კატეგორიები

გერმანიამ და პოლონეთმა თავდაცვის შესახებ ერთობლივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

გერმანიამ და პოლონეთმა თავდაცვის შესახებ  ერთობლივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი
ევროპის წინაშე მდგარი მზარდი საფრთეების ფონზე გერმანიამ და პოლონეთმა სამხედრო მიმართულებით ახალი თანამშრომლობა გააფორმეს. ის ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ალიანსის გაძლიერებას მოემსახურება,მათ შორის ითვალისწინებს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, ლოგისტიკისა და კიბერ მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე ბალტიის ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ მიმართულებებს.

თავდაცვითი თანაშმრომლობის შესახებ დოკუმენსტ ხელი  ვარშავაში, პოლონეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე  მოეწერა ხელი. ეს ყველაფერი კი კარგი მეზობლობისა და მეგობრული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 35 წლის თავზე.  

„ჩვენ ორივემ კარგად ვიცით, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხო და ეფექტიანი შეკავება წარმოუდგენელია ძლიერი გერმანულ-პოლონური და პოლონურ-გერმანული თანამშრომლობის გარეშე. სწორედ ამიტომ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას და ვდგამთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს მის განსახორციელებლად. დღევანდელი დღე კი ამ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თავდაცვის სფეროში ისეთი შეთანხმების გაფორმებით, რომლის მსგავსი აქამდე არასოდეს გვინახავს.ჩვენ ასევე ერთობლივად ვართ ერთგული იმისა, რომ ნატოს მილსადენების სისტემა ბალტიის ქვეყნებამდე გავაფართოოთ. როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვით შესაძლებლობებსა და აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაზე, ეს მიზნის მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ გზით გვსურს უზრუნველვყოთ საწვავის საიმედო და უსაფრთხო მიწოდება იქ, სადაც თავდასხმის შემთხვევაში ის ყველაზე მეტად იქნება საჭირო“ - აღნიშნა გერმანიის თავდცავის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.

„გერმანიამ თავისი კონსტიტუცია შეცვალა, რათა თავდაცვაზე მეტი დახარჯოს; პოლონეთი კი უკვე მშპ-ის 5%-ს ხარჯავს თავდაცვაზე. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს შესაძლებლობებსა და  პოტენციალს, გვსურს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაც. გვსურს კიდევ უფრო გავაძლიეროთ ყველაფერი, რაც ევროპის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების მშენებლობაში ჩვენს წვლილს უკავშირდება. უსაფრთხოება ვერ იარსებებს პოლონეთის გარეშე, ვერ იარსებებს გერმანიის გარეშე, ჩვენი ღირებულებების გარეშე, ჩვენი მონაწილეობის გარეშე ევროკავშირსა და ნატოში. ჩვენ ვართ ალიანსის ევროპული საყრდენი, ჩვენ ვართ ევროკავშირის ევროპული საყრდენი. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებაზე, ჩვენ ვზრუნავთ ევროპის უსაფრთხოებაზე. თავდაცვის სფეროში ახლახან ხელმოწერილი შეთანხმება თანამშრომლობის ახალ მიმართულებებს ხსნის“- თქვა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ მარცინ კოსინიაკ-კამიშმა.

განსხვავებით პოლონეთსა და საფრანგეთს შორის 2025 წელს მოწერილი თავდაცვითი ხელშეკრულებისა, დოკუმენტი საერთო უსაფრთხოებით გარანტიებს არ ითვალისწინებს. საგულისხმოა, რომ მსგავსი დოკუმენტი უკვე არსებობს პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის,  ამჟამად შეთანხმებაზე  მუშაობა მიდის პოლონეთსა და იტალიას შორისაც.

დაკავშირებული ამბები
გერმანიამ და პოლონეთმა თავდაცვის შესახებ ერთობლივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი ევროპარლამენტმა მიგრაციის შესახებ უმკაცრესი კანონი დაამტკიცა