კატეგორიები

ევროპის დიდ ნაწილში სითბური ტალღის შედეგად ძლიერი სიცხეებია

ევროპის დიდ ნაწილში სითბური ტალღის შედეგად ძლიერი სიცხეებია
დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილში ძლიერი სიცხე  და მაღალი ტემპერატურაა, რაც, სავარაუდოდ, მომავალ კვირამდე გაგრძელდება.

ამის გამო საფრანგეთში, პარიზში, ყოველწლიურ ფესტივალ Fête de la Musique-ზე. ხელისუფლებამ შეზღუდა ალკოჰოლის მიღება.

ზაფხულის მზებუდობის ეროვნული დღესასწაული  სოფლის მოედნებზე, დარბაზებსა და კლუბებში ათასობით კონცერტი ტარდება. საფრანგეთის მთავრობამ განგაშის წითელ ზონებში აკრძალა საჯაროდ ალკოჰოლის მიღება.  ორგანიზატორებსაც დაავალა, გაითვალისწინონ ეს რეგულაცია, რათა  დაზოგონ საგანგებო სიტუაციების სერვისები უფრო სერიოზული შემთხვევებისთვის.

კვირას პარიზში ტემპერატურამ  35°C-ს გადააჭარბა, სამხრეთ საფრანგეთისა და ესპანეთის ზოგიერთ ნაწილში კი 40°C-საც მიაღწია.

მთელ ევროპაში ადგილობრივები და ტურისტები პარკებში, არხებსა და წყლის შადრევნებთან გაგრილებას ცდილობენ. ძლიერი სიცხეებია და ტემპერატურა 30 გრადუსს აჭარბებს ასევე ესპანეთში, იტალიაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.

ადამიანის ქმედებით გამოწვეული კლიმატის ცვლილება დაკავშირებულია ექსტრემალური ამინდის მოვლენების ზრდასთან. გაეროს კლიმატის სააგენტოს პროგნოზით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სიცხის რეკორდული მაჩვენებელი უფრო მეტად გაიზრდება.

უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილებას გასულ თვეს, როცა ევროპას უჩვეულოდ ადრე დაატყდა თავს სითბური ტალღა,  დაახლოებით 1500 ადამიანი ემსხვერპლა.

ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები საჯარო მუქარის ფონზე მიმდინარეობს, ბიურგენშტოკში შეხვედრის დეტალები…

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა შეიზღუდა. კიევი აცხადებს, რომ მიზანი ნახევარკუნძულის იზოლაციაში მოქცევაა

დაკავშირებული ამბები
ევროპის დიდ ნაწილში სითბური ტალღის შედეგად ძლიერი სიცხეებია დრონების რეტრანსლატორების მოსახსნელად მინსკს ვადა ეწურება