კატეგორიები

რუსულმა დრონმა ნატო-ს წევრ რუმინეთში დასახლებულ პუნქტს დაარტყა -დაიჭრა 2 ადამიანი

რუსულმა დრონმა ნატო-ს წევრ რუმინეთში დასახლებულ პუნქტს დაარტყა -დაიჭრა 2 ადამიანი
უკრაინაზე გამძაფრებულ იერიშებში მონაწილე რუსული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე მოხვდა, საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულს დაარტყა და 2 ადამიანი დაჭრა.

ხანძარს შენობიდან მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მოჰყვა, საუბარია დაახლოებით 70 მოქალაქეზე.  ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყუველზე უსაფრთხო თავდაცვითი ალიანსის, ნატოს წევრ სახელმწიფოში ჩამოვარდნილი დრონი დასახლებულ არეალში მოხვდა და მოსახლეობას ამგვარი მძიმე ფორმით შეეხო. გვიან ღამითით, რუმინეთის ქალაქ გალაცში მომხდარი ფაქრი ბუქარესტმა მალევე შეაფასა, როგორც რუსეთის უპასუხისმგებლობა და ალიანსს საპასუხიო ზომებთან დაკავშირებით მიმართა

„ეს ინციდენტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სერიოზულ და უპასუხისმგებლო ესკალაციას წარმოადგენს. რუმინეთი საერთაშორისო სამართლისა და მისი საჰაერო სივრცის ამ სერიოზული დარღვევის საპასუხოდ აუცილებელ დიპლომატიურ ზომებს მიიღებს.რუმინეთმა მოკავშირეებსა და NATO-ს გენერალურ მდივანს აცნობა მომხდარის შესახებ და მოითხოვა დრონსაწინააღმდეგო შეეიარაღების რუმინეთისთის გადაცემის დაჩქარება.რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრესორ სახელმწიფოდ რჩება, რომელიც უკანონო ომს აწარმოებს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება რეგიონული უსაფრთხოებისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. რუსეთის ფედერაცია პირდაპირ პასუხისმგებელია ამ სერიოზულ და უპასუხისმგებლო ქმედებებზე“-წერს რუმინეთის საგარეო უწყება.

უკრაინის მოსაზღვრე რუმინეთი ომში მყოფ ქვეყანასთან 650 კილომეტრიან საზღვარს იზიარებს. მეზობლის წინააღმდეგ დაწყებული რუსული აგრესიის განმავლობაში, ამ ქვეყანას 30-მდე შემთხვევა ახსოვს,როდესაც რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. იგივე ეხება ომში მყოფი უკრაინისა და რუსეთის სხვა მოსაზღვრე სახელმწიფოებს, როგორიცაა ბალტიისპირეთის ქვეყნები თუ პოლონეთი.იყო შემტხვევები,როდესაც მათ ტერიტორიაზე უკრაინული დრონები ხვდებოდნენ, რადიოლექტრონული ჩარევის შედეგად შეცვლილიი კურსით. ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე დრონსაწინააღდეგო ზომები გაათმაგებულად მუშაობს. ამჯერადაც, რუმინეთის თავდაცვის უწყების რადარებზე რუსული დრონის გამოჩენისას საქმეში დაუყოვნებლივ ჩაერთო ავიაცია და  სამხედრო თვითმფრინავები*

მომხდარი ნატომ რუსეთის უგუნურ ქმედებად შეაფასა და დასძინა, რომ გააძლიერებს ყველა ძალისხმევას საერთო თავდაცვის წინაშე არსებული საფღტხეების წინაშე, მათ შორის კი იგულისხმება დრონებიც. მომხდარს თავად რუსეთი არ გამოხმაურებია.

დაკავშირებული ამბები
რუმინეთმა რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსულმა დრონმა ნატო-ს წევრ რუმინეთში დასახლებულ პუნქტს დაარტყა -დაიჭრა 2 ადამიანი