კატეგორიები

სააპელაციო სასამართლო პროცესის ბოლო დღეს სარკოზი აცხადებს, რომ ლიბიის საქმესთან დაკავშირებით ბრალი არ მიუძღვის

სააპელაციო სასამართლო პროცესის ბოლო დღეს სარკოზი აცხადებს, რომ ლიბიის საქმესთან დაკავშირებით ბრალი არ მიუძღვის
საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ოთხშაბათს პარიზის სააპელაციო სასამართლოს წინაშე თავის საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ მას არ უღალატია ფრანგი ხალხისთვის. სააპელაციო სასამართლო ხელახლა განიხილავს საქმეს ლიბიის მოკლული ლიდერის, მუამარ ალ-კადაფის მიერ 2007 წლის წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიის ფარულად დაფინანსებასთან დაკავშირებით.

სარკოზის 2025 წლის სექტემბერში ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა კრიმინალური შეთქმულებისთვის. იგი საფრანგეთის თანამედროვე ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია,  რომელიც დააპატიმრეს.

მან 20 დღე გაატარა პარიზის ლა სანტეს ციხეში. ყოფილი პრეზიდენტი ნოემბერში გაათავისუფლეს. მან გაასაჩივრა თავდაპირველი გადაწყვეტილება, პროკურორებმაც მას მიბაძეს, რადგან მათი მიზანი იყო, სარკოზისთვის  ბრალდებები ხელახლა წაეყენებინათ  და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრის განმხილველ სამ მოსამართლეს სთხოვა, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებასა და ლიბიის სახელმწიფო სახსრების მითვისებაში დამნაშავედ ეცნოთ.  ეს არის სამი ბრალდება, რომლებშიც იგი პირველ სასამართლო პროცესზე გაამართლეს.

განაჩენის გამოტანა 30 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.

დაკავშირებული ამბები
სააპელაციო სასამართლო პროცესის ბოლო დღეს სარკოზი აცხადებს, რომ ლიბიის საქმესთან დაკავშირებით ბრალი არ მიუძღვის პარიზში, სასწავლო პროცესის შემგომ საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრში, სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს