2050 წლამდე სუპერბაქტერიით წელიწადში შესაძლოა უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალოს, ვიდრე კიბოთი. იაპონელი ექსპერტების აზრით, ანტიბიოტიკებისადმი უგრძნობლობა ადამიანის ჯანმრთელობისა და მსოფლიო ეკონომიკის „მთავარი საფრთხეა“. ამის შესახებ ევრონიუსს ერთ-ერთი წამყვანი იაპონური ფარმაცევტული კომპანიის Shionogi Europe-ის საფრანგეთის ფილიალის დირექტორმა განუცხადა.
ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: “პირველ რიგში, ესტელ, მოდი, აგვიხსენით, მაინც რას არის კომპანია Shionogi Europe-ის საქმიანობა.
ესტელ ფრიუშე, Shionogi Europe-ის საფრანგეთის ფილიალის გენერალური დირექტორი: „რასაკვირველია. Shionogi იაპონური კომპანიაა, რომელიც თითქმის 150 წელია ანტიმოკრობულ პრეპარატებს აწარმოებს და ჩვენ, რაც შეგვიძლია, ვიბრძვით „ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი, უგრძნობლობის“, როგორც ჩვენ ვუწოდებთ AMR-ის (AntiBacterial resistance) წინააღმდეგ. ეს მართლაც რომ მთავარი საფრთხეა საზოგადოების ჯანმრთელობისთვის არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლოდაც“.
ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „გასაგებია, მოდი, ჩვენც ვუწოდოთ AMR, როგორც თქვენ ბრძანეთ. ის სრული ტერმინის შემოკლებული ვერსია გახლავთ და აღწერს მდგომარეობას, როცა ინფექცია მკურნალობას აღარ ექვემდებარება, რადგან მედოკამენტები აღარ მოქმედებენ. ასეა?“
ესტელა
„ზუსტად ასეა. ანტიმოკრობული რეზისტენტულობა ბუნებრივი პროცესია. ახლავე განვმარტავ. იცით, ბაქტერია, მიკრობი ჭკვიანი აგენტია და მის ირგვლივ არსებულ გარემოს ეგუება. როდესაც სხეული ანტიბიოტიკს იღებს, ის კლავს ამ მგრძნობიარე ბაქტერიას, მაგრამ ზოგი მათგანი უვნებელი რჩება და დომინანტური ხდება. სწორედ მათ ვუწოდებთ ცუდ ბაქტერიებს ანუ სუპერბაქტერიებს“.
ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „მაინც რატომ უნდა შევწუხდეთ ევროპაში AMR-ის გამო?“
ესტელ ფრიუშე, Shionogi Europe-ის საფრანგეთის ფილიალის გენერალური დირექტორი: „ეს მთავარი საფრთხე და პრობლემაა არა მარტო დღეს, არამედ სამომავლოდაც. მოდი, მაგალითად მოვიყვანოთ ქალი, რომელსაც საშარდე გზების ინფექცია აქვს. ასეთი ტიპის დაავადება უმეტეს შემთხვევაში აღარ იკურნება კლასიკური ანტიბიოტიკებით, ამიტომ ამ დაავადების მქონე ქალებს საავადმყოფოში მოუწევთ დაწოლა და გადასხმების გაკეთება. ასე რომ, თუ არაფერს გავაკეთებთ დღეს, თუ ახალ წამლებს არ შევქმნით, 2035 წელს ინფექციების 90% სუპერბაქტერიული იქნება. დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე 1.3 მილიონი ადამიანი იხოცება ყოველ წელს ამის გამო. ეს ძალიან ბევრია. ფაქტობრივად, ერთი დიდი ევროპული ქალაქის, მაგალითად, მილანისხელა ქალაქის მოსახლეობის ტოლფასია. და ეს რიცხვი იმატებს“.
ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „რატომ ხდება ასე?“
ესტელ ფრიუშე, Shionogi Europe-ის საფრანგეთის ფილიალის გენერალური დირექტორი: „ძალიან ბევრი მიზეზის გამო. ერთ-ერთია ანტიბიოტიკების ჭარბი მოხმარება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მე ფარმცევტი ვარ. როდესც 25 წლის წინ საქმიანობა დავიწყე, უბრალოდ ხველების გამო უამრავ ანტიბიოტიკს უწერდნენ. არადა, რაც მეტად იყენებ ანტიბიოტიკს, მით მეტი ბაქტერია ხდება უგრძნობი მის მიმართ. ამის საშუალება ეძლევათ. დღესდრეობით კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ არ გვაქვს საკმარისად აქტიური ანტიბიოტიკები ამ უგრძნობი ბაქტერიების წინააღმდეგ“.
ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „მოდი, მის ეკონომიკურ მხარეზე ვისაუბროთ. ჯანმრთელობის გარდა, ესტელ, რა ეკონომიკურ ზიანს აყენებს ევროპას ანტიბაქტერიული რეზისტენტულობა დღეს?“
ესტელ ფრიუშე, Shionogi Europe-ის საფრანგეთის ფილიალის გენერალური დირექტორი: „ჩემი მეგობრის მაგალითს მოვიყვან. ამ ქალს მკერდის კიბო გაუჩნდა. კარგად ვიცით, რასაც ნიშნავს მკერდის კიბო: ეს არის ქირურგია. ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი კურსი, რომლის შედეგადაც ეს ქალი, ფაქტობრივად, რემისიულ მდგომარეობამდე მივიდა. ქიმიოთერაპიის ბოლო გადასხმის დროს, საავადმყოფოში სუპერბაქტერია გაუჩნდა. მაინც რას ნიშნავდა ეს ამ პაციენტისთვის? მოუწია საავადმყოფოში დარჩენა და უამრავი ანტიბიოტიკით გაჭყეპა. რეანიმაციაშიც კი მოხვდა და მუშაობა აღარ შეეძლო. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, არის ხარჯი და თუ გნებავთ, მოურიდებელი პასუხი გავცე თქვენს კითხვას, ევროპაში ყოველ წელს ანტიმიკრობული რეზისტენტულობით გამოწვეული ხარჯი 12 მილიარდი ევროა. აი, ასეთია სუპერბაქტერიის ფასი. ეს კი ძალიან ბევრია“.
ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „თუკი ევროპა ისევ ძველი გზით გააგრძელებს სვლას, როგორი იქნება შემდეგი 10-25 წელი?“
ესტელ ფრიუშე, Shionogi Europe-ის საფრანგეთის ფილიალის გენერალური დირექტორი: „იმ გათვლების მიხედვით, რომლებიც აქამდე გაკეთებულა, დღეის მდგომარეობით, ყოველ წელს 1.3 მილიონი ადამიანი იხოცება (ამ დაავადების გამო). ხოლო 2050 წლისთვის შესაძლოა 40 მილიონი ადამიანი გარდაიცვალოს სუპერბაქტერიების გამო. ეს მართლაც ძალიან ბევრია. ეს ნიშნავს იმასაც, რომ ხარჯიც უზომოდ გაიზრდება. საუბარია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარ პრობლემაზე, რომლისთვისაც ახალი ანტიბიოტიკები გვჭირდება. ასე რომ, აუცილებლად ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ეს ბრძოლა მოვიგოთ. ეს არის ბრძოლა სუპერბაქტერიებსა და პროდუქციას შორის და ამის მოგება მხოლოდ თანამშრომლობით შეიძლება“.
ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „თქვენ ამბობთ, რომ ახალი ანტიბიოტიკები გვჭირდება, მაგრამ ეს ძალიან დიდ ინვესტიციას მოითხოვს, რა თქმა უნდა. მაინც რამდენია საჭირო? და ვინ უნდა ჩადოს ეს ინვესტიცია, მთავრობამ თუ კერძო სექტორმა? როგორ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემა?“
ესტელ ფრიუშე, Shionogi Europe-ის საფრანგეთის ფილიალის გენერალური დირექტორი: „ინდუსტრიამ უნდა ჩადოს ინვესტიცია. სამწუხაროდ, აღარ არის მომგებიანი ანტიბიოტიკების განვითარებაზე მუშაობა. რატომ? ამას დარღვეული ბაზარი დავარქვით. ნახეთ, მედიკამენტის შექმნას 10-15 წელი სჭირდება, ერთი მილიარდი ჯდება და შექმნილი პროდუქტის 95% წარუმატებელია. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ...“
ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „- 95%?“
ესტელ ფრიუშე, Shionogi Europe-ის საფრანგეთის ფილიალის გენერალური დირექტორი: „დიახ, 95% წარუმატებელია“.
ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „ძალიან ბევრია“.
ესტელ ფრიუშე, Shionogi Europe-ის საფრანგეთის ფილიალის გენერალური დირექტორი: „და როდესაც საუბარია ანტიბიოტიკებზე, მათი გამოყენება უნდა შეიზღუდოს, რათა მათ მიმართ უგრძნობლობა თავიდან ავიცილოთ. ჩვენს ქვეყნებში კი მისი ფასი საკმაოდ დაბალია და ანტიბიოტიკების განვითარება არც ისე მომგებიანია. ამიტომაც ახალი ეკონომიკური მოდელი გვჭირდება. აუცილებლია, რომ მთავრობამ იფიქროს ამის შესახებ და დაფინანსების ახალი მექანიზმები შემოგვთავაზოს, რათა ეს მიმართულება ინდუსტრიისთვის მიმზიდველი იყოს“.
ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „მაინც რა უნდა გაკეთდეს წახალისების მიზნით, თქვენი აზრით, რათა უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს?“
ესტელ ფრიუშე, Shionogi Europe-ის საფრანგეთის ფილიალის გენერალური დირექტორი: „წახალისების სხვადასხვა ფორმა არსებობს. არის მექანიზმი, რომელსაც ხელის შეშველებას ვუწოდებთ, რომელიც კვლევას უწყობს ხელს. ეს შეიძლება იყოს გრანტი, ან ინვესტორის შემოწირულობა. ეს შესაძლოა იყოს კლინიკური ცდების მხარდაჭერა. არის ასევე ე.წ. „მოზიდვის წამახალისებელი ფაქტორები“, როდესაც აჯილდოებენ იმ კომპანიას, რომელიც ახალ ანტიბიოტიკს მოგაწოდებს. ამის საუკეთესო მაგალითია დიდ ბრიტანეთში მოქმედი ე.წ. გამოწერის მოდელი, რადგან მისი წყალობით კომპანიის შემოსავალი აღარ არის დამოკიდებული მოხმარებული მედიკამენტების რაოდენობაზე. ანტიბიოტიკის მოხმარება უნდა შეიზღუდოს, რათა თავიდან ავირიდოთ მის მიმართ უგრძნობლობის ჩამოყალიბება. ეს არის ე.წ. ნეტფლიქსის Netflix მოდელი, როდესაც კომპანიასაც თავისი წილი შემოსავალი აქვს და პაციენეტებსაც ხელი მიუწვდებათ მედიკამენტზე საკუთარ ქვეყანაში“.
ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „ესტელ, ფაქტია, რომ კომპანია „შიონოგი“ Shionogi ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი უგრძნობლობის სამკურნალო გზებზე მუშაობს. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად დიდი დრო სჭირდება მედიკამენტების შექმნას, როგორც თავად ბრძანეთ, რამდენად შესაძლებელია ინოვაციის ისეთი სწრაფი ტემპით განვითარება, რომ თუნდაც უკვე მიმდინარე დეკადაში დაიდოს შედეგი?“
ესტელ ფრიუშე, Shionogi Europe-ის საფრანგეთის ფილიალის გენერალური დირექტორი: „ნამდვილად შესაძლებელია. მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დღესდღეობით სუპერბაქტერიების საწინააღმდეგო დაახლოებით 15 მედიკამენტს უკვე ამზადებენ. უფრო მეტია საჭირო და გვექნება კიდეც მეტი, თუკი ეს დარგი უფრო მიმზიდველი იქნება კომპანისითვის, რისი მიღწევაც შესაძლებელია წამახალისებელი მექანიზმებით, რაც კომპანიის მდგომარეობას გააუმჯობესებს“.
ავტორები: ჰანა ბრაუნი და ანგელა ბარნესი
