სტამბოლში თვალშისაცემია დახვეწილი გემოვნება, რადგან მისი ფესვები კულტურით საზრდოობს. აქ ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრეობა თანამედროვე ტენდეციებს ერწყმის.
ნიშანტაშის უბანში იუველირი სევან ბიჩაქჩი, რომელსაც მეტსახელად „ბეჭდების მბრძანებელსაც“ უწოდებენ, თავის ნამუშევრებში ოსმალეთის იმპერიისა და აღმოსავლეთ რომის ტენდენციებს გამორჩეული ოსტატობით აქსოვს.
სამეფო კარის მემკვიდრეობის ნიმუშია ბოსფორის სრუტის პირას მდგარი ჩირაღანის სასახლე (Çırağan Palace), ოდესღაც სულთნების რეზიდენცია ოსმალეთის იმპერიის დროინდელ სულსა და დახვეწილ სტილს ინარჩუნებს. რაც შეეხება მე-16 საუკუნის ზეირეკ ჩინილი ჰამამის შენობას (Zeyrek Çinili Hamam), მისი რესტავრირებული აბანოები და წყლის აუზი, სადაც ახლა თანამედროვე ხელოვნების გამოფენები ეწყობა, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ავტორი: ჩინცია რიცი
