კატეგორიები

საფრანგეთში ებოლას ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში ებოლას ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
საფრანგეთი ებოლათი დაავადების პირველ შემთხვევას ადასტურებს - ვირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი უჩვენა ექიმს, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან დაბრუნდა, სადაც ჰუმანიტარული მისიით იყო წარგზავნილი.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ეს ვირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევაა ევროპის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც აფრიკულ კონტინენტზე დაავადების აფეთქების მორიგი, მასშტაბური ტალღა დაიწყო.

უწყებაში მიუთითებენ, რომ, პროტოკოლის მიხედვით, მიღებულია ყველა შესაბამისი ზომა, რათა დაავადების გავრცელების შემდგომი რისკი მინიმუმდე იყოს დაყვანილი, ინფიცირებული პირი კი საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ყველა იმ პირს, რომელიც გარკვეულ კონტაქტში იყო ინფიცირებულთან, მიმართონ 21-დღიან თვითიზოლაციას და მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, იმის მიუხედავად, რომ ებოლა, კორონავირუსისგან განსხვავებით, ადამიანისგან ადამიანს გაცილებით რთულად  გადაეცემა.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთში ებოლას ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო 2008 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა