დახმარებისა და დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ გაეროს სასურსათო სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ შეერთებული შტატებისგან გრანტის სახით 800 მილიონი დოლარი მიიღეს.
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომედგენლობამ განაცხადა, რომ ეს დაფინანსება მოხმარდება მის ოპერაციებს, რათა დაეხმაროს 38 მილიონზე მეტ ადამიანს 37 ქვეყანაში, მათ შორის ლიბანში ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ან ხალხს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ებოლას ვირუსით დაზარალებულ რეგიონებში.
სააგენტოს ოპერაციები მოიცავს საკვების მარაგის წინასწარ მომზადებას, დახმარების მიწოდებასა და სტიქიურ უბედურებებზე რეაგირებას.
მსოფლიო სასურსათო პროგრამაში აცხადებენ, რომ შიმშილის წინაშე მყოფი ადამიანების რიცხვი წელს რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს.
შეერთებული შტატები სააგენტოს უმსხვილესი დონორია, თუმცა მისი შენატანი 2024 წლიდან განახევრდა და 2025 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
გასულ წელს, გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამამ განაცხადა, რომ ამერიკის მიერ საგანგებო სასურსათო პროგრამების დაფინანსების შემცირება მთელ მსოფლიოში შიმშილით ზღვარზე მყოფი მილიონობით ადამიანისთვის „სიკვდილის განაჩენის“ ტოლფასი იქნებოდა.
2025 წელსგაეროსთვის გამოყოფილიაშშ-ისჰუმანიტარულიდაფინანსებაოთხზეგაიყოდა3 მილიარდ 400 მილიონდოლარზენაკლებიშეადგინა.
