ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერი ბრიუსელში, 2 დღიანი სამიტისთვის შეიკრიბნენ. ყურადღების ცენტრში უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გადახედვა და ბლოკის 2 ტრილიონიანი ბიუჯეტი მომდევნო 7 წლისთვის დამტკიცებაა.
სამიტი საფრანგეთის კურორტ ევიანში, დიდი შვიდეულის შეხვედრის კვირეულში იმართება, რომელიც უკრაინისა და ევროპისთვის წარმატებით დასრულდა. ეს მას შემდეგ, რაც დონალდ ტარამპის იმაში დარწმუნება მოხერხდა, ერთობლივ პოზიციას შეერთებოდა უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდისთვის. უკრაინის პრეზიდენტი ევიანიდან ბრიუსელში ცაფრინდა და მხარდაჭერის სიგნალებს უკვე ევროპის დედაქალაქში იღებს.
“ჩვენ რუსეთს ძალიან მკაფიო და ძლიერ გზავნილს ვუგზავნით: უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს მივაწვდი. ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.მეორე მხრივ, რუსეთის ეკონომიკა პრობლემებს განიცდის. ის ფაქტი, რომ რუსეთმა ინტერნეტი შეზღუდა და, მაგალითად, ტელეგრამი დაბლოკა, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს, რადგან რუსეთი კვლავ მართავს რკინის ფარდას, თუმცა ამჯერად ეს ციფრული რკინის ფარდაა, რომელიც საკუთარ ხალხს აღუმართა“-აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„განვიხილავთ უკრაინისთვის მომდევნო ხუთ ძალიან მნიშვნელოვან, ისტორიულ ნაბიჯს და ხუთ ახალ მიმართულებას.ყველა ლიდერს გავუზიარებთ დიდი შვიდეულის შეხვედრების შედეგებს. იქაც მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარდაჭერა, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ზამთრისთვის მზადება და ის, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა პუტინზე. თუ როგორ უნდა ვაიძულოთ პუტინი, გადავიდეს დიალოგზე, ცეცხლის შეწყვეტასა და ამ ომის დასრულებაზე“- თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ორშაბათს ევროკავშირსა და უკრაინას შორის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო, პირველი კლასტერის გახსნით, რომელიც ფუნდამენტურ საკითხებს ეხება, როგორიცაა მართლმსაჯულება, დემოკრატიული ინსტიტუციების ფუნქციონირება და სახელმწიფო შესყიდვები. ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრაზე მომდევნო 5 კლასტერზე დისკუსიები. ევროპული საბჭოს სხდომაზე ვიქტორ ორბანის არყოფნა ევროელებს ამ მხრივ საქმეს უადვილებს.
სამიტზე პირველად გამოჩნდა უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი,პიტერ მაგიარი, რომელმაც მანამდე არაერთი მკაფიო სიგნალი გაგზავნა იმის თაობაზე, რომ არ აპირებს მისი წინამორბედის მსგავსად პროცესში ანტაგონისტის როლი მოირგოს. თუმცა რუსეთისთის გაფართოებულ სანქციებს მოწინააღმდეგე მაინც ჰყავს, ამჟამად ბულგარეთის სახით. სოფია ვეტოსთვის ემზადება,სხვა მიზეზებთან ერთად ქვეყნის ხელისუფლება რუსული ეკლესიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებს ეწინააღმდეგება.
„ეს ომი სანგრებს დიდი ხანია გასცდა, ის ეხება ეკონომიკას, ენერგეტიკას, მისი გავლენა აშკარაა კულტურასა და სპორტში, ისღა დაგვრჩეია, მან რელიგიაც მოიცვას. მე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ ბულგარეთი არავითარ შემთხვევაში არ შეაფერხებს უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ საერთო ევროპულ გადაწყვეტილებებს. თუმცა, ამასთან მკაფიოდ მივანიშნეთ, რომ ჩვენ არ მივცემთ უფლებას საქნციებს დააზიანოს და რისკის ქვეშ დააყენოს ბულგარეთის ეკონომიკა. აქ შემიძლია ხაზი გავუსვა ლუკოილის ფუნქციონირების ირგვლივ არსებულ რისკებს, ასევე რაც დედაქალაქის მეტროს სათადარიგო ნაწილებით მომარაგებას უკავშირდება. ვისაც სურს, შეუძლია გააგრძელოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, ჩვენ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მივიღეთ, თუ რაც გვქონდა მარაგებში. რაც შეეხება ევროკავშირის გაფართოებას, უკრაინაზე დისკუსია დაწყებულია და ჩვენ მოლაპარაკებების პროცესს მხარს დავუჭერთ“- აღნიშნავს რუმენ რადევი, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი.
საგულისხმოა, რომ ორშაბათს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მთელი ერთი წლით გაახანგრძლივა. ახალ, გააფართოებულ სანქციებში დამატებით 34 პირი და 47 რუსული კომპანია მოხდვა - სამხედრო და ინდუსტრიული კმპლექსებიდან. შეზღუდვები შეეხო ჩრდილოვან ფლოტს და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის რამდენიმე ეპისკოპოსსაც.
ამასთან დიპლომატიური იზოლაციის წლების შემდეგ ევროპაში განახლდა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობებაზე მსჯელობაც, თუმცა ქვეყნები საერთო მიდგომაზე ჯერ ვერ თანხმდებიან.
