კატეგორიები

ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვას ხუთის ნაცვლად ორ კლასტერს განუბლოკავს

ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვას ხუთის ნაცვლად ორ კლასტერს განუბლოკავს
ბლოკში უკრაინის სწრაფ გაწევრებაზე უნგრეთის წინააღმდეგობის შემდეგ, ბრიუსელი უკან იხევს. შედეგად, მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებებში არა თავდაპირველად დაგეგმილ 5, არამედ 2 ახალ კლასტერს გახსნის.

ეს მას შემდეგ, რაც უნგრეთის უკვე ახალი პრემიერ-მინისტრი, ბლოკში უკრაინის დაჩქარებულ წევრობას საჯაროდ შეეწინააღმდეგა. პიტერ მაგიარმა, რომელმაც უნგრეთის პრემიერის თანამდებობაზე 16 წლიანი მმართელობის შემდეგ ვიქტორ ორბანი ჩაანაცვლა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას ვეტო მოუხსნა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბრიუსელი ორ კანდიდატს ერთდროულად 5 ახალი კლასტერის გახსნას დაპირდა, წინააღმდეგობამ სხვა ფორმა მიიღო.

საქმე ისაა, რომ უნგრეთისთვის მოკლე ვადაში 6 კლასტერის ერთად გახსნა სწრაფი პროცესია, ასე არ თვლის ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა,რომლებიც საკითხს პირველ ეტაპად განიხილავენ, იმ ხანგრძლივ პროცესში,რომელიც ჯერ წინ არის. საბოლოოდ კანდიდატმა ქვეყნებმა მოლაპარაკებებისას 33 თემატური კლასტერის დახურვა უნდა შეძლონ.

პიტერ მაგიარმა მანამდე აღნიშნა, რომ წინააღმდეგობრივ ხედვებში მარტო არ არის, თუმცა არ დაუკონკრეტებია კიდევ ვინ იზიარებს მის პოზიციას ბლოკში. მოსაზრების არგუმენტირებისას, მან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გაიხსენა და აღნიშნა,რომ მსგავსი ნაბიჯი არასწორი სიგნალი იქნებდა ალბანერთის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა თუ მონტენეგროს მისამართით,რომლებმაც მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინში წლები გაატარეს.

ევროკავშირი ახლა საგარეო ურთიერთობების შესახებ მე-6 და შიდა ბაზრის შესახებ მე-2 კლასტერის განბლოკვისთვის ემზადება. უკრაინისა და მოლდოვასთვის პირველი კლასტერი კი  მიმდინარე თვეს გაიხსნა, სახელწოდებით ფუნდამენტური საკითხები, მასში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუციების ფუნქციონირების შეფასება ხდება. ამას დედაქალაქები ვიქტორ ორბანის ვეტოს გამო მთელი 2 წელი ელოდებოდნენ.

დაკავშირებული ამბები
რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა დაძაბული პერიოდის შემდეგ იტალია და საფრანგეთი ურთიერთობებს აღრმავებენ