კატეგორიები

მოგზაურობა ბელგრადში

მოგზაურობა ბელგრადში
ბელგრადი საოცარი კონტრასტების ქალაქია, რომელიც ხიბლავს მნახველებს  თავისი ციხესიმაგრისა თუ მდინარე დუნაის საოცარი ხედებით. ამ ქალაქში იმოგზაურა ევრონიუსის კორესპონდენტმა ლილი დაუსმა.

Grand Voyager-ის ამ ეპიზოდში ლილი დაუსმა იმოგზაურა კონტრასტების ქალაქ ბელგრდაში - ქალაქში რომლიც სავსეა ისტორიით, კულტურითა და მდინარის ენერგიით. ლილიმ მოგზაურობა Belgrade Insider-ის გიდთან ერთად დაიწყო, რომელმაც დაათვალიერებინა ქალაქის ისტორიული ქუჩები და მოედნები. ასევე აიყვანა კალემეგდანის ციხესიმაგრზე, რომელიც ამაყად გადმოჰყურებს ქალაქს და საიდანაც მდინარეების დუნაისა და სავას შესართავის პანორამული ხედი ჩანს და რომელიც ბელგრადის სტრატეგიულ მნიშვნელობას წარმოაჩენს წარსულში.

გზად ლილიმ გასინჯა სერბული სამზარეული რესტორან Tri Sesira-ში, დაეხმარა მზარეულს ადგილობრივი კერძის ჩევაპის მომზადებაში და თან სერბული კულტურის თბილი სტუმარმასპინძლობის გემოც გაიგო.

 ამის შემდეგ ლილიმ YugoTour-ის კლასიკური სერბული ავტომობილით Yugo-თი იმგზავრა და ბელგრადის სოციალისტური ეპოქის ნოსტალგიური ადგილები მოინახულა - მათ შორის ბრუტალიზმის სტილსი არქიტექტურაც. ახალ ბელგრადში ექსკურსიის დროს ლილიმ ბელგრადის იუგოსლავიური წარსულის ამბები გაიგო და სერბების რთული იდენტობის საკითხზეც მეტი ინფომაცია მიიღო.

მთელი დღის სიარულსი ემდეგ ლილი სასტურო The Bristol Belgrade-ში დაბინავდა - ეს სასტუმრო, რომელიც  შესანიშნავად აღადგინეს, კლასიკური ელეგანტურობისა და თანამედროვე ფუფუნების ნიმუშია.

ქალაქგარეთ ლილიმ ავალას მთა დალაშქრა, ამის შემდეგ კი კაიაკით გაისერინა მდიარეების დუნაისა და სავას შესართავში, სადაც გაიგო, რომ ბელგრადში წყლის პირას სიცოცხლე ჩქეფს.

ავტორი: ლილი დაუსი

დაკავშირებული ამბები
მოგზაურობა ბელგრადში ფრიგიელი მეფეებიდან თანამედროვე დიპლომატიამდე - ანკარა მსოფლიო კულტურათა გზაჯვარედინზე