თურქეთის შუაგულში მდებარე ანკარა დასავლეთისა და აღმოსაველთის ცივილიზაციების დამაკავშირებელი სტარტეგიული ხიდია, რომელსაც ისტორიული და არქეოლოგიური წარსულიც ამყარებს.
ანატოლიური ცივილიზაციების მუზეუმის მენეჯერის მოადგილე უმუთ ალაგოზი იკვლევს ამ ათასწლოვან მემკვიდრეობას არტეფაქტების საშუალებით და ამბობს, რომ ანატოლია მესოპოტამიისა და ხმელთაშუა ზღვის კულტურების დამაკავშირებელი ხიდია.
ამ მემკვიდრეობას ამყარებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ქალაქი გორდიონი, რომელიც ერთ დროს ძველი ფრიგიის სამეფოს დედაქალაქი იყო . არქეოლოგი და ანატოლიური ცივილიზაციების მუზეუმის დირექტორის მოადგილე მუსტაფა მეთინი აღნიშნავს, რომ გორდიონში მდგარი 3 ათასიწლოვანი ციტადელი და 53 მეტრის სიმაღლის მქონე სამარხი, რომელიც მეფე გორდიოსს ეკუთვნოდა, არის მტკიცებულება იმისა, რომ აქ ერთ დროს ანტიკური ძლევამოსილი სამეფოს ცენტრი იყო.
დღეს ამ ქალაქის პოლიტიკური ფუნქცია სურსათის სფეროსაც ეტყობა, რომელიც ცნობილია მაღალი სტანდარტებითა და დახვეწილი სტუმართმოყვარეობით. რესტორან Trilye-ის მფლობელი სურეია უზმეზი ამბობს, რომ იგი ზღვის პროდუქტებს თურქეთის მთელი სანაპირო ზოლიდან იღებს.
დღეს ანკარა თურქეთის პოლიტიკური დედაქალაქია, მაგრამ, ამავდროულად, ის არის ქალაქი, რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. ადგილი, სადაც ანტიკური მემკვიდრეობა, კულტურა და თანამედროვე ყოფა ერთმანეთს ხვდება.
ავტორი: ჩინცია რიცი
