დონალდ ტრამპსა და ჯორჯა მელონის შორის მოულოდნელი უთახნმოება უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. აშშ-ის პრეზიდენტსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს შორის ურთიერთობებში გაჩენილმა ბზარმა ასახვა რომისა და ვაშინგტონის პოლიტიკურ დღის წესრიგზეც პოვა. მას შემდეგ, რაც დიდი შვიდეულის შეხვედრაზე გულთბილი საუბრების შემდეგ, ვაშინგტონში დაბრუნებულმა ამერიკელმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ჯორჯა მელონი მასთან ერთად ფოტოს გადაღებას ემუდარებოდა,
რომი ძალიან გაღიზიანდა და პასუხიც არ დააყოვნა. მიუხედავად ამისა, აშშ-ის პრეზიენტი არ ჩერდება და უკვე დღეს, მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც აშკარად ჩანს ჯორჯა მელონიზე ბოლო თავდასხმების რეალური მიზეზი.
„ტრილიონობით დოლარის ნატოსთვის გაგზავნის შემდეგ, იტალიასა და მისმა პრემიერ-მინისტრს არც კი უფიქრიათ ირანის ისლამური რესპუბლიკისა და მისი ძალიან სერიოზული ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულიყვნენ. ათწლეულების მანძილზე, ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ როდესაც დრო დადგა, ისინი ჩვენი და მთელი მსოფლიოს დასაცავად გვერდში არ დაგვიდგნენ. ეს კარი არ არის !“- დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
ყველაფერი კი იმ უარს უკავშირდება, რომლითაც იტალიამ აშშ-ი გაისტუმრა,როდესაც მას ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩართაზე უთხრა უარი. ჯორჯა მელონი ამ ომს თავიდანვე არალეგალურად აფასებდა. მეტიც, რომმა უარი უთხრა ამერიკის სამხედრო თვითმფრინავებს იტალიაში დაშვებაზე, როდესაც ამას თავდაცვის სამინისტროს გაუფრთხილებლად აპირებდნენ . უკვე თვეების შემდეგ დონალდ ტრამპის განცხადებით გაკვირვებულმა ჯორჯა მელონიმ პასუხი არ დააყოვნა და პრეზიდენტს ურჩიე მის ნაცვლად, საკუთარ რეიტინგზე იფიქროს და რომ ის იტალიის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.
„გარკვეული საკითხები დაუყოვნებლივ პასუხს მოითხოვს. დონალდ ტრამპის განცხადებები სრულიად გამოგონილია. გულწრფელად რომ ვთქვა, გაოცებული ვარ. არ ვიცი, რატომ იქცევა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასე საკუთარი მოკავშირეების მიმართ. ბოლოს და ბოლოს, ეს პირველი შემთხვევა არ არის. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სამწუხაროდ ის იგივე სიმტკიცეს არ ავლენს დასავლეთის მტრების, ამერიკის შეერთებული შტატების მტრების მიმართ, იმ ლიდერების მიმართ, რომლებთანაც, პირიქით, გაცილებით უფრო დამთმობი და შემწყნარებელია. მაგრამ ერთი რამ უნდა ახსოვდეს: იტალია და მე არავის არაფერს ვეხვეწებით“- თქვა იტალიის პრემიერ-მინისტრმა,ჯორჯა მელონიმ.
იტალიის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა არაერთმა პოლიტიკოსმა გამოუთქვა ქვეყნის შიდა პოლიტიკური სპექტრიდან. თავდაცვის მინისტრთან ერტად მას სოლიდარობა გამოუცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, რომელმაც აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი სწორედ ამ მიზეზით გადადო გადადო.
**„როგორც იცით, სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იტალიის პრემიერ-მინისტრის მისამართით გააკეთა ძალიან სერიოზული და შეურაცხმყოფელი განცხადებები. ამის გამო გადავწყვიტე გამეუქმებინა ჩემი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ორშაბათსა და სამშაბათს იყო დაგეგმილი, რადგან ვერ დავუშვებთ, რომ ვინმემ იტალიას ისეთი შეურაცხყოფა მიაყენოს, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიაყენა“-**აღნიშნო იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ.
რეზონანსი მომხდარს ჰქონდა ქვეყნის საზღვრებს გარეთაც,მათ შორის მეზობელ ესპანეთშიც, რომლის პრემიერიც, მანამდე იმავე მიზეზის გამო ასევე გახდა აშშ-ის პრეზიდენტის თავდასხმების ობიექტი. პედრო სანჩესი სოლიდარობას უცხადებს იტალიელ კოლეგას, რომლის მსგავსადაც თავის დროზე აშშ-ის ირანში სამხედრო კამპანიაში ჩართვაზე არაერთი გზით თქვა უარი და ომს უკანონოც არაერთხელ უწოდა.
“რაც შეეხება ჯორჯა მელონის, აქ ორი საკითხია. პირველი, მას სრულ სოლიდარობას ვუცხადებ. მეორე, მინდა იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ საჯაროდ, თქვენი კითხვის პასუხად არ მითქვამს; იგივე პირადადაც განვაცხადე ევროპის საბჭოს ფარგლებში. მე მას სოლიდარობა გამოვუცხადე ამ თავდასხმის გამო, რომელიც არც პოლიტიკური ხასიათისაა და არც პირადი. გულწრფელად რომ ვთქვა, არც კი ვიცი, ზუსტად როგორ უნდა აღვწერო ის“-თქვა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა,პედრო სანჩესმა.
აშშ-ის პრეზიდენტობის მეორე ვადაში ჯორჯა მელონი დონალდ ტრამპის ერთერთ მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა ევროპაში. იტალიელმა პოლიტიკოსმა ამერიკელ პრეზიდენტთან ბევრი იდეოლოგიური თანხმობის გამო თბილი ურთიერთობები ჩამოყალიბა და ერტადერთი გახდა კონტინეტიდან, ვინც ვაშინგტონსა ინაუგურაციას დაესწრო. თუმცა ირანში აშშ-ის მიერ წამოწყებული ომი ამ თანხმობაში დისონანსის შემომტანი აღმოჩნდა, სულ ბოლოს კი განაწყენებული რამპის რეპლიკებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მომავალზე კიტხვები გააჩნა.
