კატეგორიები

პეტერ მადიარის მთავრობა პრეზიდენტ ტამაშ შუიოკის გადაყენებისთვის კონსტიტუციის შეცვლას გეგმავს

პეტერ მადიარის მთავრობა პრეზიდენტ ტამაშ შუიოკის გადაყენებისთვის კონსტიტუციის შეცვლას გეგმავს
პრეზიდენტ ტამაშ შუიოკის თანამდებობიდან გადაყენებისთვის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაზე საუბრობს. ამან კი შესაძლოა პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებსაც გაუხსნას გზა.

„როგორც ვიქტორ ორბანმა მიატოვა უნგრელი ხალხი, ისე მიატოვა უნგრეთის რესპუბლიკა მის მიერ დანიშნულმა ტამაშ შუიოკმაც,“ - განაცხადა პეტერ მადიარმა ორშაბათს შანდორის სასახლესთან გამართულ ბრიფინგზე. მანვე თქვა, რომ უნგრეთის ინტერესებშია, პრეზიდენტის თანამდებობამ ის ავტორიტეტი დაიბრუნოს, რომელიც ბოლო წლებში მოქმედი პრეზიდენტის „დუმილით, გაუმართლებელი გადაწყვეტილებებითა და უმოქმედობით მნიშვნელოვნად დაზიანდა.“F

როგორც მადიარი ამბობს, მან პრეზიდენტს აცნობა, რომ თუკი თანამდებობაზე დარჩენას გადაწყვეტს და საკუთარი ნებით არ გადადგება, მმართველი პარტიის დეპუტატებს მისი გადაწყვეტილების შესახებ დღესვე შეატყობინებს და შესაბამისი პროცედურებიც დაუყოვნებლივ დაიწყება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადებები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მან არ დააკონკრეტა, რა სახის საკონსტიტუციო ცვლილებებს ამზადებს მთავრობა, თუმცა განმარტა, რომ ცვლილებები კონკრეტულ პირზე მორგებული არ იქნება და ისეთ სამართლებრივ ჩარჩოს შექმნის, რომელიც  სახელმწიფო ლიდერების თანამდებობიდან გადაწყენების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

პეტერ მადიარმა ასევე აღნიშნა, რომ სურს მოქალაქეებს პრეზიდენტის არჩევაში უფრო დიდი როლი ჰქონდეთ. ეს კი შესაძლოა პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებსაც ნიშნავდეს, თუმცა გამორიცხული არც სხვა ვარიანტებია.

„კონსტიტუცია ცალსახად ამბობს: რესპუბლიკის პრეზიდენტი ერის ერთიანობას განასახიერებს და სახელმწიფოს დემოკრატიულ ფუნქციონირებას იცავს,“ - განაცხადა მადიარმა, შემდეგ კი დეტალურად განმარტა, რატომ მიაჩნია, რომ სულიოკმა ეს მოვალეობა ვერ შეასრულა. მანვე თქვა, რომ შუიოკი დუმდა, როცა ვიქტორ ორბანი უნგრეთის უნგრელებისგან წმენდაზე საუბრობდა და დაამატა „უნგრეთის რესპუბლიკა ტამაშ შუიოკს,  ვიქტორ ორბანს, რომელიმე პარტიას ან პოლიტიკურ სისტემას არ ეკუთვნის“.

დაკავშირებული ამბები
პეტერ მადიარის მთავრობა პრეზიდენტ ტამაშ შუიოკის გადაყენებისთვის კონსტიტუციის შეცვლას გეგმავს პრემიერ-მინისტრის მოთხოვნის მიუხედავად უნგრეთის პრეზიდენტმა თანამდებობა არ დატოვა