კანადა ჩინეთთან კავშირებს აღრმავებს და შესაძლოა აზიურ სახელმწიფოსთან ექსპორტიც გააორმაგოს. ორმხრივ ურთიერთობებში სიახლეების შემოტანაზე მხარეები ოტავაში შეთანხმდნენ, იმ იშვიათი ვიზიტისას,რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის ბოლო ათწლეულის მანძილზე პირველად ჰქონდა.
კანადის პრემიერთან, მარკ კარისთან საუბროსას მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, ფინანსების, სოფლის მეურნეობისა თუ მეთევზეობის მიმართუებით,აგრეთვე მრავალმხრივი თანამშრომლობის პრინციპებზეც,რსაც პეკინი დიდი ხანია ადვოკატირებს.
ოტავას მკაცრად აქვს გადაწყვეტილი სავაჭრო პარტნიორებს შორის მრავალფეროვნება შემოიტანოს. ე.წ. დივერისიფიკაცია თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებასა და მის უხეშ სატარიფო პოლიტიკას უკავშირდება,მათ შორის მეზობელი კანადის მიმართ, სულ რომ არაფერი იტქვას იმ ტერიტორიულ ამბიციებზე, რომელიც ვაშინგტონს კანადის მიმართ ღიად აქვს დაფიქსირებული. სწორედ ამიტომ მარკ კარნის მთავრობა ახლა მაქსიმალურად ცდილობს შეამციროს აშშ-ზე დამოკიდებულება, თამაშში სხვა ბაზრების შემოყვანით. საგულისხმოა,რომ ბოლო წელის მანძილზე კანადამ 20-მდე ახალ ეკონომიკურ და უსაფღტხოებით გარიგებას მაწერა ხელი სხვადასხვა ქვეყანასთან.
თავად ჩინეთი ქვეყნისთვის რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია,მხარეები ხზს უსვამენ სტაბილური და სანდო საკომუნიკაციო არხების არსებობას ყველა დონეზე,რათა ორმხრივი თანამშრომლობა გაღრმავდეს და მოიხსნას ის გამაღიზიანებელი ფაქტორები,რომელიც შეიძლება ამ პროცესს ახლდეს თან.
ჩუინელი დიპლომატის სამდღიანი ვიზიტისას ითქვა, რომ ვაჭრობის გარდა მხარეებს შორის გულწრფელი საუბრბი შედგა აადამანის უფლებებისა და საგარეო ჩარევის თემის ირგვლივაც, რაზეც ჩინეთს დასავლური სამყარო ხშირად ედავება. ორმხრივ ურთიერთოობებში არსებობს ტაივანის საკითხიც. სულ ახლახან კანადელი კანონმდებლების კუნძულს სტუმრობას ჩინეტის წინააღმდეგობა მოჰყვა, მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოში ითქვა, რომ ვიზიტი ტაივანის დემოკრატიის მიმართ სოლიდარობის გზავნილი იყო,ჩნეთის მხრიდან შევიწროვების ფონზე.
