წინასწარი შედეგების მიხედვით, შვეიცარიელებმა ქვეყნის მოსახლეობის 10 მილიონამდე შეზღუდვის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.
კვირას, შუადღისას, საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე, წინასწარი შედეგებით ცნობილი გახდა, რომ ინიციატივას დაახლოებით 55 პროცენტი ეწინააღმდეგებოდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ კი 57 პროცენტს გადააჭარბა.
შვეიცარელების უმეტესობა ფიქრობს, რომ მემარჯვენე სახალხო პარტიის (SVP) მიერ წარდგენილი წინადადება ქაოსს გამოიწვევს და დამანგრეველი გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკასა და ევროკავშირთან ურთიერთობაზე.
ლოზუნგით „არა 10-მილიონიან შვეიცარიას!“ მოძრაობას სურს, რომ შვეიცარიის მოსახლეობის რაოდენობამ, რომელიც ამჟამად 9.1 მილიონია, 2050 წლამდე 10 მილიონს არ გადააჭარბოს.
„შვეიცარიის მემარჯვენე სახალხო პარტია“ მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი იმიგრაცია ამწვავებს საცხოვრებლის დეფიციტს, იწვევს ქირის ზრდას, ინფრასტრუქტურის გადატვირთვასა და ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლას.
მათი აზრით, წინადადების მიღება იმიგრაციას მნიშვნელოვნად შეაფერხებდა.
ამავდროულად, 14 ივნისს გამართულ კიდევ ერთ რეფერენდუმში ამომრჩევლებმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესწორების დამტკიცებას დაუჭირეს მხარი.
უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში ქვეყანაში სამოქალაქო სამსახურის შესახებ კანონს ექვსი ახალი პუნქტი დაემატება.
