გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მომავალ წელს თითქმის 2 მილიონ 400 ათასი ლტოლვილის განსახლება იქნება საჭირო, რადგან მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შეამცირა ლტოლვილთა მიღება.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ამბობს, რომ ლტოლვილების პრობლემის მოსაგვარებლად ბევრი გზა არც კი არსებობს. სამწუხაროდ, მათ, ომის, ძალადობისა და დევნის გამო სახლში დაბრუნება არ შეუძლიათ, ვერც იმ ქვეყნებში არიან უსაფრთხოდ, სადაც თავშესაფარს ითხოვენ.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ქვეყნებს განსახლების პროექტის გაფართოებისკენ მოუწოდებს, რათა მათ გაზარდონ ლტოლვილთა კვოტები და დააჩქარონ განაცხადებების დამუშავება.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, მომავალ წელს 43 ქვეყნიდან წამოსულ 2 მილიონ 370 ათას ადამიანს რომლებიც 76 ქვეყანაში ცხოვრობენ, სხვაგან გადასახლება მოუწევთ.
ამ მხრივ ყველაზე დიდ ჯგუფს ავღანელი ლტოლვილები წარმოადგენენ.
შემდეგ არიან ლტოვილები სამხრეთ სუდანიდან, სუდანიდან და სირიიდან, ასევე მიანმარიდან ჩამოსული როჰინგელი ლტოლვილები, რომლებიც ბანგლადეშში უზარმაზარ ბანაკებში ცხოვრობენ.
იმ ლტოლვილთა რაოდენობა, რომელთაც უწევთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, გასული წლის ანგარიშთან შედარებით 6%-ით შემცირდა.
ეს ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ როგორს ირანსა და პასიკტანში მყოფი ავღანელები ასევე სირიელები. 2024 წლის დეკემბერში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ.
