სუპერგმირები და ჯადოსნური ხმლები, შურისძიების მიზნით ციხიდან გამოსული პატიმრები და გამოფენები, რომლებიც აღტაცებას იწვევს - აი, ასეთია მიმდინარე კვრიის კულტურული კალენდარი.
გამოფენები
ლონდონის სააჩის გალერეა 5 ივნისიდან 8 სექტემბრამდე უმასპინძლებს გამოფენას, სახელწოდებით: „მზე და მთვარე - ციური სხეულებით შთაგონებული ხელოვნება“ (The Sun and The Moon: Art Inspired by the Celestial).
საუკუნეების განმავლობაში მიმართავდა ადამიანი მთვარესა და ვარსკვალვებს, რათა მათი დახმარებით გაეგნო გზა, მიეღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია და შთაგონება. ციური სხეულები ყველაზე მეტად წარმოდგენილია კულტურულ ტრადიციებსა და სხვადასხვა რწმენის დოქტრინებში, რომლებიც კვლავ ხიბლავს ყველა თაობას ჯადოსნური ესთეტიკით. სააჩის გალერეის ცხრა დარბაზში წარმოდგენილი გამოფენა სწორედ ამ ესთეტიკის წარმოჩენას ეძღვნება.
მრავალი გამოფენა ეძღვნება წელს ჰოლივუდის ყველაზე სახელგანთქმული ქერა ლამაზმანის მერილინ მონროს 100 წლის იუბილეს. ერთ-ერთი მათგანია გამოფენა, რომელსაც პარიზის ფრანგული სინემათიკის (**La Cinémathèque française) საგამოფენო სივრცე 26 ივლისამდე უმასპინძლებს. სილამაზის გარდა, მერილინ მონრო ნიჭითა და ინეტელექტითაც გამორჩეული პიროვნება იყო, რომელმაც კარგად იცოდა, თუ როგორ მორგებოდა თავისი დროის მოთხოვნებს - თუმცა მეტისმეტად დაზარლდა კიდეც ამის გამო. La Cinémathèque française-ის გამოფენა ამ მსახიობი ქალის ზედაპირული ფოტოების ნაცვლად მისი კარიერისა და შინაგანი სამყაროს რთული ბუნების წარმოჩენას ცდილობს.
არგენტინელი კონცეპტუალური ხელოვანი ლეანდრო ერლიხი Leandro Erlich 2 ივნისიდან 6 სექტემბრამდე თავისი თავბრუდამხვევი ოპტიკური ილუზიებით წარმოდგენილი იქნება პარიზის გრან პალეში.
ფილმები
5 ივნისიდან ევროპის კინოთეატრებში გამოდის ფილმი „სამყაროს მბრძანებლები“ (Masters of the Universe). ეს ფილმი ეკრანზე აბრუნებს 80-იანი წლების პოპულარული მულტფილმების გმირებს თავისი ჯადოსნური ხმლებითა და იუმორით.
ფილმი „ძალიან საშიში კინო“ (Scary Movie) ერთ-ერთი ფილმი იყო, რომელიც ყველაზე კარგად იყიდებოდა 2000-იანი წლების დასაწყისში. საინტერესოა, რამდენად მოეწონებათ მისი იუმორი 2026 წელს? ამას 5 ივნისს გავიგებთ, როცა ახალი „ძალიან საშიში კინო 6“ გამოვა დიდ ეკრანებზე.
ტელესერიალები
5 ივნისიდან პლატფორმაზე Apple TV+ დაიწყება სერიალი „შიშის კონცხი“ (Cape Fear), რომელიც 1962 წელს გადაღებულ იმავე სახელწოდების ფილმის სიუჟეტს ეყრდნობა. ფილმი ფსიქოლოგიური ტრილერია, რომლის სცენარი ვითარდება მთავარი გმირის შურისძიების წყურვილით აღსავსე მსჯავრდებულის მაქს კეიდის (მის როლს ხავიერ ბარდემი ასრულებს) ირგვლივ, რომელიც თავის ამბავს ჰყვება და თანდათან დღის სიანთლეზე გამოდის ბნელი და ჩახლართული ოჯახური საიდუმლოება.
უფრო მსუბუქი ფილმების მოყვარულთ დააინტერესებთ ტელესერიალ „ოთხი სეზონის“ (**The Four Seasons) მეორე სეზონი, რომელიც Netflix-ზე გადის.
მუსიკა
ამერიკული ალტერნატიული როკჯგუფი Death Cab for Cutie ძალიან პოპულარული იყო 2000-იანი წლების დასაწყისში. ჯგუფმა ბოლო 28 წლის განმავლობაში ათი სტუდიური ალბომი გამოუშვა. 5 ივნისს გამოქვეყნდება ამ ჯგუფის კიდევ ერთი ალბომი „I Built You a Tower“.
ამერიკელი პოპმუსიკის ვარსკვლავი მელისა ვივიანე ჯეფერსონი, რომელიც ცნობილია სახელით ლიზო, ისევ დაბრუნდა მეხუთე სტუდიური ალბომით „Bitch“. ეს ალბომიც 5 ივნისს იხილავს დღის სინათლეს.
ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი
