2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კაბო-ვერდე ისტორიის დაწერას აგრძელებს. პირველ ტურთშ ესპანეთის ნაკრებთან მოპოვებული ქულის შემდეგ, კაბო ვერდემ ამჯერად მეორე ქულა კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონთან ურუგუაის ნაკრებთან მოიპოვა.
მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთმა მთავარმა აღმოჩენამ, ურუგუაისთან შეხვედრაში ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატებზე პირველი გოლები გაიტანა. უხვგოლიანი შეხვედრა კი ფრედ 2-2 დასრულდა.
„გასაოცარია! ეს ხომ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი პირველი გამოსვლაა. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს ჩვენთვის გამარჯვებაა… უნდა ვიზეიმოთ, რადგან ეს გამარჯვების ტოლფასია და ბედნიერები ვართ!“ - კაბო ვერდეს გულშემატკივარი.
„საოცარია! ჩვენ ეს შევძელით. მათ ეგონათ, რომ ეს მარტივი იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ნახეთ რას მივაღწიეთ“, - ამბობს კაბო-ვერდეს გულშემატკივარი.
„ნახეთ, როგორ ვითამაშეთ. ბურთს როცა ვიღებთ თამაშს ვაკონტროლებთდით, ლამაზ ფეხბურთს ვაჩვენებდით. ჩვენნაირი გუნდი არ არსებობს. ჩვენ ყველაზე დიდი ჟინი გვაქვს, ყველაზე მეტი ენერგია. კაბო-ვერდეს შესახებ არავინ არ იცოდა, ახლა მაგრამ უკვე ყველამ იცის“, - ამბობს კაბო-ვერდეს გულშემატკივარი.
შეხვედრაში ბუბისტას გასწვრთნილი გუნდი დაწინაურდა კიდეც, კერძოდ კევინ ლენინმა 21 წუთზე საჯარიმო დარტყმით გაიტანა გოლი. ურუგუაიმ პირველი ტაიმში მაქსიმილიანო არაუხოს გოლით ჯერ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი აგუსტინ კანობიოს გოლით წინ გავიდა. მეორე ტამი „ლურჯმა ზვიგენებმა" აქტიურად დაიწყეს და აფრიკელები წაგებასთან შეგუებას არ აპირებდნენ. მონდომებამ კი შედეგი გამოიღო. მცველებისა და მეკარის შეუთანხმებელი თამაშთ ჰელიო ვარელამ ისარგებლა, ანგარიში გაათანაბრა და ქულა გადაარჩინა.
„თავიდანვე ვამბობდით, რომ უმაღლეს დონეზე თამაში გვსურდა და გასულ ორ მატჩშიც სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ. შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ შევძლოთ ჩვენი, როგორც გუნდის იდენტობის წარმოჩენა, ჩვენი ძალის, ერთიანობის და ასევე ჩვენი ბრძოლისუნარიანობის. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ვიბრძოლოთ და ვეცადოთ ახალ ოცნებებსა და მიზნებს მივაღწიოთ, რაც პლეი-ოფის ეტაპზე გასვლაა. ვფიქრობ, ეს სრულიად ლეგიტიმურია, რადგან ეს არის ის, რაც გუნდს სურს. სწორედ ამისთვის ვართ აქ. რა თქმა უნდა, უდიდეს პატივს ვცემთ ყველა ჩვენს მეტოქეს, ვიცით მათი ხარისხი, მაგრამ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა შეგვიძლია ვთქვათ, დიახ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ“, - ამბობს კაბო ვერდეს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბუბისტა.
H ჯგუფში კაბო ვერდე 2 ქულით მესამე ადგილზეა. ორი ქულა აქვს ურუგუაის ნაკრებსაც, რომელიც მეორე ადგილზე იმყოფება. თუმცა, ბოლო ტურის წინ პლეი ოფში გასვლის უფრო მაღალი შანსი კაბო ვერდეს აქვს, რომელიც საუდის არაბეთს დაუპირისპირდება. ურუგუაის ნაკრებით ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან გადამწყვეტ შეხვედრაში „სელესტემ" ესპანეთის ნაკრები უნდა დაამარცხოს. ესპანეთის ნაკრები კი წარუმატებელი გახსნითი მატჩის შემდეგ, ფორმაში შედის. „ფურია როხმ“ მეორე ტურში, საუდის არაბეთი დამაჯერებლად დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხა. მუნდიალზე პირველი გოლის გატანა შეძლო გუნდის ლიდერმა ლამინ იამალმა. ხოლო ნაკრების კიდევ ერთმა შემტევმა მიკელ ოიარზაბალმა დუბლი გაიფორმა. შესაბამისად, 4 ქულით ესპანეთის ნაკრები პირველ ადგლის იკავებს.
