„რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებულმა ირანულმა სახელმწიფო მედიამ 1-ელი ივნისის საღამოს განაცხადა, რომ თეირანმა აშშ-სთან შუამავლების მეშვეობით მიმდინარე ყველა მოლაპარაკებები შეაჩერა.
მათივე ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ლიბანში ისრაელის „განგრძობადი დანაშაულები“.
ისლამური ქვეყნის სახელმწიფო მედიასაშუალება Tasnim-ი წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირობები მოიცავდა სამხედრო მოქმედებების შეჩერებას ლიბანის ტერიტორიაზეც, სადაც ამჟამად თელ-ავივი აქტიურ იერიშებს აგრძელებს.
თეირანის პოზიციაა, რომ მოლაპარაკებები არ განახლდება, ვიდრე ისრაელი არ შეწყვეტს თავის ოპერაციებს და არ გაიყვანს ჯარებს ლიბანის ტერიტორიიდან.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, აშშ და ისრაელი პასუხისმგებელნი არიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერი პირობის დარღვევის შედეგებზე.
