კატეგორიები

დიდი ბრიტანეთი 16 წლამდე მოზარდებს სოციალური მედია პლატფორმებზე წვდომას აუკრძალავს

დიდი ბრიტანეთი 16 წლამდე მოზარდებს სოციალური მედია პლატფორმებზე წვდომას აუკრძალავს
დიდი ბრიტანეთი 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელებს მომავალი წლიდან აკრძალავს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს იმედი აქვს,რომ შესაბამის განკარგულებას შობამდე მიიღებს.

ქვეყნის ლიდერმა ისიც დასძინა, რომ მზადაა პასუხისთვის, თუ ტექნოლოგიური გიგანდები ამ გეგმისთვის ხელის შეშლას გადაწყვეტენ. ის კომპანიებს მოუწოდებს გააძლიერონ კონტროლის მექანიზმები, რომელიც მომხმარებლის ასაკთან და კონტენტთან დაკავშირებითაა გათვალისწინებული. დარღვევების შემთხვევაში სასჯელი მძიმე იქნება.

 „ჩვენი ქვეყნისთვის ეს დიდი დღეა, დიდ ნაბიჯს ვდგამთ და რეალურ ცვლილებას ვიწყებთ ჩვენი ბავშვებისთვის და ჩვენი მომავლისთვის. ყველა მშობელს შეუძლია საკუთარი თვალით დაინახოს, თუ როგორ ართმევს სოციალური მედია ბავშვებს ბედნიერებას. ის ბულინგს, დაშინებასა და ძალადობას უფრო მარტივს ხდის და ზიანს აყენებდეს მათ მენტალურ ჯანმრთელობას, რადგან ბავშვები ეცნობიან ისეთ კონტენტს, რომელიც საშიშია, ყურადღებას ხომ სწორედ ასეთი შინაარსი იპყრობს.უსასრულო სქროლვის ფუნქცია შეგნებულადაა შექმნილი იმისთვის,რომ დამოკიდებულება გამოიწვიოს. ბავშვებს აღარ რჩებათ დრო საშინაო დავალებისთვის, წიგნების კითხვისთვის, მეგობრებთან გარეთ თამაშისთვის, ან საღამოს დროულად დაძინებისთვის. სწორედ ეს აქტივობები ეხმარება ბავშვს ჩამოყალიბდეს ზრდასრულ ადამიანად. მაგრამ ეს ცვლილება ადვილი არ იქნება. ზოგიერთ ტექნოლოგიურ კომპანიას სურს გვაფიქრებინოს, რომ სოციალური მედია შეუცვლელია, თითქოს ის ბუნებრივი წესრიგის ნაწილია. მაგრამ ჩვენ ამას წინააღმდეგობას გავუწევთმ, ჩვენ გვაქვს არჩევანი და ძალა. ჩვენ შეგვიძლია ცვლილების მოხდენა და ამს გავაკეთებთ კიდეც“-აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეთის ხელმძღვანელს არ დაუზუსტებია,კონკრეტულად რომელი აპლიკაციები აიკრძალება მომავალი წლიდან არასრულწლოვნებისთვის,თუმცა ბავშვების უსაფრთხოებისა და კეთლდღეობის საქმეში კომპრომისების განხილვას არ გეგავს.ამას საზოგადოებრივი დაკვეთაც ამყარებს, რადგან  ეროვნულ დონეზე ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ზრდასრულების 90 % სოც-მედიის აკრძალვას ემხრობოდა მოზარდებში. ამბავს განსაკუთღებული სიხარულით არ შეხვედრიან თავად ახალგაზრდები, თუმცა მათი ნაწილი იაზრებს იმ მოლოდინს, რომ ფართო გაგებით შეზღუდვას შესაძლაო პოზიტირუი ეფექტი ჰქონდეს მათ ცხოვრებაზე.

დიდი ბრიტანეთი ამ გზით უერთდება მოზარდებისთის სოც-მედიის აკრძალვის მსოფლიო ტენდენციას. ავსტრალიამ, კანადამ, ბრაზილიამ და ინდონეზიამ უკვე მიიღეს შესაბამისი კანონები, სხვა ქვეყნებში კი  საკიტხები აქტიური განხილვის პროცესშია.

საგულისხმოა, რომ ბრიტანული კანონი სხვებზე მკაცრი იქნება და გარდა ასაკობრივი შეზღუდვისა ის ინტერნეტში შესვლაზე ე.წ. კომენდანტის საათის დაწესებასაც კი ითვალისწინებს. ასევე შეზღუდვებს ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შემქნილ ჩატბოტებთან მოზარდების კომუნიკაციაში.

დაკავშირებული ამბები
დიდი ბრიტანეთი 16 წლამდე მოზარდებს სოციალური მედია პლატფორმებზე წვდომას აუკრძალავს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს