კატეგორიები

ეგვიპტემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ეგვიპტემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
ეგვიპტის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. G ჯგუფში ეგვიპტე ახალ ზელანდიას დაუპირისპირდა და მეტოქე 3-1 დაამარცხა. მატჩის შემდგომ ეგვიპტელი გულშემატკივრები პირველ სამ ქულას ვანკუვერში მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნავდნენ.

„ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, ყველას ეგონა, რომ დღეს ეგვიპტე წააგებდა. მათ ასევე ეგონათ, რომ ევროპული გუნდები დაგვამარცხებნენ, მაგრამ ჩვენ გამოვედით და საპირისპირო ვაჩვენეთ. ამ ჩემპიონატზე ბრწყინავენ ნაკრებები, რომლებიც ვნებით თამაშობენ. ბევრ მოულოდნელ შედეგს ვხედავთ“, - ამბობს ეგვიპტის ნაკრბეის გულშემატკივარი, ენტონი აიადი

„ვფიქრობ, მსოფლიო მშვიდობასთან ყველაზე ახლოს მსოფლიო ჩემპიონატია. აქ ხედავ ხალხს მთელი მსოფლიოდან, ყველა ქვეყანა თავის გუნდს უჭერს მხარს, მაგრამ არ არის მტრობა, არ არის სიძულვილი. აქ ყველას დადებითი ენერგიები აქვთ“, - ამბობს ეგვიტელი ქომაგი მო.

შეხვედრაში ანგარიში ახალმა ზელანდიამ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმში ფარაონებმა მატჩის შემოტრიალება შეძლეს. გამოსარჩვი იყო ეგვიტპის ნაკრების კაპიტანი და გუნდის ლიდერი მო სალაჰი, რომელმაც შეხვედრაში გოლი და ასისტი მითვალა. ეგვიპტელი მეფისთვის ეს ეროვნული ნაკრების მაისურით 68 გოლი იყო, რითაც მან ეგვიპტის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ის მხოლოდ ეგვიპტის ამჟამინდელი მთავარი მჭვრთნელის, ჰოსამ ჰასანის რეკორს, 1 გოლით ჩამორჩება.

„ეს შესანიშნავი გრძნობაა. ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი მიღწევაა. მხოლოდ ის გვსურს, რომ ჩემპუიონატზე ჩვენი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ და ეგვიპტელი ხალხი გავახაროთ. ვფიქრობ, ახლა ისინი ბედნიერები და ამაყები არიან. ერთადერთი, რასაც მათ ვპირდები, არის ის, რომ როგორც დღეს, ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯებით, ვირბენთ, ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ. დღეს გაგვიმართლა, რომ თამაში მოვიგეთ. ვფიქრობ, უკეთესი მატჩი ჩავატარეთ. რთული გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და რთულ ჯგუფში ვართ. ახლა ჯგუფის ლიდერები ვართ. დღეს და ხვალ უნდა ვიზეიმოთ, შემდეგ კი ბოლო მატჩზე გადავერთოთ”, - ამბობს მოჰამედ სალაჰი.

გამარჯვებით ეგვიპტის ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა და G ჯგუფში გუნდი 4 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. ახალი ზელანდია კი 1 ქულით ბოლო ადგილზეა, თუმცა ამის მიუხედავად პლეი ოფში გასვლის თეორიულ შანს მაინც ინარჩუნებს. ამისთვის მათ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ბელგიის ნაკრები უნდა დაამარცხონ. ეგვპიტე კი ირანს დაუპირისპირდება და პლეი ოფის საგზურის განაღდებისთვის ფრეც საკმარისი იქნება.

დაკავშირებული ამბები
ეგვიპტემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა 2026 წლის მუნდიალზე კაბო-ვერდე ისტორიის დაწერას აგრძელებს