კატეგორიები

საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერი დააკავა

საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერი დააკავა

საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სიცილიის სანაპიროსთან რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერი დააკავეს.

ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ხომალდი „დელივერი“ საზღვაო წესების დარღვევით გადაადგილდებოდა.

მისივე თქმით, პარიზი არ დაუშვებს კრემლისთვის დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლასა და რუსეთის სამხედრო მანქანის დაფინანსებას.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, „დელივერის“ სახელწოდების ტანკერი კამერუნის დროშის ქვეშ დაცურავს და 2024 წლიდან, სანქციების გვერდის ავლით უზრუნველყოფს რუსული ნავთობის ექსპორტს ბალტიისა და შავი ზღვების პორტებიდან.

14 ივნისს ლონდონმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებულმა ძალებმა ლა-მანშის სრუტეში მოძრავი, ასევე მოსკოვის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავეს, რაც დიდი ბრიტანეთისთვის ასეთი ტიპის პირველი ოპერაცია გახდა.

მოსკოვის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტი“ ასობით მოძველებული, ხშირად დაუზღვეველი გემებისგან შემდგარი საიდუმლო ქსელია, რომელიც კრემლმა საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად შექმნა. მათი მთავარი მიზანი რუსული ნავთობის ექსპორტი და დასავლური შეზღუდვების, მათ შორის, ნავთობის ფასის ლიმიტის გვერდის ავლაა.

გემები რეგისტრირებულია ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც მკაცრი რეგულაციები არ აქვთ, მაგალითად, ოფშორულ ზონებში, და ხშირად ცვლიან დროშებსა და სახელებს.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერი დააკავა საფრანგეთში ებოლას ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა