კატეგორიები

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური ტესტი კორუფციული სკანდალის ფონზე

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური ტესტი კორუფციული სკანდალის ფონზე
კორუფციული გამოძიებების ფონზე, ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური ოპონენტები პარლამენტში კრიტიკითა და თანამდებობიდან წასვლის მოწოდებით დახვდნენ.

ოპოზიციონერებმა კანონმდებლებმა პედრო სანჩესს 32-წუთიანი სიტყვით გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. ევროპული ქვეყნის მთავრობის „სოციალისტ“ მეთაურს ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწია იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც ესპანური სამართალდამცავი უწყებები იძიებენ - ნაწილზე კი სასამართლოს მიერ უკვე გამოტანილია განაჩენი.

„პატივცემულო საზოგადოებავ, გასულ ორშაბათს ჩვენ მოგვიწია, გავცნობოით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ხოსე ლუის ავალოსის, კოლდო გარსიასა და ვიქტორ ალდამას საქმეებთან. ხელისუფლება პატივს სცემს და ასრულებს ამ გადაწყვეტილებას, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია. ჩვენ ხომ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ქვეყანაში, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოში არ უნდა არსებობდეს კორუმპირებული პირების დაუსჯელობის ფაქტი, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი.

რაც შეეხება ექსპრემიერ ხოსე საპატეროს, მინდა აღვნიშნო შემდეგი: პირველ რიგში, მისი მმართველობისას არ არსებობდა არც ერთი სკანდალური შემთხვევა. მეორე - 15 წლის განმავლობაში ის არ იკავებდა არანაირ სახელმწიფო თანამდებობას. მესამე - მას ცოტა თუ უჭერს მხარს უდანაშაულობის პრეზუმფციის საფუძველზე. როგორც ამბობდა, ის თანამშრომლობს მართლმსაჯულების სისტემასთან და დიდი თავდაჯერებით იცავდა საკუთარი კერძო მეწარმეობის კანონიერებას.

მესამე საკითხი, რომელიც ამ სასამართლო გაურკვევლობების ნაწილია არის ჩემი ოჯახის, მეუღლისა და ძმის წინააღმდეგ აღძრული საქმეები. თქვენო აღმატებულებავ, მშვენივრად გესმით, რამდენად რთულია ჩემთვის ამ თემაზე საუბარი, რადგან ისინი ეხებიან ადამიანებს, რომლებიც მე მიყვარს და მცირედი ეჭვიც კი არ შემაქვს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და იმ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია, რომელსაც სხვა ქვეყნებსა და დასავლურ დემოკრატიაში გვინახავს“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

პედრო სანჩესის ეს განცხადებები ოპონენტებმა აღიქვეს როგორც „თავის მართლების უსუსური მცდელობა“ და თქვეს, რომ ესპანეთი არ იმსახურებს ხელისუფლებას, რომელიც კორუფციულ სქემებშია გახვეული.

„ამ დრომდე რას აკეთებს ეს ადამიანი მთავრობის მეთაურის პოსტზე? დღეს ნამდვილი დისკუსიის საგანი სწორედ ეს არის და არა მისი პროპაგანდა, გამართლებები ან საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა.

მთავარი საკითხია, შეუძლია თუ არა ესპანეთს დარჩეს კორუმპირებული მთავრობის ხელში - მთავრობის, რომელსაც არ აქვს მხარდაჭერა, არ აქვს ბიუჯეტი, არ აქვს არანაირი გეგმა,  გარდა ხელისუფლებაში დარჩენისა, და კაცის, რომელსაც არ გააჩნია ამ თანამდებობისთვის აუცილებელი უმცირესი მორალური ავტორიტეტიც კი“, - განაცხადა ესპანეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალტერტო ნუნიეს ფეიხოომ.

მადრიდის პოლიტიკურ დღის წესრიგს ამწვავებს ესპანეთში ბოლო დროს მიმდინარე რამდენიმე გამოძიება, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის უკანონო გზით ლეგალიზაციაში ადანაშაულებენ, ასევე ამხელენ სხვადასხვა სიმძიმის ფინანსურ მაქინაციაში მონაწილეობას.

კორონავირუსის პანდემიის დროს, სამედიცინო პირბადეების იმპორტისას უკანონო გადასახადების შემოღებისთვის, 22 ივნისს ესპანეთის სასამართლომ 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქვეყნის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს, ხოსე ლუის აბალოს.

ამავე პერიოდთანაა დაკავშირებული ექსპრემიერ ხოსე ლუის საპატეროს წინააღმდეგ აღძრული საქმე, სადაც მას ედავებიან საკუთარი გავლენებით ვაჭრობასა და კორუფციულ სკანდალში ფიგურირებას.

ფინანსური დანაშაულისთვის, სამართალწარმოება მიმდინარეობს ესპანეთის მთავრობის მოქმედი მეთაურის მეუღლის წინააღმდეგაც, რომელსაც სასამართლოში წარდგენის ვალდებულება დაეკისრა.

დაკავშირებული ამბები
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური ტესტი კორუფციული სკანდალის ფონზე მაისისთვის უჩვეულო სიცხემ ესპანეთში რეკორდული სიკვდილიანობა გამოიწვია