საწვავაზე ფასის ზრდისა და მძღოლების დეფიციტის მიუხედავად, სატრანსპორტო კომპანია Transport Exchange Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ლაილ კრესუელი დარწმუნებულია, რომ “ბაზარზე გაცილებით მეტი ეფექტიანობის მიღწევა შეიძლება.
ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი: „ პირველ რიგში, ლაიალ, მოგვიყევით, რას საქმიანობს კომპანია Transport Exchange Group-ი , იგივე TEG-ი.“
ლაიალ კრესუელი, Transport Exchange Group-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი: „ეს პალტფორმა TEG-ი დაახლოებით 26 წლის წინ დავაფუძნეთ. ჩვენი პლატფორმა ბიზნესს ემსახურება - ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ინდუსტრიას. ჩვენი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის უმეტესი ნაწილის გადაზიდვა ჯერ კიდევ სახმელეთო გზით ხდება და ჩვენი პლატფორმა მთელ ამ პროცესს მართავს ისე, როგორც ალბათ ყველამ იცით: თალყურს ადევნებს გადაზიდვას, ადასტურებს ადგილზე მიტანას. გარდა ამისა, ჩვენს პლატფორმაზეა შესაძლებელი ინვოისების წარდგენა და ანგარიშსწორებაც. ერთი სიტყვით, სრულ ციკლს ვემსახურებით“.
ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი: „2025 წელს იყო მძღოლების დეფიციტი, რის გამოც ჯერ კიდევ არის 444 ათასი მძღოლის ვაკანსია. ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა 2024 წელთან შედარებით. მდგომარეობა მართლაც რთულია. რამდენად უნდა აღელვებდეს ევროპას ეს ამბავი?“
ლაიალ კრესუელი, Transport Exchange Group-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი: „სამწუხაროდ მძღოლებს შორის დაბერების მაჩვენებელი საგრძნობლად დიდია. წავიკითხე, რომ, მაგალითად, გერმანელი სატვირთოს მძღოლების თითქმის 50%-ი 55 წელზე მეტი ხნისაა. თუმცა ეს ტენდენცია ისეთივეა, როგორიც ალბათ სხვა მრავალ ინდუსტრიაშიც შეიმჩნევა. ტრადიციულად შორ მანძილზე ტვირთების გადაზიდვა ევროპაში იმას ნიშნავდა, რომ მძღოლი რამდენიმე დღე - ზოგჯერ რამდენიმე კვირაც - გზაში იყო, სახლიდან შორს. და ეს პერსპექტივა მაინცდამაინც ბევრს არ იზიდავდა“.
ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი: „ცხადია, გერმანია ევროპის სატვირთო გადაზიდვების ქსელის ცენტრში მდებარეობს. თუ საგზაო ტრანსპორტისა და მძღოლების ნაკლებობა სერიოზულ პრობლემად იქცევა, რამდენად სწრაფად გავრცელდება მისი ეფექტი, თქვენი აზრით, მთელ ევროპაზე?“
ლაიალ კრესუელი, Transport Exchange Group-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი: „დიახ, ეს სერიოზული პრობლემაა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ბაზარი ახერხებს მოერგოს ასეთ რეალობას. ჩემს კომპანიაზე ვიტყვი ორ სიტყვას. ჩვენი არსებობის ერთ-ერთი მიზეზი თავიდანვე ის იყო, თუ როგორ გაგვეკეთებიან მეტი საქმე არსებული პოტენციალით, რადგან, როგორც იცით, საგზაო გადაზიდვები სულ უფრო რთული ბიზნესი ხდება, უამრავი მიზეზის გამო, იქნება ეს საწვავის ფასი თუ მძღოლების დეფიციტი და ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მარტივად გავართვათ თავი საქმეს და ნაკლები დაძაბულობის გარეშე მოვძებნოთ საჭირო რესურსები. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რომ ამ ყველაფერთან ერთად, მაინც გაცილებით მეტი ეფექტის მიღება შეგვეძლო ბაზრიდან“.
ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი: „და ახლა ევროკავშირი, ლაიალ, მიზნად ისახავს სათბური აირების შემცირებას ყველა ტრანსპორტისთვის. როგორც გავარკვიე, მძიმეწონიანიან საგზაო ტრანსპორტზე მოდის ევროკავშირის მთლიანი მავნე გამონაბოლქვის 6% და გამონაბოლქვის მარეგულირებელი საკნონმდებლო პაკეტის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 45%-ით უნდა შემცირდეს 2030 წლისთვის. რამდენად რეალისტურია ეს, თქვენი აზრით?“
ლაიალ კრესუელი, Transport Exchange Group-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი: „ნამდვილად შესანიშნავია, როდესაც ინდუსტრიის ელექტრიფიკაცია ხდება. როდესაც ინდუსტრია ასე იცვლება. იმის თქმა მინდა, რომ ხალხის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ სგარძნობლად იცვლება. ახლა უკვე ნამდვილად გამოჩნდა ბაზარზე მრავალი ალტერნატივა, რომლებიც თანდათან იკიდებს ფეხს. ფაქტობრივად, ამ დილას სტუდიისკენ რომ მოვდიოდი, დავინახე დიდი სატვირთო მანქანა, რომელიც 100%-ით ელექტრონული იყო. თუმცა მსუბუქი მანქანების მსგავსად, ამასაც აქვს მინუსი, რომელიც კიდევ უფრო მწვავედ სატვირთო გადაზიდვების ინდუსტრიაში იგრძნობა, იმას ვგულისხმობ, რომ ბატარეა ძალიან მძიმეა. ეს ნიშნავს, რომ უფრო ნაკლები ტვირთის დადება შეგიძლია, რადგან ბატარეაც ხომ უნდა ატარო. ეს კი, ცხადია, იმას ნიშნავს, რომ, როდესაც სატვირთოს ტვირთავ, უნდა შეამცირო ტონაჟი, რომელიც მიგაქვს“.
ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი: „რამდენად ხელმისაწვდომია ელექტრიფიკაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა?“
ლაიალ კრესუელი, Transport Exchange Group-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი: „ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ვერ მიხვდები, თუ ამ ინდუსტრიაში არ ხარ ჩართული, ის არის, რომ უამრავი მცირე ბიზნესი მეორეულ ბაზარზე ყიდულობს საქონელს. თუ ახლა ყიდულობ ელექტრო სატვირთო მანქანას, ის, სავარაუდოდ, მხოლოდ 6, 7 ან 8 წელიწადში მოხვდება მეორეულ ბაზარზე. კიდევ ერთი საკითხია, თუ რა ეღირება გადასაყიდი ფასი 5, 6 ან 7 წელიწადში?“
ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი: „ეს ინდუსტრია ყოველი მხრიდან დიდი წნეხის ქვეშ არის. მაინც რომელია ყველაზე დიდი პრობლემა ამ წუთას?“
ლაიალ კრესუელი, Transport Exchange Group-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი: „უნდა ვაღიარო, რომ ამ წუთას, აი, ახლა, როცა ვსაუბრობთ, ყველაზე მეტად საწვავის ფასი გვაწუხებს. საწვავის ფასი სატრანსპორტო კომპანიის ხარჯის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ამიტომ ნება მომეცით, განგიმარტოთ, რომ ბაზარი ზოგადად ორ სხვადასხვა სფეროს მოიცავს. შეგიძლია, დადო ლოგისტიკის კონტრაქტები, მაგრამ პარალელურად მოქმედებს დაუყოვნებლივ განაღდების ბაზარიც, ისევე, როგორც ყველა სხვა საქონლის შემთხვევაში. რომ განვაზოგადო, კონტრაქტების ბაზარზე ბიზნესი კონტრაქტში ჩადებს საწვავის ფასის ზრდის ფაქტორს. ეს კი სულაც არ არის პანაცეა, რადგან, ცხადია, საწვავის ფასი მანამდე უნდა გადაიხადო, სანამ შენ გადაგიხდიან გაწეული სამუშაოს საფასურს. გამოდის, რომ ნაღდი ფულის მოძრაობის პრობლემა გაქვს. მაგრამ ნაღდი ფულით ვაჭრობის ბაზარზე, რა თქმა უნდა, ნებისმიერ მარშრუტზე მიწოდება და მოთხოვნა ერთდროულად ხდება“.
ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი: „ალბათ ძალიან რთულია ფასის დადება ფასების ასეთი რყევის პირობებში“.
ლაიალ კრესუელი, Transport Exchange Group-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი: „წარმოუდგენლად რთულია. გარკვეულწილად, ფსონის ჩამოსვლას ჰგავს. მართალია, რისკებსაც აზღვევენ, მაგრამ ეს მუდმივ ჩასწორებას მოითხოვს, როგორც ვხვდები, ყოველდღე“.
ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი: „ ჩვენ ხშირად გვესმის ისიც, რომ ევროპული ბიზნესი ინვესტიციების ნაკლებობისა და სუსტი დაფინანსების გამო რთულ მდგომარეობაშია. როგორ გგონიათ, ცოტა არ იყოს, განზე ხომ არ რჩებიან ისეთი ინდუსტრიები, როგორიც არის, მაგალითად, ლოგისტიკა, მიუხედავად იმისა, რომ არსებითი მნიშვნელობა აქვთ?“
ლაიალ კრესუელი, Transport Exchange Group-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი: „დიახ, და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. როგორც ვხვდები, ჩვენი ერთ-ერთი მისია საუკუნის ბოლო მეოთხედში ის იყო, რომ ჩვენი ინდუსტრიის პროფილის შესახებ ცნობადობა გაგვეზარდა, რადგან ის, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი ინდუსტრიაა, რომლის შესახებაც ალაბთ ბევრი არაფერი იცით. ჩემი აზრით, სამართლიანი იქნება ამის აღნიშვნა“.
ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი: „მართალია. ჩვენ ხშირად ვწუხვართ, როდესაც აქციები ეცემა, ასე არ არის? მაშინ, როცა არ ვიცით, რა ხდება კულისებში. ამის გათვალისწინებით, რა არის ის ერთი ფაქტორი, რომელიც ყველაზე მეტად გინდათ, რომ შეცვალოს მთავრობამ ან მარეგულირებლებმა, რათა თქვენს ინდუსტრიაში ინვესტიციების მოცულობა გაუმჯობესდეს?“
ლაიალ კრესუელი, Transport Exchange Group-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი: „ვისურვებდი, რომ უკეთ და უფრო ღრმად ესმოდეთ ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგანან ის ბიზნესები, რომელთაც ჩვენ ვემსახურებით ყოველდღე. როგორც თავად ბრძანეთ, ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი ინდუსტრიის მიღმა არავინ აქცევს მაინცდამაინც ყურადღებას ამ ინდუსტრიას, სანამ რაღაცის დეფიციტი არ შეიქმნება. ასე რომ, ამ მისი პროფილის შესახებ ცნობადობის ამაღლება და მისი მნიშვნელობის გაცნობიერება, ჩემი აზრით, საუკეთესო რამ იქნება, რის ხილვაც მინდა. ჩემი კომპანიის გადმოსახედიდან, ვისურვებდი, რომ უკეთ დაარეგულირონ ანგარიშსწორების პირობები ინდუსტრიის შიგნით. ძალიან ადვილია, განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესებისთვის ანგარიშსწორების ვადის გახანგრძლივება მიმწოდებლებისთვის. ეს კი პრობლემაა ბიზნესისთვის, რადგან ის ძალიან ვიწრო მარჟებში მოქმედებს. რაც შეეხება საწვავის ფასს, ვის შეუძლია მასზე გავლენის ქონა? ვერცერთი მთავრობა ვერ შეცვლის ამ მოცემულობას. ბოლო წლებში უამრავი ინიციატივით გამოვიდნენ, მაგრამ ზოგიერთი საკითხი, რომლებზეც ვისაუბრეთ, მაგალითად, მძღოლების დეფიციტი, ძალიან რთული მოსაგვარებელია, იმიტომ, რომ ეს სტრუქტურული პრობლემაა“.
ავტორები : ჰანა ბრაუნი და ანჟელა ბარნესი
