კვიპროსის რესპუბლიკაში ამოქმედდა სოციალური პროგრამა, რომელიც ახალ სიტყვას ამბობს სიღარიბის დაძლევისა და სოციალური გარიყულობის აღმოფხვრის კუთხით. ეს პროგრამა საზოგადოების წევრებს შორის ახლო ურთიერთობის დამყარებას გულისხმობს.
„ჩემს ცხოვრებაში ეს პროგრამა იმედის სხივივით შემოიჭრა“, ამბობს მარიანა ანდრეევა, რომელიც პროგრამა „უბნის სოციალური მუშაკის“ 4 ათასი ბენეფიციარის რიცხვშია.
ამ 57 წლის ქალს ძალიან უჭირდა სახლში თავის 20 წლის აუტისტ ვაჟთან ურთიერთობა და რჩევისთვის უბნის სოციალურ მუშაკს ანტრი ნიკოლაუს მიაკითხა. ანტრი დაეხმარა მარიანას საბუტების მოწესრიგებაში და შვილზე ზრუნვაში, რის შემდეგაც მარიანამ ისევ შეძლო მუშაობა.
ორი მცირეწლოვანი გოგონას მარტოხელა მშობელმა ემილი სტეფანოვმაც მიიღო ანტრისგან დახმარება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა რაც შეეზლო, რათა ემილის ოჯახს ჰქონოდა საკვები, ელექტროენერგია, ხოლო ბავშვებს მომვლელი ჰჰოლოდათ. ამის შემდეგ ემილის თავდაჯერებაც მოემატა და საშუალებაც მიეცა, რომ ისევ დაეწყო მუშაობა. „თუ რაღაც გვაკლია, თუ რამე გვჭირდება, ანტრი ყოველთვის ჩვენ გვერდით არის“, განიცხადა ემილიმ „ევრონიუსს.“
კვიპროსზე, სიღარიბის დაძლევის პროგრამას სამი საყრდენი აქვს: პრევენცია, ინდივიდუალური დახმარება და ადამიანთან სიახლოვე. სწორედ ეს ბოლო ფაქტორი - ადამიანთან ახლო კონტაქტი არის მისი წარმატების გასაღები. ამ პროგრამსი წარმატება აჩვენებს, რომ სოციალური კეთილდღეობის ინოვაციურ პოლიტიკას ნამდვილად შეუძლია საზოგადოებისთვის სარგებლის მიცემა.
კვიპროსის სოციალური კეთილდღეობის სისტემის განახლება ევროკავშირის სიღარიბის დაძლევის პირველი სტრატეგიის ამოქმედებას მოჰყვა შედეგად. მთლიანობაში ამჟამად 93 მილიონ ევროპელს ემუქრება სიღარიბე და სოციალური გარიყულობა. ევროკავშირის მიზანია, მათი რაოდენობა 2030 წლამდე 15 მილიონით შეამციროს, ხოლო 2050 წლისთვის სიღარიბე მთლიანად აღმოფხვრას.
გაეროს ყოფილი სპეციალური მომხსენებელი უკიდურესი სიღარიბის საკითხებზე პროფესორი ოლივიე დე შუტერი დადებითად აფასებს სიღარიბის დაძლევის ევროპულ სტრატეგიას, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ხელს უწყობს ხელმისაწვოდმობის გაზრდას სოციალურ მომსახურებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათ ადამიანმა შეძლოს კუთვნილი სოციალური დახმარების და მხარდაჭერის მიღება, რაც საშუალებას იძლევა, რომ მოქალაქემ იმუშაოს.
ავტორი: ჯერემი ვილქსი
