ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განკარგულებით, ფხენიანი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად ორ 5000 ტონიან სამხედრო ხომალდს ააშენებს. ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა ჩოე ჰიონის კლასის სამხედრო ხომალდის ექსპლუატაციაში შესვლის ცერემონიაზე განაცხადა.
საესკადრო ნაღმოსანს ე.წ. ბირთვული ქობინების მატარებელი ფრთოსანი რაკეტების გაშვება შეუძლია, ამ მხრივ 14 თვიანმა ოპერაციუმა გამოცდებმა, წარმატება აჩვენა. ეს ყველაფერი კი იმის მაჩვენებელია, რომ ჩრდილოეთ კორეის საზღაო ძალებში ბირთული შეიარაღება პროგრესს განიცდის. ბალისტიკური რაკეტების განვითარების შემდეგ, კიმ ჩენ ინმა ყურადღება უფრო მეტად საზღვაო შესაძლებლობებზე გადაიტანა, მათ შორის ბირთვული წყალქვეშა ნავის მიმდინარე მშენებლობაზეც.
**„აშკარაა, რომ უკვე წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ჩვენი საზღვაო ძალები მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მიმდებარე ზღვის დასაცავად არსებობდა. ის იქცევა სრულფასოვან ძალად, რომელიც აღჭურვილია სტრატეგიული საშუალებებით, რადგან საზღვაო ძალების ბირთვული იარაღით აღჭურვის პროგრამა გეგმაზომიერად და შეუფერხებლად მიმდინარეობს”-**აღნიშნა ჩრდილოკორეელმა ლოდერმა.
ნამპჰოს პორტში წარმოდგენილი საბრძოლო ხომალდი აღჭურვილია სხვადასხვა სისტემით, მათ შორის საჰაერო თავდაცვისა და ხომალდსაწინააღმდეგო შეიარაღებით, ასევე ბირთვული ქობინების მატარებელი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით.სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირები და ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ხომალდი სავარაუდოდ რუსეთის დახმარებით აშენდა ქვეყნებს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის ფონზე, ამ ვარაუდს ჰყავს მოწინააღმდეგეებიც.
ფხენიანი გეგმავს კანგ კონის სახელწოდებით კიდევ ერთი 5000 ტონიანი გამანადგურებელი ხომალდის გამოშვებას, ისევე როგორც 10 000 ტონიანი სტრატეგიული ხომალდის. ამგვარი მცდელობები მანამდე ჩავარდნით დასრულდა,თუმცა ფხენიანი არ ნებდება.
ზოგიერთის მოლოდინით, შესაძლოა ჩრდილოეთ კორეა საზღვაო საზღვრის ფორმალური გამოცხადებისთვის ემზადებოდეს, რომელიც შესძლოა სამხრეთ კორეის კონტროლირებულ წყლებშზეც გადიოდეს. კიმმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის ამ მხრივ საზღვრებს არ ცნობს.
