ბოსტონის შენდეგ შოტლანდიის ნაკრების გულშემატკივრები მაიამის ისტორიულ უბანში Little Havanah-ში გამოჩდნენ. ეროვნულ სამომში გამოწყიბილი შოტლანდიის „ტარტანის არმიის“ ათასობით წევრი ბოსტონიდან მაიამიში შოტლანდიის ნაკრების მუნდიალის მატჩისთვის ჩავიდა, სადაც მათი საყვარელი გუნდი C ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ბოსტონის მსგავსად, სადაც მათი ჩასვლის შემდეგ ლუდზე დეფიციტიც კი გაჩნდა, „ტარტანის არმია“ ისტორიული უბნის რესტორნებსა და ბარებს ეწვია და ადგილობრივ და კუბურ კულტურას გაეცნო. თავად კი ადგილობრივებს შოტლანდიური გუდასტვირის მუსიკა გაუზიარეს.
„შოტლანდიის მხარდასაჭერად ევროპაში ბევრგან მიმოგზაურია, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატი სულ სხვა რამეა. შენზე სხვანაირად მოქმედებს. ეს მართლაც განსხვავებული და შესანიშნავია, აბსოლუტურად საოცარი. ბოსტონი შესანიშნავი იყო, მაიამიში კი კულტურების ნამდვილი ნაზავია. ჩვენ აქ უბრალოდ კარგი დროის გასატარებლად ვართ. როგორც ჩანს, ბევრი ჯგუფში შეიძლება მესამე ადგილზე გასულებს მხოლოდ ორი ქულა ჰქონდეთ. შესაბამისად, ჰაიტის წინააღმდეგ მოგებული მატჩი დიდი ალბათობით საკმარისი იქნება, რომ პლეი ოფში გავიდეთ. რა თქმა უნდა, სხვა შედეგებიც ჩვენს სასარგებლოდ უნდა წამოვიდეს. ოთხშაბათის მატჩი ჩვენთვის ჩვენთვის ბონისივითაა. უბრალოდ უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ. მოიყვანეთ ბრაზილიელები”, - ამბობს შოტლანდიის ქომაგების გუდასტვირის ჯგუფის ლიდერი, ბობ ბელი.
მაიამიში შოტლანდიელი გულშემატკივრები აშშ-ის ბეისბოლის მთავარი ლიგის მატჩზეც მივიდნენ, სადაც ადგილობრივი „მაიამი მარლინსი” „ტეხას რეინჯერს” დაუპირისპირდა. 37 000-ადგილიანი LoanDepot Park-ის სტადიონი, რომელზეც საშუალოდ 12 ათასი გულშემატკივარი დადის, „ტარტანის არმიამ“ თითქმის ბოლომდე გაავსო. „მაიამი მარლინსი” მატჩისას მათ შორტლანიის ნაკრებთან ასოცირებული სიმღერები შეასრულეს.
შოტლანდიის ეროვნული ნაკრები კი C ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და 1/16 ფინალში გასვლის შანსებს ინარჩუნებს. სტივ კლარკის გუნდი 25 ივნისს მაიამის სტადიონზე ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდება. წარუმატებელი შედეგის შემთხვევაშიც კი დიდი ალბათობით 3 ქულით შოტლანდიის ნაკრები 8 საუკეთესო მესამეადგილოსან გუნდს შორის მოხვდება და პლეი ოფში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.
