კატეგორიები

აშშ უერთდება უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის შესახებ დიდი შვიდეულის ერთობლივ პოზიციას

აშშ უერთდება უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის შესახებ დიდი შვიდეულის ერთობლივ პოზიციას
ირანში ომის დასრულების შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომზე თეთრის ახლის ფოკუსირების ირიბი ნიშნები უკვე იკითხება. ამის მაგალითია დიდი შვიდეულის ქვეყნების ბოლო ერთობლივი განცხადება, რომელის ხელმომწერებს შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიცაა.

მასში უკრაინის  თავისუფლების, სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის ირგვლივ ჯგუფის ქვეყნების ერთიანებაა დაფიქსირებული. ხაზგასმულია უკრაინის პროგრესი,რომელსაც ქვეყანამ ბოლო თვეების მანძილზე ბრძოლის ველზე მიაღწია.

რაც მთავარია,  დოკუმენტში ცალკე ნაწილი ეთმობა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის საკითხს და ამ კონტექსტში სანქციების გაძლიერებაა ხაზგასმული - ნაბთობისა და გაზის სექტორში. ტექსტის თანამხად დიდი შვიდეულის წევრები მიიჩნევენ,რომ ესაა სწორი დრო დამატებითი ზომებისთის, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად გარიგებას მიაღწია,რასაც ყველა მიესალმა.

„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როგორც ჩვენ ყველამ, უბრალოდ აღნიშნა, რომ დღეს რუსეთის მხრიდან არ არსებობდა სერიოზული მზადყოფნა მშვიდობაზე სასაუბროდ. ამიტომ, არ ვიცი როგორ გითხრათ, იქნება თუ არა „მანამდე“ ან „შემდეგ“ ეს ჩემი განსასჯელი არ არის, ფაქტები თავად გვიჩვენებს,. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მოხდა გარკვეული ცვლილება, „ევიანის მომენტს“ ნამდვილად ჰქონდა ადგილი, კონკრეტულად უკრაინასთან დაკავშირებით. ეს მომენტი კი იმაში მდგომარეობს, რომ ყველამ დიდი პატივისცემით მოისმინა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარმოდგენილი სიტუაციის შეფასება; ყველამ აღნიშნა, რომ უკრაინა ბევრად უკეთ უწევს წინააღმდეგობას, ვიდრე ზოგს შეიძლებოდა ეფიქრა, და რომ რუსეთი რთულ მდგომარეობაშია; და ყველამ თქვა: ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ; ყველამ თქვა: ჩვენ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე; და ყველამ თქვა: უნდა გავაგრძელოთ ეს კურსი. მე  ვფიქრობ, რომ  ევიანის სამიტზე ვიხილეთ მიდგომის ძალიან ღრმა ცვლილება,  ამერიკის შეერთებული შტატების მზადყოფნა ითანამშრომლოს **ევროპელებთან უკრაინის მხარდასაჭერად, საერთო სურვილი ამ საკითხზე წინსვლისთვის. და რაც შეეხება სამხედრო მხარდაჭერას - თავდაცვის სისტემებს, შორი მოქმედების შესაძლებლობებს და ლიცენზირებას -  ეს აბსოლუტურად გადამწყვეტია“-**აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა,ემანუელ მაკრონმა.

**„აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპმა თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ დიდი შვიდეულის სამიტზე ერთობლივი დეკლარაცია გამოვეცით და ჩვენი დროის მთავარ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ საკითხებზე საერთო ენა ვიპოვეთ. ამას მე ნამდვილ წარმატებად მივიჩნევ. სინამდვილეში, ჩვენს განცხადებაში ამ საკითხზე ძალიან მკაფიო გზავნილი იკითხება. ჯგუფის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა უფრო ძლიერია, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა. G7-ის ყველა პარტნიორი გააძლიერებს სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭრას უკრაინისთვის“-**თქვა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შექმნილია გარკვეული ახალი შესაძლებლობება და ამ მომენტის გამოსაყენებლად მხარეები თანხმდებიან, უკრაინისთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე, დამატებითი შემაკავებელი სისტემების და შორი მოქმედების შესაძლებლობებით მომარაგებაზე. დადასტურებულია უკრაინის სამხედრო წარმოების თვალსაზრისით არსებული ლიცენზიების გახანგრძლივების შესაძლებლობები. მისი ენერგეტიკული მედეგობის აუცილებლობა მომავალ ზამთარში. კონკრეტიკაში თავად დონალდ ტრამპი არ შესულა, თუმცა მოლოდინები რომ მასაც აქვს,განცხადებიდანაც იკვეთება.

**„მე ტელეფონით ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აც, რომელიც აქ იყო. მინდა გითხრათ,რომ რაღაც მოხდება,რადგან ისინი ბევრ ადამიანს კარგავენ. ბევრი ჯარისკაცი იღუპება, ორივე მხარე დიდ დანაკარგებს განიცდის. რუსეთი უფრო მეტს კარგავს, რადგან ისინი შეტევაში არიან. და როდესაც ომში შეტევაში ხარ, უფრო მეტს კარგავ. საკმაოდ მარტივია“-**თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

პოზიციებს იზიარებს იტალიის პრემიერიც.  ჯორა მელონიმ ამასთან განაახლა მოწოდებები ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ რუსეთთან საკონტაქტოდ უკრაინის საკითხზე. ამ როლში კი იტალიის ლიდერი ბლოკის უმსხვილესი ქვეყნების წარმომადგენლებს ვერ ხედავს და ამის არგუმენტსაც ასახელებს.

„ვფიქრობ, რომ თუ ამ საკითხზე შედეგის მიღწევა გვინდა, შემიძლია გითხრათ: ჩემი აზრით, ძალიან რთული იქნება რომელიმე დიდი ევროპული ქვეყნიდან ვინმეს წარდგენა. ვფიქრობ, რომ ასეთი ქვეყნების წარმომადგენლის დასახელება შეთანხმებას, ჩემი თვალსაზრისით, უფრო გაართულებდა. ამიტომ, მე მივმართავდი ევროკავშირის საშუალო ზომის სახელმწიფოებს“- ამბობს იტალიის პრემიერი, ჯორჯა მელონი.

საბოლოოდ დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერების შეკრება უკრაინისთვის წარმატებულად შეფასდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთი ქვეყნისგან მიიღო პირობა, სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებასთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ის ახლადგაჩენილი პოლიტიკური შესაძლებლობებია, რომელმაც უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის დასასრული რეალური უნდა გახადოს.

დაკავშირებული ამბები
ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია აღარ შედგება კრიტიკა აშშ-დან და NATO-ს გადატვირთვის ინიციატივა