კატეგორიები

კანადის ისტორიული გამარჯვება და ისმაელ კონეს მძიმე ტრავმა

კანადის ისტორიული გამარჯვება და ისმაელ კონეს მძიმე ტრავმა
კანადის ნაკრებმა როგორც 2026 წლის მუნდიალზე, ისე მსოფლი ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა, თანაც საკმაოდ შთამბეჭდავი. B ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში კანადამ კატარი ნაკრები 6-0 დაამარცხა. კანადის შემადგენლობაში ჰეთ ტრიკი გაიტანა ტურინის იუვენტისის შემტევმა ჯონათან დევიდმა.

თუმცა, ისტორიული გამარჯვების მიუხედავად, კანადის ნაკრების გულშემატკივრებში მატჩის შემდეგ არაერთგვაროვანი განწყობა იყო, რადგან მეორე ტაიმში ნახევარმცველმა ისმაელ კონე მძიმე ტრამვა მიიღო. კატარელმა ასიმ მადიბოს უხეშობის შემდეგ ისმაელ კონემ ფეხი მოიტეხა, ხოლო მატჩის მთავარმა მსაჯმა, ასიმ მადიბოს წითელი ბარათი უჩვენა. ეს კატარის ნაკრებისთვის მეორე წითელი ბარათი იყო და გუნდმა შეხვედრა 9 კაცით დაასრულა. ინციდენტს ორი ნაკრების ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მატჩის შემდეგომ ფეხბურთელებმა მომხდარზე ისაუბრეს და ისმაელ კონეს მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.

 

„ეს ძალიან რთული მომენტია, განსაკუთრებით ისეთ მატჩში, რომელიც იმ დროისთვის ფაქტობრივად უკვე მოგებული გვქონდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული იყო ჩვენთვის, თავად მისთვის და მთელი გუნდისთვის. მაგრამ ჩვენ მისთვის უნდა ვიყოთ ძლიერები და მისთვის უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. მესმის მათი იმედგაცრუების. რა თქმა უნდა, ასეთი ანგარიშით წაგება არც ერთ გუნდს არ სურს. მათ გარკვეული რეაქცია უნდა ჰქონოდათ. მათ ფეხბურთელებს ვუთხარი „თქვენი გაბრაზების მესმის, თუმცა თუ ბურთის მოგების შანსი არ გაქვს, მაშინ მასზე თამაშს აზრი არ აქვს, რადგან საბოლოოდ ისე გამოდის, რომ შენ ამას მხოლოდ მეტოკის დასაზიანებლად აკეთებ“, - ამბობს კანადის ნაკრების ფორვარდი, ჯონათან დევიდი.

კანადის ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი სტივენ ეუშტაკიო ამბობს, რომ ეს კანადისთვის განსაკუთრებული ღამე უნდა ყოფილიყო, თუმცა ისმაელ კონეს ტრამვამ ყველაფერი შეცვალა.

„ვფიქრობ, მატჩში ძალიან კარგად დავიწყეთ. ვიცოდით, რომ აქ ძალიან კარგად უნდა გვეთამაშა. მოგება გვინდოდა და კანადისთვის ეს დღე ლამაზ დასამახსოვრებელ დღედ გვექცია. თუმცა ამავე დროს, ის, რაც ისმაელს დაემართა, სიცარიელის განცდას გიტოვებს. ეს ძალიან სამწუხაროა. იცით, ისმაელი ჩვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია. ის ოჯახის წევრივით გვიყვარს და ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. ახლა უბრალოდ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. მასაც ენდომება, რომ ჩვენ შემდეგი მატჩი მოვიგოთ და სწორედ ამის გაკეთებას ვეცდებით. ისინი საკუთარი ფეხბურთელების დაცვას ცდილობნენ, ჩვენ კი ჩვენი ფეხბურთელების. ეს ნორმალურია. მათაც სურთ ჩემპიონატზე შორს წასვლა, მაგრამ ეს აშკარა წითელი ბარათი იყო. ეს საკამოთოც კი არაა. ფაქტობრივად ფეხი მოტეხეს. ისინი კი ყვითელ ბარათს ითხოვდნენ“, - ამბობს სტივენ ეუშტაკიო.

კატარის ნაკრების ფეხბურთელებმა თავიანთ თანაგუნდელის ქმედებები დაიცვეს. მათი თქმით, ასიმ მადიბოს განზრახ უხეშობა არ სურდა.

„რა თქმა უნდა, მომხდარი გამო გილი ძალიან გვწყდება. იმედი მაქვს, ის სრულად გამოჯანმრთელდება. ასეთია ფეხბურთი. ჩვენს ფეხბურთელს ეს განზრახ არ გაუჯეთებია. ისმაელს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - ამბობს ყატარის ნაკრების მცველი, სულთან ალ-ბრეიქი.

„პირველ რიგში, მინდა კანადას გამარჯვება მივულოცო. ეს რთული მატჩი იყო. რაც შეეხება მსაჯის გადაწყვეტილებას, ჩვენ მასზე კომენტარის გაკეთების უფლება არ გვაქვს. მინდა, გუნდის სახელით იმ ფეხბურთელს, რომელიც დაშავდა, მხარდაჭერა გამოუცხადო და მალე გამოჯანმრთელება და კარგად ყოფნა ვუსურვო“, - ამბობს ყატარის ნაკრების ფეხბურთელი იუსუფ აბდურისაღი.

ნაკრებებს შორის დაძაბულობა გაგრძელდა მატჩის დასრულების შემდეგად, როდესაც მსაჯის საფინალო სასტვენს მთავარ მწვრთნელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, მათ შელაპარაკებაზე საუბარი არ ისურვეს და აქცენტი თავიანთი გუნდების გამოსვლაზე გააკეთეს და ისმაელ კონეს მოედანზე მალე დაბრუნება უსურვეს.

„პირველ რიგში, მინდა ისმაელ კონეს ყველაფერი საუკეთესო და რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. ეს არის მთავარი, ჯანმრთელობა. ამიტომ მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ეს იყო ერთი შემთხვევა, ფეხბურთში ასეთი რამ ხდება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასიმ მადიბოს განზრახ ტრავმის მიყენება არ სურდა. დარწმუნებული ვარ, რადგან ეს ეპიზოდი ბევრჯერ ვნახე. მეორე საკითხს რაც შეეხება, ეს უკვე ჯესი მარშსა და ჩემს შორის დარჩება. ახლა ორი არჩევანი მაქვს. ერთი, აქ მსაჯობაზე დავიწყო საუბარი. მეორე კი ყურადღება იმ ერთადერთ რამეზე გავამახვილო, რისი კონტროლიც შემიძლია: ჩემს ფეხბურთელებზე, მათი ძალების აღდგენაზე. მე მათ უნდა ვუთრხა, რომ ყველა გარემოების მიუხედავად მათ ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღეს. ბოლო მატჩისთვის ისე უნდა მოვემზადოთ, რომ საუკეთესო ფორმაში ვიყოთ. ბოლო მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასი იქნება. ჩემპიონატამდე ვინმეს, რომ ეს ვითარება შემოეთავაზებინა, მე მას ხელს მოვაწერდი. ამიტომ ახლა ფეხბურთელებმა როგორ მენტალურად ისე ფიზიკურად ძალები უნდა აღიდგინონ,” - ამბობს კატარის ნაკრების მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი.

კანადის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯესი მარში ისმაელ კონეს მონახულებას პრესკონფერენციის შემდეგ გეგმავდა.

„მისი ოჯახი მასთანაა. დედაც საავადმყოფოში არის და ოჯახის სხვა წევრებიც. ეს ყველაფერი ჩვემს გვერდით მოხდა. ყველამ დავინახედ და ხმაც კი გავიგეთ. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ძალიან ჰგავდა იმ შემთხვევას, როცა ტაჯონ ბიუქენენი ვარჯიშზე დაშავდა. ესეც ჩვენს თვალწინ მოხდა და ძვლების ტკაცუნის ხმა. მის გამო გული გვტკივა. ამ სიტუაციის ბუნების გამო ყველა შოკშია. ისმაელი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, ის ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება. გარკვევით ვიტყვი: ფეხბურთელმა ისმაელს ბოდიში მოუხადა. ის გასახდელშიც შემოვიდა და ბოდიში მოიხადა. ისმაელმაც გვითხრა ამის შესახ. ამიტომ არ მგონია, რომ მას ასეთი მძიმე ტრამვის მიყენება განზრახ უნდოდა. მე მას ამაში არ ვადანაშაულებ. თუმცა, ვერ ვიგებ მათი გუნდის რეაქციას. ამტკიცებდნენ, რომ ეს წითელი ბარათი არ იყო, მაშინ როცა აშკარა უხეშბამ ფეხბურთელს ფეხი მოტეხა. უცნაური ქცევა იყო, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ მთელი ყურადღება ისმაელზე გადავიტანეთ.“

ორი მატჩიშ შემდეგ კანადის ნაკრები დაუმარცხებელია და გუნდი 4 ქულით B ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრაში, სადაც კანადა შვეიცარიას დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში მუნდიალის ერთ-ერთი მასპინძელი პირველ ადგილს დაიკავებს და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად პლეი ოფში გავა. B ჯგუფში მეორე ადგილზე სწორედ შვეიცარიის ნაკრებია, რომელსაც ასევე 4 ქულა აქვს. ევროპულ დაპირისპირებაში შვეიცარიამ ბოსნია ჰერცეგოვინა 4-1 დაამარცხა. მარცხის მიუხედავად, ბოსნია ჰერცეგოვინა, ისევე როგორც კატარი, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებს ინარჩუნებს, შესაბამისად ნაკრებებს შორის შეხვედრას ფინალის ტოლფასი ექნება.

დაკავშირებული ამბები
კანადის ისტორიული გამარჯვება და ისმაელ კონეს მძიმე ტრავმა კრიშტიანო რონალდოსა და პორტუგალიის წარუმატებელი სტარტი მუნდიალზე