კატეგორიები

ბენიამინ ნეთანიაჰუ იმეორებს, რომ ვიდრე იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრია, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის

ბენიამინ ნეთანიაჰუ იმეორებს, რომ ვიდრე იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრია, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის
ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვლავ განაცხადა, რომ ვიდრე იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრია, ირანი ბირთვულ იარაღს ვერასდროს შექმნის. მისივე თქმით, ეს ასე იქნება იმ შემთხვევაიც, თუკი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში შეთანხმება მიიღწევა, და იმ შემთხვევაშიც თუ ვაშინგტონი და თეირანი ვერ მორიგდებიან.

მანვე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს და 20 წამყვანი ბირთვული მეცნიერი გაანეიტრალეს - 12 გასული წლის ზაფხულში, ოპერაცია „აღმავალი ლომის“, 8 კი თებერვალში დაწყებული „ლომის ღრიალის“ ფარგლებში.

„როცა მეცნიერებს ანეიტრალებ, ბირთვული იარარაღის შექმნა უკიდურესად რთულდება“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ისიც აღნიშნა, რომ ირანში რეჟიმის „მომავალი დაცემისთვის“ ვაშინგრონმა და თელ-ავივმა პირობები უკვე შექმნეს.

„აი, რას მივაღწიეთ: ხელი შევუშალეთ ირანს ჩვენი განადგურების გეგმის განხორციელებაში. დღეს მათ ამის სისრულეში მოსაყვანად უკვე ექნებოდათ ბირთვული იარაღი, ატომური ბომბი. ჩვენ ეს არ დავუშვით. ჩვენ ეგზისტენციური საფრთხე გავანადგურეთ. ჯერ ოპერაცია „აღმავალი ლომის“, შემდეგ კი „ლომის ღრიალის“ ფარგლებში რომ არ გვემოქმედა, ირანს ატომური ბომბები ექნებოდა. და ერთ რამეს გეტყვით: ისინი ამ ბომბებს გამოიყენებდნენ. სწორედ ამის აცილება შევძელით თავიდან...

შესაძლოა, ისინი ვერც აღდგნენ, რადგან როდესაც ასეთ დარტყმებს აყენებ და როდესაც რეჟიმსა და ხალხს შორის განხეთქილება ასე ღრმაა, შეუძლებელია წინასწარ თქვა, როდის დაეცემა ასეთი რეჟიმი. ვფიქრობ, ჩვენ მისი სამომავლო ჩამოშლისთვის პირობები შევქმენით. ეს იქნება ნამდვილი ტრიუმფი - როცა ირანელი ხალხი საკუთარ ბედს თავად აიღებს ხელში და დაამხობს სასტიკ რეჟიმს, რომელიც მათ და დანარჩენ მსოფლიოს ატერორებს.

არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება მოლაპარაკებებში - მიიღწევა თუ არა შეთანხმება. გპირდებით, რომ ვიდრე მე პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. არასოდეს. სანამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ამას არ დავუშვებ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ბენიამინ ნეთამიაჰუმ ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ურთიერთობაზეც. მან თქვა, რომ მისი და დონალდ ტრამპის შეხედულებები უმეტესად ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ლიდერებს ზოგჯერ განსხვავებული პოზიციებიც აქვთ.

„შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყველაფერს აკეთებს, რასაც ვთხოვ. ისრაელშიკი ამბობენ, რომ მე ვაკეთებ ყველაფერს, რაც მას სურს! აქედან არცერთია სიმართლე. ჩვენ დამოუკიდებელი და ამაყი ქვეყნების ლიდერები ვართ. ჩვენ ჩვენს ინტერესებს ვიცავთ. მე ვიცავ ისრაელის ინტერესებს და მის უსაფრთხოებას. ჩვენი შეხედულებები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ზოგჯერ - არა. მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ლიდერობას და ჩვენი ხალხებისადმი ერთგულებას“, - თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებებს წინა აამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისა და ირანული დელეგაციის შვეიცარიაში შეხვედრა უძღოდა.

დაკავშირებული ამბები
ბენიამინ ნეთანიაჰუ იმეორებს, რომ ვიდრე იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრია, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ნეთანიაჰუს სრული მხარდაჭერა არ აქვს