2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი პირველადგილოსანი ცნობილია. მასპინძელმა მექსიკის ნაკრებმა A ჯგუფში სამხრეთ კორეა 1-0 დაამარცხა პლეი ოფში ადგილი გაინაღდა.
გამარჯვება დიდწილად მექსიკის ნაკრბეის მეკარის რაულ რანხელის დამსახურებაა, რომელმაც მატჩის მიწურულს 87 წუთზე ჩო გიუ-სონის ახლო მანძილიდან დარყმული მოიგერია და შემდგომ დამატებაც აიღო. „ესტადიო აკრონზე“ შეკრებილ 45 000 გულშემატკივარს არ უხილავს სამახაობრივი შეხვედრა, სადაც ერთდადერთი გოლი 50 წუთზე გვადალახარას ნახევარმცველმა ლუის რომომ გაიტანა.
თამაშის ხარისხის მიუხედავად, მექსიკის ქომაგები გამარჯვებას მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნავდნენ. ისინი მექსიკის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გამოვდნენ.
„მექსიკამ ცუდად ითამაშა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ბევრი არაფერი გაგვიკეთებია. გამარჯვების გოლიც შეცდომის შედეგად გავიტანეთ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული სამი ქულა, სამი ქულაა. ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით“, - ამბობს მექსიკის გულშემატკივარი, იკერ ალარკონი.
„ძალიან დაძაბული თამაში იყო, მაგრამ მიზანს მივაღწიეთ და გავიმარჯვეთ. ეს იყო რთული, დაძაბული შეხვედრა; ხშირად ნელ ტემპში მიდიოდა. თუმცა მთავარია ერთად ვართ და გამარჯვებას მივაღწიერთ“, - ამბობს მექსიკელი ქომაგი, იონატან რივერა.
„ამ გამოცდილებას არაფერში გავცვლიდი. ეს ყველაფერი წარმოუდგენელია. მხოლოდ მექსიკაში შეიძლება ასეთი გამოცდილების მიღება. ამიტმაც არ არის გასაკვირი, რომ აქ მსოფლიო ჩემპიონატი უკვე მესამეჯერ ტარდება”, - ამბობს გულშემატკივარი, რენე ფლორესი.
ორ გამარჯვებასთან ერთად მექსიკის ნაკრებმა კარის მშრალად შენახვა ორივე მატჩში შეძლო. მატჩის შემდგომ მექსიკის ნაკრების ფეხბურთელებმა სწორედ დაბალანსებული თამაშის სტილსა და საკუთარ კედლებში გამარჯვების მოპოვების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„მინდოდა ჩემი შანსი მაქსიმალურად გამომეყენებინა, რამდენი წუთიც არ უნდა მეთამაშა - ხუთი, ერთი თუ ოცი. მინდოდა მაქსიმუმი გამეკეთებინა. გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან კმაყოფილი ვარ არა მხოლოდ შედეგით, არამედ გუნდის თამაშითაც“, - ამბობს მექსიკის ნაკრების ფეხბურთელი სანტიაგო ხიმენესი.
კორეის ნაკრების ფეხბურთელების თქმით კი მტკივნეული მარცხის მიუხედავად ისინი ჯგუფის ბოლო შეხვედრისთვის სათანადოდ მოემზადებიან.
„პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა. როგორც თავდამსხმელს, ის შანსი უნდა გამომეყენებინა. ამიტომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ვერ გავიტანე. ფეხბურთელებმა ყველამ თქვეს, რომ მესამე მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ამიტომ კარგად მოვემზადებით და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - ამბობს სამხრეთ კორეის ფეხბურთელი, ჩო გიუ-სონი
ორ შეხვედრაში ორი გამარჯვებით მექსიკის ნაკრებმა არა მარტო 1/16 ფინალის საგზური გაინაღდა, არამედ ჯგუფში პირველი ადგილიც. ხავიერ აგირეს გუნდს 2 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მეორე ადგილზე 3 ქულით მყოფი სამხრეთ კორეა ვეღარ გადაასწრებს, რადგან ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში, გადამწყვეტი ურთიერთშეხვედრებია, სადაც მექსიკის ნაკრებს აქვს უპირატესობა. შესაბამისად მექსიკის ნაკრები 1/16 ფინალის მატჩს 1 ივლისს კვლავ სამშობლოში ითამაშებს, კერძოდ კი ლეგენდარულ „აცტეკაზე” იასპარეზებს.
