კატეგორიები

ვინ მოიგო ომი?

ვინ მოიგო ომი?
ჩარჩო შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ხელმოწერილია, თუმცა მისი შინაარსის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები და მზარდი გაურკვევლობა კვლავ არსებობს.

შეთანხმება ვაშინგტონსა და თეირანს შორის ოფიციალურად პარასკევს შვეიცარიაში უნდა გაფორმებული, თუმცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დოკუმენტის ასლს ხელი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად ვერსალის სასახლეში გამართულ ვახშამზე მოაწერა. თეირანის თანხმობის კვალი კი დოკუმენზე პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა დატოვა.

და თუ ირანისთვის ნავთობით შემოსავლის მიღების ახლადგამოჩენილ გზებს განზე დავტოვებთ, როგორც ჩანს, მხარეები პრაქტიკულად იმავე მდგომარეობას უბრუნდებიან, რომელშიც მიმდინარე წლის დასაწყისში - ანი მანამდე იყვნენ, ვიდრე ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები ერთობლივ სამხედრო ოპერაციას დაიწყებდნენ, ირანის კი მეზობელ ქვეყნებზე მიიტანდა იერიშებს. ამ მოვლენებმა რეგიონში ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გლობალური ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია და მსოფლიო ეკონომიკა მშიშვნელოვნად შეარყია.

ახლა თეირანი და ვაშინგტონი 60-დღიან მოლაპარაკებებს იწყებს. მთავარი კითხვა კი ისაა, შეძლებს თუ არა ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უფრო ხელსაყრელი შეთანხმების მიღწევას, ვიდრე რვა წლის წინ მის მიერვე გაუქმებული, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პრობებში გაფორმებული 2015 წლის ბირთვული შეთანხმება იყო.

თეირანმა თავისთვის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი დათმობები უკვე მოიპოვა. გავრცელებული ცნობების თანახმად, ვაშინგტონთან გაფორმებულ ჩარჩო შეთანხმებაში გათვალისწინებულია 300 მილიარდი დოლარის კერძო დონდი, რომელიც ირანში ინვესტიციების წასახალისებლად  შეიქმნება.

არც ვაშინგტონს და არც თეირანს შეთანხმების სრული ტექსტი ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია. რამდენიმე მედიასაშუალებამ სავარაუდოდ გაჟონილი ვერსიები გაავრცელა და ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსთა შეფასებები სწორედ ამ არაოფიციალურ ტექსტს ეფუძნება.

და თუ ეს ტექსტი ზუსტია, იგი მიანიშნებს, რომ თეირანი კონფლიქტიდან უფრო ძლიერი სტრატეგიული პოზიციით გამოვიდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ომის კვლევის ინსტიტიუტის შეფასებით, შეთანხმების პირობები ირანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ შეღავათს გაუწევს, რომელსაც, სავარაუდოდ, სარაკეტო, დრონებისა და ბირთვული პროგრამების, ასევე რეგიონული მოკავშირეების ქსელის აღსადგენად გამოიყენებს.

ამასთან, ანალიტიკოსების თანახმად, არ არსებობს ნიშნები, რომ ირანის ხელმძღვანელობა ბირთვულ საკითხებზე დათმობებისთვის მზადაა. ეს კი იმის მიუხედავად, რომ ვაშინგტონთან საბოლოოდ გარიგების შემთხვევაში დამატებითი ეკონომიკური სარგებელი ელის.

 

შეთანხმების თანახმად, ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები ირანული პორტების ბლოკადას შეწყვეტს. ამ ნაბიჯებმა საწვავის ფასების შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი.

სრუტეში გადაადგილება 60 დღის განმავლობაში უფასო იქნება, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების თქმით, შეთანხმება ამის შემდეგ გადასახადების დაწესებას არ გამორიცხავს.

ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ირანი სავარაუდოდ შეთანხმებაში ორაზროვანი ფორმულირებების გამოყენებას შეეცდება, რათა სრუტეზე ფაქტობრივი კონტროლი შეინარჩუნოს.

შეთანხმება საბოლოოდ გაუქმების გარეშე აჩერებს დონალდ ტრამპის მიერ ირანისთვის ნავთობის ექსპორტზე დაწესებულ სანქციებს. შედეგად, თეირანი კვლავ შეძლებს მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაყოდოს და ამით მილიარდობით დოლარის შემოსავალი მიიღოს.

შეთანხმების პროექტი ასევე ითვალისწინებს ირანის მაღალგამდიდრებული ურანის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზედამხედველობით გაზავებას, თუმცა ამ დაკითხე დამატებითი დეტალები ცნობილი არა არის. თუმცა დამატებითი დეტალები არ არის მითითებული. თეირანის ბირთვულ პროგრამაზე სხვა ნებისმიერი შეზღუდვის დაწესების შესახებ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ წინ არის.

დროებითი შეთანხმება ირანს კიდევ უფრო, მათ შორის ყველა საერთაშორისო სანქციის მოხსნასაც პპირდება, თუკი ბირთვულ საკითხზე საბოლოო შეთანხმება იქნება მიღწეული.

გათვალისწინებულია 300 მილიარდი დოლარის ომისშემდგომი აღდგენის ფონდიც, თუმცა ამ  უცნობია, საიდან უნდა მოვიდეს ეს თანხა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს უცხოეთში გაყინული ირანული აქტივების ნაწილის განბლოკვასაც.

ტრამპის ადმინისტრაციამ აქამდე არაერთხელ განაცხად, რომ მისი მიზნები ირანის სარაკეტო არსენალის განადგურება, რეგიონში ირანის მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების დასუსტება, თეირანის საზღვაო ძალების განადგურება და ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების სამუდამოდ აღკვეთა იყო.

შვიდკვირიანმა საჰაერო დარტყმებმა ირანის რაკეტების მარაგი, წარმოების ინფრასტრუქტურა და სამხედრო შესაძლებლობების სხვა კომპონენტები, სავარაუდოდ მნიშვნელოვნადაც დააზიანა.

თუმცა არსებული ინფორმაციით, არც სარაკეტო პროგრამა და არც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები - ლიბანში ჰეზბოლა, იემენში ჰუსიტები, ღაზაში ჰამასი და ერაყის შიიტური მილიციები მომავალი მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ შედის.

2015 წლის ბირთვულმა შეთანხმებამ ირანის ბირთვული პროგრამა 15 წლით მკაცრად შეზღუდა. ირანს მხოლოდ მცირედ შეეძლო ურანის გამდიდრება, შეზღუდული ჰქონდა მარაგები, მოქმედებდა მკაცრი საერთაშორისო ინსპექციები.

მთავარ კითხვად რჩება, შეძლებს თუ არა ტრამპი უფრო მკაცრი და გრძელვადიანი შეზღუდვების დაწესებად, ვიდრე ეს 2015 წლის შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული.

დაკავშირებული ამბები
ვინ მოიგო ომი? ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია აღარ შედგება