ბრიუსელმა უნდა დააჩქაროს უკრაინის ევროკავშირში მიღების პროცესი და ჩვენთვის მისაღები ერთადერთი ვარიანტი არის სრულუფლებიანი წევრობა - განაცხადა ევრონიუსთან ინტერვიუში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ტარას კაჩკამ.
საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „ბატონო მინისტრო, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა უკრაინას ევროკავშირის დროებითი ასოცირებული წევრობა შესთავაზა, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს ევრობლოკის პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ ხმის უფლების გარეშე. ამ შეთავაზებას პრზიდენტმა ზელენსკიმ უსამართლო უწოდა და უარი თქვა. მაინც რატომ არის ეს მოდელი მიუღებელი უკრაინისთვის?“
ტარას კაჩკა, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში: „მიუღებელია იმ შემთხვევაში, თუკი ის სრულუფლებიანი წევრობის ალტერნატივაა. უკრაინის მომავალის ირგვლივ გამართული ყველა დისკუსიის ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ევროკავშირის ღირებულებებზე დაფუძნებულ, სწრაფ მაგრამ სრულუფლებიან წევრობას ალტერნატივა არ აქვს. ნებისმიერი სხვა ალტერნატივა უბრალოდ მიუღებელია და მისი განხილვაც კი არ ღირს. ამიტომაც ფორმულა სავსებით გასაგებია, რომ ჩვენ გვჭირდება სწრაფი, ყოვლისმომცველი, ნორმალური გაწევრების პროცესი, რომელიც ევროკაცშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად გაწერების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასრულდება. ასე რომ ეს არის ნორმალური გაწევრება. სხვა ყველაფერს, ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა ჩვენ მაინც ვნახავთ, კიდევ რა წერია კანცლერ მერცის წერილში.“
საშა ვაკულინა, ევრონიუსი: “თუ განიხილავთ ნებისმიერი ტიპის ეტაპობრივ ან ნაწილობრივ ინტეგრაციას უკრაინისთვის, თუ ეს მიუღებელია?“
ტარას კაჩკა, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში: „ეტაპობრივი ინტეგრაცია არის ტერმინი, რომელსაც ითვალისწინებს მიღების პროცედურა. 2026 წლის პირველი იანვრიდან ჩვენ ჩავერთეთ ევროკავშირის როუმინგის ერთიან სისტემაში, ამ პროექტის ფარგლებში უკრაინას ისევე ექცევიან, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას. ამ კუთხით ჩვენ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული იგივე უფლებები და მოვალეობები გვაქვს. ყველაზე მეტად დაინტერესებული ვართ ერთიან ბაზარზე ინტეგრაციით, თუნდაც ევროკავშირში გაწევრებამდე, რადგან ჩვენს ბიზნესს სურს, რომ იმავე პირობებით ისარგებლოს, როგორც ევროკავშირის ბიზნესი სარგებლობს, რომელსაც არ აქვს სავაჭრო ბარიერები. მაგრამ ამის გამო მიღებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მიმართ ყურადღება არ უნდა შემცირდეს და ამას არაფერი უნდა მოაკლდეს.“
საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „უკრაინამ მიზნად დაისახა, რომ ქვეყნის შიგნით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულოს და 2027 წლის ბოლოსთვის ტექნიკურად მზად იყოს ევროკავშირის წევრობისთვის, მაგრამ ზოგჯერ კანდიდატ ქვეყნებს რამდენიმე ათწლეული სჭირდება ევროკავშირში შესასავლელად. რამდენად მზადაა უკრაინა, რომ უფრო დიდხანს დაიცადოს?“
ტარას კაჩკა, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში: „ამ კუთხით ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული მცდარი წარმოდგენა უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინამ ასეთი ათწლეული 15 წლის წინ დაიწყო და უფრო ადრეც, როდესაც ასოცირების ხელშეკრულებაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ჩვენი პოლიტიკა დიდწილად ევროკავშირის წესებს ეყრდნობა, მაგალითად სურსათის უსაფრთხოებისა თუ ტექნიკური რეგულაციები. იგივე ითქმის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე - კანონის უზენაესობაზე. ახლა უკვე ვასრულებთ 2016 წელს დაწყებულ კონსტიტუციის რეფორმას. ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირის მიერ განსაზღვული ყველა საკვანძო მოთხოვნა უამრტივესად შესრულდება შემდეგ 12-18 თვეში. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მოლაპარკებების ბოლო ეტაპზე ვართ. ახლა კი არ ვიწყებთ მოლაპარაკებებს, მაგრამ ზოგი წევრი სახელმწიფოს ზოგიერთი წარმომადგენელი მაინც დარწმუნებულია, რომ თუ მოლაპარკებების პირველი კლასტერი ახლა ივნისში გაიხსნება, მხოლოდ მერე დაიწყება რეფორმების პროცესი უკრაინაში. ასე არ არის. პირველი კლასტერის გახსნა მხოლოდ საბოლოო ეტაპის დასწყისი იქნება.“
საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „ივნისთან მიმართებით გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმაც აღნიშნა, რომ მოლაპარკებების პირველი კლასტერი რასაკვირველია დემოკრატიასა და კანონის უზენაესობის საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. მან ისიც თქვა, რომ დანარჩენი კლასტერების გახსნას ივლისში ელოდება. თქვენი ვადები როგორია?“
ტარას კაჩკა, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში: „ვადასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრება ასეთია, რომ უკვე გადავაცილეთ ბოლო ვადას. მოლაპარაკებების სამი კლასტერი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა გახსნილიყო, როდესაც უნგრეთმა დკემებერში ამ სამი პაკეტის განხილვის დაბლოკვა ოფიციალურად დაიწყო. წევრმა სახელმწიფოებმა ამ კლასტერების საკვანძო მოთხოვნები გაგვაცნეს. ეს იყო ძალიან დატვირთული წინასწარი სამუშაო პროცესი, რათა კლასტერების დაწყება შეგვძლებოდა. მარტში ექვსი კლასტერიდან სამი დარჩენილი პაკეტის მოთხოვნები მივიღეთ. ასე რომ უკვე ყველაფერი მზადაა. სწორედ ამიტომ ჩამოვრჩით გარფიკს. ამიტომ გვჯერა, რომ ექვსივე კალსტერი შესაძლოა ივნისში გაიხსნას. თუმცა ახლა ყველაფერი ბიუროკრატიაზეა დამოკიდებული, ყველა ის უმნიშვნელო ნაბიჯი, რომლებიც დაგვრჩა. და რა თქმა უნდა, უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას უნგრეთთან, რადგან იქ შედარებით ახალი მთავრობაა, ეს კი უამარავი საკითხის მოგვარებას გულისხმობს.“
საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „სწორედ ამის კითხვა მინდოდა. ფაქტია, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უნგრეთის წინა მთავრობა ვეტოთი ბლოკავდა კლასტერების გახსნას. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ვითარება იცვლება. კიევსა და ბუდაპეშტს შორის ახლა კონსულტაციები ტარდება. ამ კონსულტაციების საკვანძო საკითხი ბუდაპეშტისთვის - მათ შორის ახალი მთავრობისთვისაც - უკრაინაში არსებული უმცირესობების ბედია. როგორ გგონიათ, ეს საკითხები მოგვარდება ივნისისთვის, სანამ კლასტერები გაიხსნება?“
ტარას კაჩკა, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში: „პირველ რიგში უნდა აღვნიშნო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის ანიტა ორბანის განცხადება, რომ უნგრეთი არ დაბლოკავს არაფერს ევროკავშირში. ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ამბავია ყევლასთვის. ჩვენ ჯერ კიდევ 8 მაისს დავიწყეთ კონსულტაციები ბუდაპეშტთან ეროვნული უმიცრესობების საკითხზე. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ უკრაინა იქ მცხოვრები უნგრული თემის მიმართ სათანადო პატივისცემას იჩენს. მათი ყველა მოთხოვნა დაკამყოფილებულია. ასე რომ ეს ვალდებულება კი არა უკვე რეალობაა ჩვენთვის. ეს თემი უკრაინის საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და მათ ეროვნულ თვითმყოფადობას სათანადო პატივისცემით ვექცევით. თითქმის 100 სკოლა გვაქვს უნგრელებისთვის, რომლებიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფლებს. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ნებისმიერ მოწაფესა და ბავშვს უკრაინაში, ვისაც უნგრულ ენაზე სურს განათლების მიღება, ან ვისაც უნგრული ენის სწავლა უნდა, სანამ უკრაინაში იმყოფება სამუშაოდ, ამის შესაძლებლობა აქვს. წინა მთავრობას ვთავაზობდით და არსებულ მთავრობასაც ვთავაზობთ, ისე დავხვეწოთ კანონმდებლობა, რომ ყველა დარწმუნდეს იმაში, რომ ეს ძალიან კარგი გარემო არ შეიცვლება ოდესმე რაიმე სხვა ფაქტორის გამო. მაგრამ ამისთვის კონსტრუქციული ნაბიჯები გვჭირდება უნგრეთის, ასევე ბრიუსელის, ევროსაბჭოსა და სხვადასხვა დონეზე იმ კუთხით, რომ მოლაპარაკებების კლასტერები გაიხსნება, როგორც შევთანხმდით. ამიტომ მგონია, რომ ივნისის შუა რიცხვებისთვის ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი ასეთივე ტემპით გაგრძელდება.“
საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „ეს კანონმდებლობის დახვეწა კლასტერის ოფიციალურ გახსნამდე უნდა მოხდეს, რაკი უნგრეთი ვეტოს აღარ იყენებს? თუ ვალდებულების აღება საკმარისი იქნება და კლასტერები ამ პირობით გაიხსნება?“
ტარას კაჩკა, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში: „ჩვენი აზრით, ჩვენ უკვე ყველა საჭირო გარანტია გავეცით პირველი კლასტერისთვის და ახლა იმაზე ვმსჯელობთ, კიდევ რა შეიძლება იყოს საჭირო ამ გარანტიებისთვის. ჩემი აზრით, უკრაინასა და უნგრეთს შორის ეროვნული უმიცრესობების საკითხზე მიმდინარე დიალოგი გაგრძელდება. გარდა ამის გვყავს მუდმივმოქმედი კომისია უკრაინასა და უნგრეთს შორის, რომელიც ეროვნული უმცირესობების საკითხს ზედამხედველობას უწევს. და კიდევ რა ტიპის მტკიცებულება შეიძლება იყოს საჭირო ჩვენგან, აი ამაზე ვმსჯელობთ. იმედი მაქვს, რომ მალე იქნება სიახლე.“
საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „უნგრეთის გარდა შეიძლება სხვა ქვეყნებმაც დაბლოკონ უკრაინისთვის კლასტერების გახსნა. თქვენ თავად აღნიშნეთ, რომ ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა შესაძლოა პოლონეთი იყოს, როცა საქმე სოფლის მეურნოებაზე მიდგება.“
ტარას კაჩკა, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში: „დიახ. ეს არ არის საიდუმლო, რომ პოლონეთის სოფლის მეურნეობა უკრაინის სოფლის მეურნოებას კონკურენტად მიიჩნევს. ცოტა ხნის წინ პლონეთის მთავრობას ამასთან დაკავშირებით უამრავჯერ დავეკონტაქტეთ. მე პოლონეთისა და ჩვენი მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე ვარ. და ჩვენ ვერ დავინახეთ ნიშანი იმისა, რომ ისინი კლასტერების გახსნის დაბლოკვას აპირებენ, სამაგიეროდ დავინახეთ გულწრფელი სურვილი იმისა, რომ გადავჭრათ ასეთი სათუთი და რთული თემები პოლონეთთან იქნება თუ სხვა მეზობლებთან და წევრ სახელმწიფოებთან. თუმცა ეს კონკრეტული საკითხი ყველაზე დელიკატურია.“
საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „ბატონო მინისტრო, კიდევ ერთი საკითხი, რაც ბრიუსელში ადარდებთ, როდესაც საქმე უკრაინაში ევროკავშირზე ორიენტირებულ რეფორმებს ეხება, არის კიევის დამოკიდებულება კორუფციის მიმართ. ახლა მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელსაც ეხება. როგორ აისახება მიმდინარე კორუფციული საქმე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნდობაზე, როგორც ევროკავშირში მიღების საკითხზე, ისე უკრაინისთვის გამოყოფილ 90 მილიარდი ევროს სესხზე, რომელიც აღარ არის დაბლოკილი?“
ტარას კაჩკა, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში: „პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ეს გამოძიება ანტიკორუფციული კანონის ეფექტიან მუშაობაზე მიანიშნებს, რომ ის ამბიციურია და გამოძიების ჩატარების ძალაც შესწევს. ეს კი ძალიან კარგი ამბავია. მეორეც ის, რომ უკრაინა ახლა საომარ მდგომარეობაშია და ამ დროს დრამატულად იცვლება მისი პოლიტიკური კულტურა, რომელიც წარსულში. 10-15 წლის წინ, უკრაინის ევროკავშირში მიღებას უქმნიდა პრობლემას. სისტემური კორუფცია ახლა ძალიან სწრაფად და ეფექტიანად ბარდება წარსულს. ახლა იშლება ეს ფურცელი. ამიტომ პირადად ჩემთვის, რაც ახლა ხდება, ყველაზე ჯანსაღი რამ არის. თუმცა რასაკვირველია ნებისმიერი კორუფციული სკანდალი მაინც სკანდალია. ამიტომ მგონია, რომ ხალხის ნაწილი ამას სულ სხვაგავრად აღიქვამს, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს სრულიად ცხადია. სწორედ ამას ითხოვს ევროკავშირი ჩვენგან, რომ გავასუფთაოთ მთავრობის რიგები, მოვიშოროთ კორუფცია, შევქმნათ გარანტია იმისა, რომ ანტიკორუფციულმა კანონმა იმუშაოს. და ის მუშაობს. გასულ წელს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) 737 საქმე გახსნა. პროკურატურამ 125 ბრალი წარუდგინა 200-ზე მეტ ადამიანს. უკრაინის ანტიკორუფციულმა უმაღლესმა სასამრთლომ კი 130 პირის წინააღმდეგ 93 განაჩენი გამოიტანა. ეს იმ კორიფციულ საქმეებს ეხება, რომელთაც სახელმწიფოს 20 მილიარდი ჰრივნას ზარალი მიაყენეს. ეს ნიშნავს, რომ ეს ანტიკორუფციული კანონი მუშაობს. ამ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა კი 2023 წელს დასრულდა და მაშინვე მთელი ძალით ამოქმედდა - სწორედ იმ დროს, როცა ომი ყველაზე მასშტაბურ და რთულ ფაზაში შევიდა. და ეს ყველაფერი ჩვენმა ამჟამად მოქმედმა პარლამენტმა გააკეთა. სწორედ ამიტომ მგონია, რომ უკრაინაში რეფორმა წარმოუდგენლად სწრაფად მიდის წარმოუდგენლად რთულ დროს. ჩვენ არ ვცდილობთ თავის მართლებას ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ რაც შეიძლება ზედმიწევნით ზუსტად ვასრულებთ საშინაო დავალებას.“
ავტორი: საშა ვაკულინა
