მსოფლიო ჩემპიონატს ახალი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ჰყავს - ლეო მესი. J ჯგუფშის მეორე ტურის შეხვედრაში სადაც არგენტინის ნაკრები ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდა, ლეო მესიმ ორი გოლი გაიტანა. მიმდინარე მუნდიალზე 5 გული, მსოფლიო ჩემპიონატებზე კი ჯამში 18 გოლი დააგროვა და ამ მაჩვენებლით ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი გახდა.
ლეო მესიმ დაამხო გერმანელი თავდამსხმელის მიროსლავ კლოზეს რეკორდი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე 16 გოლი ჰქონდა გატანილი. ისტორიულ შეხვედრას ტეხასში AT&T სტადიონზე 105 ათას გულშემატკივარი ესწრებოდა.
„საოცარი იყო. თამაშამდე ვიცოდით, რომ მესი ყველა დროის ბომბარდირის სტატუსს სხვასთან იყოფდა. ამიტომ ვიცოდით, რომ როგორც კი გაიტანდა, ისტორიას დაწერდა. მან არა მხოლოდ ისტორია დაწერა, არამედ ორი გოლიც გაიტანა“, - ამბობს არგენტინის გულშემატკივარი, ფრანსისკო ტრიბისი.
„ჩემი პირველი რეაქცია? უბრალოდ ვერ ვიჯერებდი, განსაკუთრებით პირველ გოლზე. გოლი არც კი აღმინიშნავს. ვფიქრობდი: „ღმერთო ჩემო… რა ხდება?“ მიყვარს მესი, მიყვარს ის, რასაც ახლა ვაკეთებ... ამ მომენტით ვცხოვრობ. მართლა ვერ ვიჯერებდი. მერე აღვნიშნე გოლი, მაგრამ თავიდან უბრალოდ შოკში ვიყავი“, - ამბობს არგენტინის გულშემატკივარი, ხუანა პერეირა.
„ეს საოცარი იყო. მესი შეუდარებელი იყო. მან ორი გოლი გაიტანა. ბოლო გოლი განსაკუთრებით კარგი იყო. მე ზუსტად ზედა ტრიბუნაზე ვიყავი. ღმერთო ჩემო, ამის ხილვა საოცარი იყო. მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ. მეოთხე ვარსკვლავი გვინდა! მესი განსაკუთრებულია. მის თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი. ის ჩენს ბავშვობაშიც თამაშობდა და საოცარი იყო. მის თამაშებზე გავიზარდე. ვუყურებდი, როგორ იტანდა გოლებს მარცხენა ფეხით, მარჯვენა ფეხით. ღმერთო ჩემო. მესი უბრალოდ მიყვარს“, - ამბობს არგენტინის გულშემატკივარი, როჰიტ დოგრა.
ლეო მესიმ მუნდიალების გოლების რეკორდი ზუსტად იმ დღეს დაამყარა, როდესაც კიდევ ერთმა არგენტინელმა ათიანმა დიეგო მარადონამ 40 წლის წინ ინგლისის ნაკრების წინააღდ ღვთაებრივი მატჩი ჩაატარა, სადაც „ღმერთის ხელი“ და კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. თუმცა არგენტინელი ლეგენდისთვის, რომელიც 24 ივნისს 39 წლის ხდება, მატჩის სტარტი წარუმატებელი გამოდგა. მან 9 წუთზე თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. მუნდიალებზე ჯამში 7 პენალტიდან ლიონელ მესიმ მესამე პენალტი გააცუდა, რითან ანტირეკორდი დაამყარა. თუმცა, შემდგმო 38 და 95 წუთებზე ორი გოლი გაიტანა და არგენტინას პლეი ოფის საგზური მოუტანა. მიმდინარე მუნდიალზე არგენტინის ნაკრების ანგარიშზე 5 გოლია და ხუთივე ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა გაიტანა.
„რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით გამარჯვების გამო. ეს იყო ძალიან რთულად მოპოვებული გამარჯვებაა. ვიცოდით, რომ მაღალი ინტენსიობის მატჩი იქნებოდა. ყურადღების მოდუნება ერთი წამითაც კი არ შეგვეძლო, რადგან ისინი ძალიან ინტენსიურად თამაშობენ. ამიტომ შედეგით და მომდევნო ეტაპზე გასვლი ბედნიერები ვართ. ჩვენთვის ექვსი ქულის აღება მნიშვნელოვანი იყო, რომ უფრო მშვიდად ვყოფილიყავით. ასე რომ, ბედნიერები ვართ. რა თქმა უნდა, პირველ ორ შეხვედრაში ორი გამარჯვების მოპოვება გეგმის ნაწილი იყო. თუმცა ვიცოდით, რომ ეს მარტივი არ იქნებოდა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, თუ ჩემპიონატი როგორ მიმდინარეობს. თითქმის ყველა მატჩში გუნდები თანაბარი ძალის არიან. არავინ არაფერს გჩუქნის. ეს დღესაც ვნახეთ. რიგ მომენტებში ბურთის ფლობის შენარჩუნება გვიჭირდა. მართალია, საფთხე მათაც ვერ შეგვიქმნეს, მაგრამ ძალიან დაძაბული და თანაბარი მატჩი იყო. სწრაფი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა. რიგ შემთხვევებში ეს შევძელით. მთავარი ისაა, რომ მომდევნო ეტაპზე გავედით“, - ამბობს ლეო მესი.
გამარჯვებით არგენტინის ნაკრებმა 6 ქულა დააგროვა და J ჯგუფში პირველ ადგილზეა. საბოლოო შეხვედრის შედეგის მიუხედავად, სადაც არგენტინა იორდანიას დაუპირისპირდება, არგენტინას პირველი ადგილი გარანტირებული აქვს. ავსტრია 3 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ჯგუფის ბოლო შეხვედრაში გადამწყვეტი მატჩი ალჟირის ნაკრბეის წინააღმდეგ ელის, რომელსაც იორდანიასთან მიღწეული გამარჯვების შემდეგ ასევე 3 ქულა აქვს. ავსტირასა და ალჟირს შორის გამარჯვებული კი ჯგუფში მეორე ადგილსა და პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს.
