.

შეხვედრა ეკვადორისთვის ყველაზე ცუდი სცენარით დაიწყო, როდესაც მეორე წუთზე გერმანელმა ლეროი სანემ გერმანელები დააწინაურა. თუმცა, ამის მიუხედავად ეკვადორელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს. ჯერ პირველ ტაიმში ნილსონ ანგულომ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმში 77 წუთზე გონზალო პლატამ გამარჯვების გოლი გაიტანა და ეკვადორი 1/16 ფინალის საგზური მოუტანა.

„გამარჯვება უდიდეს სიხარულს მანიჭებს. ჩემი პირველი ინტერვიუ თქვენთან მქონდა, როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, და მაშინ გითხარით ჩემი ოცნების შესახებ. დღეს ეს ოცნება ავისრულე. პირველივე მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანით ძალიან ამაყი ვარ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩემი ოჯახიც აქ არის. ეკვადორელ ხალხს ეს ნამდივლად სჭირდებოდა, განსაკუთრებით მათ, ვინც აქ ჩვენს საქომაგოდ ჩამოვიდა და ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგა. მათ ეს ყველაზე მეტად დაიმსახურეს. ამიტომ, პირველ რიგში, ძალიან ბედნიერები ვარ, რომ ეკვადორელ ხალხს ეს სიხარული მივანიჭეთ“, - ამბობს ეკვადორის ნაკრების ნახევარმცველი: ნილზონ ანგულო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლის გატანა შეძლო.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ორი ძალიან რთული მატჩის ჩავატარეთ. ალბათ ცოტა განსხვავებული სიტუაცია იყო, რადგან წინა შედეგებს არ ველოდით, მაგრამ საკუთარი თავის და იმ სათამაშო გეგმის რწმენა შევინარჩუნეთ, რომელზეც მთელი ამ დროის განმავლობაში ვმუშაობდით. ძალიან მიხარია, როგორ დასრულდა ეს მატჩი. ვფიქრობ, გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და საჭირო მომენტში შეძლო თავის გამოჩენა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პირველი გოლი გავუშვით, რაც ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო. ჩვენ ხასიათი და გამარჯვებისთვის საჭირო ბრძოლის, წინსვლის ჟინი და გამბედაობა ვაჩვენეთ“, - ამბობს ეკვადორის ნაკრების მცველი, ვილიან პაჩო.

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა აღიარეს, რომ თამაშით გამარჯვებას ეკვადორი იმსახურებდა და თქვეს, რომ გერმანიას თამაშის ხარისხის გამოსწორება მმართებს.

„ატმოსფერო შესანიშნავი იყო. რა თქმა უნდა იგრძნობოდა, რომ აქ ძალიან ბევრი ეკვადორელი გულშემატკივარი იყო. დღეს განსხვავება ის იყო, რომ მეტოქეს ჩვენზე მეტად სურდა გამარჯვება. ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმში იგრძნობოდა. სწორედ ამიტომ მოიგეს დღეს. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს“, - ამბობს გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი, იოზუა კიმიხი.

გერმანიისა და ეკვადორის ნაკრებებთან ერთად E ჯგუფში პლეი ოფის საგზური მოიპოვა კოტ-დ'ივუარის ნაკრებმაც, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში დებიუტანტი კურასაოს ნაკრები 2-0 დაამარცხა და ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

დაკავშირებული ამბები
ეკვადორმა გერმანიას თამაში შემოუტრიალა და „პლეი ოფში“ გავიდა ვინი ჟუნიორის ლიდერობით ბრაზილიის ნაკრები ფორმაში შედის