კატეგორიები

ახლი სულიერი ლიდერი ირანს აშშ-სა და ისრაელზე გამარჯვებულად აცხადებს

ახლი სულიერი ლიდერი ირანს აშშ-სა და ისრაელზე გამარჯვებულად აცხადებს
ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა მოჯტაბა ხამენეიმ მოულოდნელი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ირანმა აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ ომში  გამარჯვებას მიაღწია.

სულიერი ლიდერის განცხადება, ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის, რუჰოლა ხომეინის გარდაცვალების 37-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე წაიკითხეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბოროტმა მტერმა ირანის შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა, როგორც სამხედრო ველზე, ასევე საზოგადოებრივ არენაზე.

„ბოროტმა მტერმა, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირებისას თქვენს მამაც შვილებთან დამარცხდა და მნიშვნელოვანი დამცირება განიცადა როგორც ბრძოლის ველზე, ისე საზოგადოებრივ არენაზე ღრმა, ჰიბრიდული ომის ფარგლებში თავისი ძალისხმევა ორი მიზნისკენ მიმართა: ხალხის მდგრადობის შესუსტებასა და ქვეყნის ოფიციალურ პირებში არასწორი გათვლების გაკეთებაზე. ბატონობის სისტემა, რომელმაც დაახლოებით 80 წლის წინ შექმნა, სახელად ისრაელი, ვერ იტანს ძლიერი და დამოუკიდებელი ირანის არსებობას, რომელსაც ე.წ. „დიდი ისრაელის“ ყალბი და გამოგონილი გეოგრაფიის აღმოსავლეთ საზღვარზე მრავალი უპირატესობა და შესაძლებლობა გააჩნია. ამიტომაც ის არ ზოგავს ძალისხმევას შეაჩეროს ირანის წინსვლა,“ - ნათქვამია ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა მოჯტაბა ხამენეის განცხადებაში.

განცხადებაში, რაჰბარი ირანელ ხალხს მოუწოდებს, მტრის ჰიბრიდული ომის გეგმებს სიმტკიცით, სიფხიზლით, ერთიანობით, ერთმანეთის ნდობითა და დაცვით შეხვდნენ. მან ირანის ოფიციალურ პირებს მოუწოდა ირანის სახელმწიფო პრინცები დაიცვან და გააფრთხილა, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც საზოგადოებრივ პესიმიზმს ან იმედგაცრუებას გამოიწვევს, მტრის დახმარების ფორმად და ირანელი ხალხის წინააღმდეგ გადადგულ ნაბიჯად ჩაითვლება.

მას შემდეგ, რაც ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების იერიშების დაწყებისთანავე, ირანის ისლამური რესპუბლიკის ყოფილი სულიერი ლიდერი, ალი ხამენეი მოკლეს, მისი ვაჟი და მემკვიდრე, მოჯტაბა ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა. ირანის სახელმწიფო მედია პერიოდულად მის წერილობით განცხადებებს ავრცელებს.

დაკავშირებული ამბები
ახლი სულიერი ლიდერი ირანს აშშ-სა და ისრაელზე გამარჯვებულად აცხადებს მარკო რუბიოს განცხადებით, ირანი თანახმაა, ბირთვული პროგრამის საკითხებზე მოლაპარაკებები აწარმოოს