კატეგორიები

რუმინეთმა რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუმინეთმა რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
რუმინეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის შეჭრის შემდეგ, ბუქარესტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კონსტანცაში მდებარე რუსეთის ფედერაციის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

„ამ ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს - ქვეყანას, რომელიც უკვე ოთხ წელზე მეტია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რუმინეთში, კონსტანცაში მდებარე რუსეთის ფედერაციის გენერალური კონსული გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად, ხოლო რუსეთის ფედერაციის გენერალური საკონსულო კონსტანცაში დაიხურება.

მსურს აღვნიშნო ზოგიერთი რუმინელი პოლიტიკური ლიდერისა და საზოგადოებრივი აზრის ლიდერის უპასუხისმგებლობა, რომლებიც ცდილობენ, ამ ინციდენტში რუსეთი გაამართლონ“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანიმ.

მისივე თქმით, ზოგიერთი რუმინელი პოლიტიკოსის ქცევა და განცხადებები მისცემს მოქალაქეებს საშუალებას, თავად განსაჯონ - „ვინ არის რეალურად პროდასავლური და ვინ მხოლოდ პროდასავლურ შეხედულებებს ბაძავს“.

„რუსული დრონი „Geran-2“ რუსეთიდან გაფრინდა. ჩვენ ვიცით მისი ტრაექტორია, ვიცით, რა გზით გადაადგილდა უკრაინის ტერიტორიაზე, ვიცით, სად შევიდა რუმინეთში. ის იყო 43 რუსული დრონის ჯგუფის ნაწილი, რომელთაგან მხოლოდ ერთმა მიაღწია რუმინეთის ტერიტორიას“, - თქვა ნიკუშორ დანიმ.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, 28-29 მაისის ღამით უკრაინულმა ძალებმა 217 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

საერთო ჯამში, რუსეთმა შეტევა განახორციელა 232 დრონით და ერთი ბალისტიკური რაკეტით. საჰაერო ძალების ინფორმაციით, დარტყმები 14 სხვადასხვა რაიონში დაფიქსირდა.

დაკავშირებული ამბები
რუმინეთმა რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსულმა დრონმა ნატო-ს წევრ რუმინეთში დასახლებულ პუნქტს დაარტყა -დაიჭრა 2 ადამიანი