რუსეთის ფედერაცია ექვსი თვით საავიაციო საწვავის ექსპორტს აჩერებს. მიზეზად მოსკოვი საშინაო მიწოდების უზრუნველყოფას ასახელებს.
ცნობილია,რომ დროებითი შეზღუდვა 2026 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა და 2026 წლის 30 ნოემბერს ამოიწურება. კრემლში ხაზს უსვამენ, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის საწვავის ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებაა, თუმცა მედიაში ხაზს უსვამენ, რომ ამგვარი ზომის მიღება აგრესორ სახელმწიფოს უკრაინის მხრიდან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თუ ენერგეტიკულ მარაგებზე მიტანილი გაძლიერებული იერიშების შედეგია. სწორედ ამ მიზეზით, რუსეთში ნედლი ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი ბოლო 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა.
ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება,როდესაც ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდიარე, საავიიაციიო საწვავის მარაგები ბევრი ქვეყნისთის და ავიაკომპანიისთვის იქცა პრობლემად. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ექსპორტის შეზღუდვა ნავთობპროდუქტების გლობალურ ფასებზე გარკვეულ ზეწოლას შექმნის, Bloomberg-ის შეფასებით, მისი გავლენა სავარაუდოდ შეზღუდული იქნება.
ახალი აკრძალვა ვრცელდება ბირჟაზე შეძენილ საწვავზე,თუმცა, შეზღუდვა არ შეეხება ტრანზიტში მყოფი საჰაერო ხომალდებისთვის განკუთვნილ საწვავს, რომელიც რეზერვუარებში უკვე მოთავსებულია. იგივე ეხება საავიაციო საწვავის იმ პარტიებს, რომლებთან დაკავშირებითაც საბაჟო პროცედურები დროებითი შეზღუდვის ამოქმედებამდე იყო დაწყებული. გამონაკლისია მთავრობათაშორისი შეთანხმებების საფუძველზე განსახორციელებელი მიწოდებაც.
