კატეგორიები

დაძაბული პერიოდის შემდეგ იტალია და საფრანგეთი ურთიერთობებს აღრმავებენ

დაძაბული პერიოდის შემდეგ იტალია და საფრანგეთი ურთიერთობებს აღრმავებენ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა იტალიის პრემიერ ჯორჯა მელონის უმასპინძლა. მთავრობათაშორისი თანამშრომლობის 36-ე სამიტზე სტრუქტურული და სავაჭრო ურთიერთობების შესახებ შეთანხმებსას მოეწერა ხელი და ფრანგულ-იტალიურ ურთიერთობებში დაძაბული პერიოდის შემდეგ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება გაფორმდა.

სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იტალიის რემიერ-მინისტრმა  ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საფრანგეთი იტალიაში კვლავ უმსხვილეს უცხოელ ინვესტორად რჩება და რომ ორმხრივმა ვაჭრობამ ქვეყნებს შორის გასულ წელს ისტორიულ ნიშნულს მიაღწია.

ჯორჯა მელონიმ ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერაზეც. მანვე  განაცხადა, რომ საფრანგეთი და იტალია შექმნიან კოალიციას, რომლის მიზანიც ლიბანის მხარდაჭერა იქნება მას შემდეგ, რაც წლის ბოლოს გაეროს დროებითი ძლაების მისია ქვეყანას დატოვებს.

ამასთან, მას შემდეგ, რაც ნატოს გენრალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ამერიკულმა ავიაციამ იტალიაში არსებული ბაზები გამოიყენა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ირანთან ომში მონაწილეობა კიდევ ერთხელ უარყო და მიანიშნა, რომ სხვა შემთხვევაში დონალდ ტრამპი იტალიით ასეთი უკმაყოფილო არ იქნებოდა.

„რა თქმა უნდა, გვსურს ჩვენი ფართო ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად მუშაობა გავაგრძელოთ. 2025 წელს ორმხრივმა ვაჭრობამ რეკორდულ ნიშნულს - 112 მილიარდ ევროს გადააჭარბა. და საფრანგეთი კვლავ რჩება იტალიაში უმსხვილეს უცხოელ ინვესტორად. თუმცა, მოკლედ რომ ვთქვა, ვფიქრობ, უკეთესი შედეგების მიღწევა ამ მიმართულებითაც ყოველთვის შეგვიძლია.

ჩვენ ჩვენი წვლილის შეტანას გავაგრძელებთ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობასა, და უპირველეს ყოვლისა, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფაში, რაც ყველასთვის სტრატეგიული პრიორიტეტია. ამაზე ვმუშაობთ, და მათ შორის ნატოს მოახოოებული სამიტის კონტექსტშიც განვიხილავთ. გარდა ამისა, ღაზაში და დასავლეთ სანაპიროზე არსებული დრამატული ვითარება ჩვენთვის კვლავ ჩვენი ყურადღების ცენტრშია, თუმცა ასევე ვაკვირდებით ლიბანში მიმდინარე კრიზისსაც, სადაც იტალიასა და საფრანგეთს ნამდვილად შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება. ეს ორი ქვეყანა ყოველთვის მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგული იყო.

ჩვენ ირანის კონფლიქტში მონაწილეობა არ მიგვიღია. სხვათა შორის, მონაწილეობა რომ მიგვეღო, მაპატიეთ, ის, ასე ვთქვათ, იმედგაცრუება, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი გამოხატავს ხოლმე, აუცხსნელი იქნებოდა. როგორც იცით, ჩვენ ბევრჯერ ვეცით პატივი ჩვენს ვალდებულებებს და ბაზები ხელმისაწვდომი გავხადეთ ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც სამხედრო დარტყმებს არ უკავშირდებოდა, არამედ ლოგისტიკური და ტექნიკური ხასიათის იყო. ხოლო როდესაც მოთხოვნები ამ ფარგლებს გასცდა - და ეს თქვენც კარგად იცით, რადგან ამაზე ხშირად წერდნენ - შესაბამისი ნებართვა არ გაგვიცია. ვიმეორებ, ეს საყოველთაოდ ცნობილია“, - განაცხადა ჯორჯა მელონიმ.

თავის მხრივ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ იტალია და საფრანგრეთი ერთმანეთისთვის შეუცვლელი პარტნიორები არიან და რომ მათ საერთო ინტერესები აქვთ. მისივე თქმით, ქვეყნებს შორის გამართული სამიტის მიზანი პარიზსა და რომს შორის არსებული ურთიერთობების მომავავლისთვის კონკრეტული მიზნების განსაზღვრა იყო. პრეზიდენტმა მაკრონმა ლიბანის საკითხზეც ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ საფრანგეთსა და იტალიას ლიბანში გაეროს დროებითი ძალების მისიაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ.

„რაც შეეხება ლიბანს: საფრანგეთსა და იტალიას განსაკუთრებული როლი აკისრიათ. ჩვენს ორ ქვეყანას ლიბანში გაეროს დროებითი ძალების მისიაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად გვსურს კოალიციის შექმნა დავიწყოთ ამ მისიის შემდგომი ეტაპისთვის, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან და გაეროსთან კოორდინაციით, რათა ლიბანის სუვერენიტეტი და შეიარაღებული ძალები გაძლიერდეს და მისი ტერიტორიის რეგიონული ესკალაციის პლაცდარმად გადაქცევა იქნეს აცილებული.

ყველაფერი, რაც დღეს გადავწყვიტეთ ევროპულ დონეზე ერთობლივი მოქმედების შესახებ, ასევე ინიციატივები უკრაინიდან ლიბანამდე, საერთო დღის წესრიგს გვაძლევს, რომელიც იტალიასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო აძლიერებს. ამასთან, ეს აძლიერებს ორივე ქვეყნის როლს ევროპაში და ჩვენს შესაძლებლობას, დავიცვათ ეფექტიანი საერთაშორისო სამართალი და უფრო სტაბილური საერთაშორისო წესრიგი“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ემანულ მაკრონმა ჯორჯა მელონის, რომელმაც იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2022 წელს დაკიკავა, ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში პირველად უმასპინძლა. სამიტი საფრანგეთის ქალაქ ანტიბში გაიმართა.

დაკავშირებული ამბები
დაძაბული პერიოდის შემდეგ იტალია და საფრანგეთი ურთიერთობებს აღრმავებენ საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერი დააკავა